Home » 2019 » November » 20

Daily Archives: November 20, 2019

ჭვანის ხეობაში ექსტრემალებისთვის სასტუმრო კლდეზე მოეწყობა

ჭვანის ხეობაში ექსტრემალებისთვის სასტუმრო კლდეზე მოეწყობა

აჭარაში, ჭვანის ხეობაში მომავალი წლიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. მათ შორის დაგეგმილია ექსტრემალებისთვის კლდეზე სასტუმროს (კაფსულა), საფესტივალო სივრცის, ტურისტული ბილიკების, ბუნებაში გასართობი ატრაქციების მოწყობა. ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა. „ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ, გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ...

Read More »

შოთა გულბანი: მონეტარული პოლიტიკის დაუსრულებელ გამკაცრებას ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგები ექნება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, სანამ ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება. მისი თქმით რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო ზრდა ეკონომიკისთვის უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება. „არამგონია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს. ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. ...

Read More »

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს

თიბისი ბანკი მომხმარებელს თანხის QR კოდით განაღდების ინოვაციურ სერვისს სთავაზობს პირველად საქართველოში, თიბისის ბანკომატებიდან თანხის განაღდება უკვე ბარათის გარეშე, QR კოდით არის შესაძლებელი. სიახლე ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. თანხის QR კოდით განაღდება არსებულ პროცესთან შედარებით გაცილებით სწრაფი და მარტივია, (20 წამზე ნაკლები) რაც კიდევ უფრო დაზოგავს მომხმარებლის დროს. მომსახურებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თიბისის მობაილბანკში, ზედა მარჯვენა კუთხეში QR კოდის სიმბოლოს ...

Read More »

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და თურქეთს შორის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თანათავმჯდომარეებმა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუსარ ფექჩანმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ორივე მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოსა და თურქეთს შორის საბაჟო პროცედურებს შეეხებოდა. კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება ორი კვირის წინ საქართველოსა და თურქეთის ლიდერებმა – გიორგი გახარიამ და ...

Read More »

ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით თურქული მხარე საქართველოში საექსპერტო ჯგუფებს მოავლენს

ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის მიზნით თურქული მხარე საქართველოში საექსპერტო ჯგუფებს მოავლენს

ნათია თურნავა – თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების ამოქმედება საქართველოში თურქეთიდან ინვესტიციებს და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას წაახალისებს თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს რუსარ ფექჩანს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი, აგრეთვე შერეული ქართულ-თურქული ეკონომიკური ...

Read More »

„საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები იმაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა“

„საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები იმაზე ბევრად უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა“

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგები „აღმოჩნდა იმაზე ბევრად უარესი, ვიდრე ხალხი იფიქრებდა და ყველაზე ცუდ ფიქრებში წარმოიდგენდა“. პუტინმა ამ თემაზე მოსკოვში გამართულ ფორუმზე, სახელად „რუსეთი გიხმობს“ ისაუბრა. „რაც შეეხება საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებს, ეს მხოლოდ ბალტიისპირეთში ნაციონალიზმის ზრდასთან არ იყო დაკავშირებული. ამის მიზეზი ძირითადად საბჭოთა არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა იყო, რამაც გამოიწვია სოციალური სფეროს კოლაფსი. ამან თავისთავად გაგრძელება ჰპოვა პოლიტიკურ ...

Read More »

რუსი ტუროპერატორები დამსვენებლებს ტურებს სირიაში სთავაზობენ

რუსი ტუროპერატორები დამსვენებლებს ტურებს სირიაში სთავაზობენ

რუსული ტურისტული კომპანიები რუს ტურისტებს სირიაში დასვენებას სთავაზობენ. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სირიაში დასვენება რუს ტურისტებს დაახლოებით 1095 ამერიკული დოლარი დაუჯდებათ. ტუროპერატორები სირიაში დასვენების მსურველებს სთავაზობენ პირდაპირ ფრენებს ბეირუთში, საიდანაც შეძლებენ სირიის სხვადასხვა ქალაქში ავტობუსებით ან ავტომობილებით მგზავრობას. აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში სირია, იემენთან და ერაყთან ერთად, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ტურისტულ დანიშნულებად დასახელდა. Travel Risk Map-ის მიხედვით, სირიაში, იემენში ...

Read More »

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება მანამდე, სანამ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდება – კობა გვენეტაძე

მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება მანამდე, სანამ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა არ განეიტრალდა - კობა გვენეტაძე

მოსალოდნელია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პროგნოზი დაგვანახებს, რომ გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა განეიტრალდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ გამოსვლისას მაკროეკონომიკურ გარემოზე, ინფლაციასა და პროგნოზებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2020-2022 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტით განისაზღვრა. ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს

ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკი უნდა დაუბრუნდეს რეალობას, – განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. „ფასების სტაბილურობა და ინფლაცია არის ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ სამწუხაროდ, დაგვიანებით. აქედან ...

Read More »

აკაკი ზოიძე – ჩვენ, ექიმები, მზად ვართ, ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ ვაჟა გაფრინდაშვილს

აკაკი ზოიძე - ჩვენ, ექიმები, მზად ვართ, ჩავიდეთ და ჩავენაცვლოთ ვაჟა გაფრინდაშვილს

​ექიმების ინიციატივაა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მაგივრად თითო კვირით დაიკავონ მისი ადგილი სეპარატისტული ხელისუფლების მძევლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად ყველანაირი არხით ხდება ზეწოლა. „ვაჟა გაფრინდაშვილი არის ყველაზე უფრო ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელი. იმ პროფესიის, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერს. ...

Read More »