Home » 2019 » November » 19

Daily Archives: November 19, 2019

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი მიღწევა: ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს

ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი მიღწევა: ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს

ვაჟა გაფრინდაშვილის მოთხოვნით ცხინვალის იზოლატორში პატიმრებს კვება დაუნიშნეს, – იუწყება „რადიო თავისუფლება“ ქართველი ექიმის ყოფილი თანასაკნელის შოთა ბიძინაშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ცხინვალის იზოლატორში 5 დღის განმავლობაში იმყოფებოდა სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი. მისი მონათხრობით ირკვევა, რომ გაფრინდაშვილმა ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად შეგნებულად გადადგა და სურვილი აქვს ცხინვალის ციხესა და იზოლატორში პატიმრებისადმი მოპყრობა შეცვალოს. ბიძინაშვილმა ცხინვალის იზოლატორში 9 დღე ...

Read More »

თბილისის მერია დაეხმარება 4-შვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს

თბილისის მერია დაეხმარება 4-შვილიან ოჯახს, რომელსაც კერძო მევახშე ასახლებს

ოჯახს, რომელიც დიღმის მასივში სახლიდან კერძო მევახშის მოთხოვნით გაჰყავთ, მერია მაქსიმალურად დაეხმარება – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ საქმის კურსში პირადად კახი კალაძე, რომლის მითითებით საქმეში ჩართულია დიდუბის გამგეობა. გამგებელი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას კერძო მევახშესთან, რათა გადავადებულიყო აღსრულების პროცესი, თუმცა იპოთეკარმა ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. მერიაში ამბობენ, რომ ოჯახს ქირით სხვა ფართში გადაიყვანენ. ასევე, გამომდინარე ...

Read More »

მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

მეუფე იაკობი: ევროპამ ტოლერანტობა ჩვენგან უნდა ისწავლოს

ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ევროპარლამენტში სემინარზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მას ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების  დახმარების იმედი აქვს. „ჩვენ ოკუპაციას არ შევეგუებით. ჩვენი ბრძოლის ფორმა იქნება მშვიდობიანი და ცივილიზებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპელი და ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარებიან. ვიცით ეს ხანგრძლივი პროცესია. მე აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. ძალიან ბევრი მეგობარი ...

Read More »

IRI-ს კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავაშე დავით ბაქრაძეა

IRI-ს კვლევით, პოლიტიკოსთა რეიტინგის სათავაშე დავით ბაქრაძეა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკოსების მიმართ მოქალაქეებს. რეიტინგის სათავეშია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე: მას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 57%, უარყოფითად – 36%, არ იცის – 7%-მა. მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე: დადებითი – 49%, უარყოფითი – 42%, არ მსმენია – 1%, არ ვიცი – 7%. მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს: დადებითი – 47%, უარყოფითი – 41%, ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – ბიზნესს ყოველთვის სტაბილური და განჭვრეტადი გარემო სჭირდება

სოსო ფხაკაძე - ბიზნესს ყოველთვის სტაბილური და განჭვრეტადი გარემო სჭირდება

ბიზნესს ყოველთვის სტაბილური და განჭვრეტადი გარემო უნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სასტუმრო „რუმსში განუცხადა, სადაც ბიზნესასოციაციასა და ახლად დანიშნულ ბიზნესომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესწრება. როგორც ფხაკაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მნიშვნელოვანია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელთანაც ასოციაციას ეფექტური თანამშრომლობა აქვს. „ბიზნესომბუდსმენის აპარატი დადებით როლს ასრულებს, რომ ბიზნესის წიაღში არსებული პრობლემები მარტივად მოგვარდეს. ...

Read More »

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა. ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, აზერბაიჯანში უკვე მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზება. შედეგად კი, ახალი სტანდარტის დიზელის ...

Read More »

III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.1%-ით შემცირდა

III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.1%-ით შემცირდა

2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად ...

Read More »

აზარტულ თამაშებში ჩართვისთვის საჯარო სამსახურში ვეღარ დასაქმდებით

აზარტულ თამაშებში ჩართვისთვის საჯარო სამსახურში ვეღარ დასაქმდებით

საჯარო დაწესებულებებში დასაქმების მსურველებს შესაძლოა, დამატებით ცნობის წარდგენა დასჭირდეთ, რომ აზარტულ თამაშებში არ არიან ჩართული. ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კანონპროექტი მიზნად ისახავს საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ და დასაქმების მსურველ პირთა აზარტული და მომგებიან თამაშობებში ჩართვის პრევენციას. „პროექტის ...

Read More »

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. მომდევნო დღეების განმავლობაში გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 4 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია თოვლი დედაქალაქსა და მაღალმთიან რაიონებში. ტემპერატურის კლებასთან ერთად, იზრდება გზებზე ტრანსპორტით გადაადგილების დროს მოცურების, ავტომობილის ვერდამორჩილებისა და საგზაო შემთხვევის საშიშროება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მართვისას გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და ავტომობილი გვყავდეს ზამთრის ...

Read More »

„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების XX საიუბილეო ღონისძიებას 27 ნოემბერს გამართავს

„ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების XX საიუბილეო ღონისძიებას 27 ნოემბერს გამართავს

27 ნოემბერს,  20:30 საათზე,  მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნეს რეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართავენ. წელსაც, ტრადიციულად, გალა საღამოზე წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები გამოვლინდებიან.  რჩეულთა შორის რჩეულს კი, თავად ბიზნესმენები აირჩევენ, ხოლო, წლის საუკეთესო ინვესტორს კომპეტენტური  ჟიური გამოავლენს. 2019 წელი ბიზნესრეიტინგის ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი თარიღია და  წელს, საიუბილეო ღონისძიება პომპეზურად გაიმართება. წელს, ...

Read More »