Home » 2019 » November » 16

Daily Archives: November 16, 2019

რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა

რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა

რომის პაპმა ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები ჰიტლერს შეადარა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პონტიფიკოსმა სისხლის სამართლის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის დროს ისაუბრა. პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ჰომოსექსუალების წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკოსები მას ჰიტლერს აგონებენ. ის ადამიანები კი, რომლებიც ბოშებისა და ებრაელების წინააღმდეგ არიან განწყობილნი, ნაცისტებს. სიტყვით გამოსვლის დროს რომის პაპს კონკრეტული პოლიტიკოსები ან ქვეყნები არ დაუსახელებია. ...

Read More »

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, – ამის შესახებ აღნიშნული საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. „აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ...

Read More »

დეპუტატმა სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

დეპუტატმა სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

დეპუტატმა სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატოვა. ამის შესახებ ქაცარავამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას“, – წერს ქაცარავა.

Read More »

“ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა” – რა ეტაპზეა კურორტის განვითარების გეგმა

"ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა" - რა ეტაპზეა კურორტის განვითარების გეგმა

“ჩვენთვის ბახმაროს სეზონის სამი თვე საკმაოდ დაძაბულია. ეს პერიოდი ეკლებზე ვზივართ, ვინმე გაცივდება თუ ფეხი მოტყდება, სულ ბახმაროში ვართ. პრობლემაა ის, რომ უსახსრობის გამო ადგილობრივ დონეზე ვერაფერს ვგეგმავთ. ბახმარო ამ წუთში უძირო ქვევრივითაა. ამ კურორტზე, ახლა უცხოელი რომ მიიღო და თან ისე, რომ რაიონში ფული დაგიტოვოს, ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. საუბარია, დააახლოებით 50 მილიონზე. ჩოხატაურს ეგ თანხა 30 წლის განმავლობაში ...

Read More »

სახელმწიფომ „ფილარმონიის” დიდი საკონცერტო დარბაზი დაიბრუნა

სახელმწიფომ „ფილარმონიის” დიდი საკონცერტო დარბაზი დაიბრუნა

ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანია „ინთერნეიშენალ ივენთს” ხელშეკრულება შეუწყვიტა. კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა თბილისის საკონცერტო დარბაზის საკითხი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შპს “ინტერნეიშენალ ივენთსთან” არსებული ხელშეკრულება შეწყვიტა და ამჟამად მიმდინარეობს “თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის” 100%-იანი ...

Read More »

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი – გზა მომავლისკენ თუ პოლიტიკური სატყუარა

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - გზა მომავლისკენ თუ პოლიტიკური სატყუარა

მილიარდიანი პროექტი, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დამთავრდეს საზოგადოებას არაერთი ხმაურიანად დაანონსებული პროექტი ახსენდება, რომელზეც ბოლო წლებია მხოლოდ საუბრები გვესმის. ზოგიც კი უკვე მიივიწყა არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ თავად ინიციატორებმაც. ასეთი იყო ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაანონსდა. იდეა კი თავად ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ივანიშვილმა ქუთაისის საგანმანათლებლო ...

Read More »

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები სრულდება

აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები სრულდება

საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დასრულების ფაზაშია კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა დაბა აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. აბასთუმანში წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, სეზონურად ფიქსირდებოდა წყლის მღვრევის ფაქტები, ...

Read More »

„ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს – ეს არის ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის მთავარი ამოცანა“

„ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს - ეს არის ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის მთავარი ამოცანა“

მე ერთი რამის მჯერა, მიუხედავად იმისა, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის ან 2024 წლის არჩევნები, ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს, პენსიები უნდა რიგდებოდეს, სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, ყველა ის მთავარი ფუნქცია, რაც სახელმწიფოს აქვს, სრულფასოვნად უნდა ფუნქციონირებდეს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა იყო 2020 ...

Read More »

ლევან ვასაძე – ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება

ლევან ვასაძე - ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება

დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე, – ამის შესახებ ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც ვასაძე აღნიშნავს, „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და საერთოდ ლიბერალური ეპოქა განწირულია“. „ძირმაგარას გასკდომა, რასაც ამ დღეებში რუსთაველზე ვაკვირდებით, უაღრესად მტკივნეულია. დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე. დაპირისპირების საგანი სალაფავის გაყოფის მექანიზმებია. ერი ამას გვერდიდან შესცქერის და ცხადია, რომ ორივე მხარე მტრად მიაჩნია. ...

Read More »

გახარია – შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა

გახარია - შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება, ლიმიტი დამთავრდა

უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება იქნება ყველას გამოწვევა; ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა და გამართული ფისკალური პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროში, უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა. „შემოსავლების სამსახურს, ...

Read More »