Home » 2019 » November » 13

Daily Archives: November 13, 2019

„მოსახლეობას რომ პრორუსული პარტია მოეყვანა ხელისუფლებაში, აშშ ასეთ ქვეყანას მისცემდა „ჯაველინის“ რაკეტებს და სხვა თანამედროვე შეირაღებას?“

„მოსახლეობას რომ პრორუსული პარტია მოეყვანა ხელისუფლებაში, აშშ ასეთ ქვეყანას მისცემდა „ჯაველინის“ რაკეტებს და სხვა თანამედროვე შეირაღებას?“

“ხელისუფლების პრორუსულობის ნარატივს თანდათან ყავლი გასდის ‘– ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება ოპოზიციის მიერ დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ “ქართული ოცნება” პრორუსულ კურსს და პოლიტიკას ატარებს. “დღე არ გავა რომ რომელიმე პარტიამ ან ენჯეომ ხელისუფლება პრორუსულობაში არ დაადანაშაულოს. თუმცა ვფიქრობ, რომ ხელისუფლების პრორუსულობის ნარატივს თანდათან ყავლი გასდის, თუ რა თქმა უნდა თავად ხელისუფლება არ შეუწყობს ხელს მის ...

Read More »

დიმიტრი ცქიტიშვილი: ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით, ჩვენივე სახელმწიფოს ვუყენებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი: „შრომის კოდექსს კეთილშობილური მიზნები აქვს“

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. მთავარი თემა ის ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. საკითხის გარშემო მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კოლეგებს მოუწოდებს, ცვლილებას მხარი დაუჭირონ, რადგან, მისი განცხადებით, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას აკისრია. „ბევრი ვისაუბრეთ, ქმნის თუ არა სტაბილურობას ესა ...

Read More »

თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

თიბისი IT აკადემია სტუდენტების მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმა, თიბისი IT აკადემია სტუდენტებისთვის backend development-ის კურსზე მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, IT აკადემიაში  სწავლება ყველა სტუდენტისთვის უფასოა. 4 თვის განმავლობაში, ჟიურის მიერ შერჩეულ 36 სტუდენტს ცოდნას სპეციალურად კურსისთვის მოწვეული უცხოელი, პროფესიონალი მენტორები გაუზიარებენ. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ პრაქტიკულ დავალებებსა და  პროექტებზე. კურსის გავლის შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მუშაობა გააგრძელონ მაღალანაზღაურებად  პოზიციებზე. აკადემიის ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი – დამატებით 70 ათასი აბონენტი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

ივანე მაჭავარიანი - დამატებით 70 ათასი აბონენტი 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დასრულდება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების მიმართულებით. მისი თქმით, წყლის პროექტების მიმართულებით 2020 წელს დასრულდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები. „მომავალ წელს გაგრძელდება ხაშურის, მარნეულისა და გუდაურის წყლის პროექტები. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების ...

Read More »

სიახლეების თვალიერებისას ფეისბუქის აპლიკაცია გვითვალთვალებს – კომპანია ხარვეზს აღიარებს

სიახლეების თვალიერებისას ფეისბუქის აპლიკაცია გვითვალთვალებს - კომპანია ხარვეზს აღიარებს

სიახლეების ზოლის თვალიერებისას, ფეისბუქის აპლიკაცია ტელეფონის კამერას მალულად რთავს — კომპანია ხარვეზს აღიარებს ფეისბუქის აპლიკაცია აიფონის კამერის საშუალებით მალულად იწერს მაშინ, როცა მომხმარებლები სიახლეების ზოლს ათვალიერებენ. ეფლის კომპიუტერებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ არსებობს ინდიკატორი, რომელი აპლიკაციის კამერასთან წვდომის შესახებ გაცნობებთ; შესაბამისად, აპლიკაცია ამას მალულად აკეთებს. ფეისბუქის განცხადებით, ეს უცნაური ქცევა გამოწვეულია ხარვეზით, რომელიც შემთხვევით გაიპარა კოდში და არ არსებობს ფოტოებისა ...

Read More »

ბანკი „ქართუ” კომერციული მიზნების და ქველმოქმედების გზაგასაყარზე – როგორია ბანკის განვითარების დინამიკა ციფრებში

ბანკი „ქართუ” კომერციული მიზნების და ქველმოქმედების გზაგასაყარზე - როგორია ბანკის განვითარების დინამიკა ციფრებში

ბოლო დროს ოპოზიციური სპექტრის მხრიდან გააქტიურდა საკითხი ბანკი “ქართუს” ზემოგებების შესახებ. აღნიშნული თემა პოპულიზმისთვის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს იძლევა და, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესითაც სარგებლობს. “ქართუს” მოგება-ზარალის შესახებ პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ საბანკო და საფინანსო სფეროს ექსპერტს, გიორგი ცუცქირიძეს. “ქართუ ბანკის” “მევახშეობისა და კოლოსალური მოგების” თემაზე არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია. საკითხის ირგვლივ უფრო მეტი და კონკრეტული ინფორმაციით დავინტერესდი, მით უმეტეს, ინფორმაცია საჯაროა და ყველას ...

Read More »

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში პირველ ადგილზეა

შოთა რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლების რეიტინგში პირველ ადგილზეა

ჩამონათვალში, რომელშიც მსოფლიო ერების ასობით მწერალია შესული, პირველი ადგილი შოთა რუსთაველს უკავია. გამოკითხვა საიტზე ranker.com მიმდინარეობს და რუსთაველისთვის ხმის მიცემა თქვენც შეგიძლიათ. სიაში საუკეთესო მწერლები შევიდნენ, რომელთა ნაწარმოებებმაც დროს გაუძლო. პირველ ათეულში ამ დროისთვის ისეთი ლეგენდარული მწერლები მოხვდნენ, როგორებიც არიან შექსპირი, დოსტოევსკი, ტოლსტოი, დიკენსი, ტოლკინი, ალან პო, ჰომეროსი, ჯორჯ ორუელი, მარკ ტვენი. შედი და დატოვე რუსთაველი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მწერლად ...

Read More »

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელშიც პროტონული თერაპია ხელმისაწვდომი იქნება – ემერიკ არმანი

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რომელშიც პროტონული თერაპია ხელმისაწვდომი იქნება - ემერიკ არმანი

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, სადაც ხელმისაწვდომი იქნება პროტონული თერაპია“, – ამის შესახებ IBA GROUP-ის  მარკეტინგის დირექტორმა, ემერიკ არმანმა განაცხადა. ამის შესახებ ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ გადაღებულ ფილმში აცხადებს, რომელშიც ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარების პარალელურადმ საუბარია ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნაზეც. „პროტონული თერაპია განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვების შემთხვევაში, რისთვისაც არსებობს ორი მიზეზი. პირველი – ზრდის პროცესში მყოფი ბავშვების ქსოვილები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ...

Read More »

თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის

თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის

მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია. „ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, მუნიციპალიტეტმა 145 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი შეისყიდა. ამის შემდეგ ჩვენ შევიძინეთ 310 ერთეული სხვადასხვა ზომის – 8-მერტიანი და 10-მეტრიანი ავტობუსები, რომელთა ...

Read More »

„სამშობლოს დღე“ – საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

„სამშობლოს დღე“ - საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს

საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს – აღნიშნული ცვლილება „შრომის კოდექსში“ იგეგმება. კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები 14 მაისის, თამარ მეფის ხსენების დღის – სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იქნება და ყოველ წელს, 14 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახალხო დღესასწაული ...

Read More »