Home » 2019 » November » 07 (page 2)

Daily Archives: November 7, 2019

სალარო ტერმინალი – ახალი პროდუქტი თიბისი ბიზნესისგან

სალარო ტერმინალი - ახალი პროდუქტი თიბისი ბიზნესისგან

თიბისი ბანკი მომხმარებელს  გადახდის თანამედროვე და კომფორტულ სისტემას –  სალარო ტერმინალს სთავაზობს. სალარო ტერმინალი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც პოს ტერმინალის და სალარო აპარატის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. სალარო აპარატი მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება,  როგორც  გადახდა, ისე   ქვითრის ბეჭდვა ნაღდი და  უნაღდო ანგარიშსწორებისას. ტერმინალის გამოყენებით, მასზე ბრუნვის მიხედვით,  კიდევ უფრო გამარტივდა ბიზნესესხით სარგებლობაც. სალარო ტერმინალის ინსტალაცია, საკურიერო ...

Read More »

თიბისი კომპანია ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს

თიბისი კომპანია ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა.  Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით.  „ანაგი დეველოპმენტის“ პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა ...

Read More »

პაატა ბაირახტარი – ეროვნულმა ბანკმა ზომები დაგვიანებით მიიღო

პაატა ბაირახტარი - ეროვნულმა ბანკმა ზომები დაგვიანებით მიიღო

ეროვნულმა ბანკმა პირველი შეცდომა დაუშვა მაშინ, როცა მთელი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ კურსი არ იყო მისი საქმე და ის მხოლოდ ფასების სტაბილურობაზე იყო პასუხისმგებელი, – ამის შესახებ ეკონომისტისმა, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა ინფლაციის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით განაცხადა. ბაირახტარი წლიური ინფლაციის მაჩვენებლის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ზომები დაგვიანებით მიიღო. „ეროვნულმა ...

Read More »

კობა გვენეტაძე – ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ის ყოველთვის მთავარი საზრუნავი

კობა გვენეტაძე - ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ის ყოველთვის მთავარი საზრუნავი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა, ოქტომბრის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 6.9%-ია, ხოლო საბაზისო ინფლაცია, ანუ ინფლაციის მაჩვენებელი სამომხმარებლო კალათიდან სურსათის და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს, ენერგომატარებლების და სხვა, გამორიცხვით, 3.4%-ს შეადგენს, რაც მისივე თქმით, ახლოსაა ინფლაციის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელთან. ...

Read More »

რა რისკები შეიძლება ახლავდეს მინიმალური ხელფასის დადგენას

რა რისკები, შეიძლება, ახლავდეს მინიმალური ხელფასის დადგენას

ეკონომისტის, “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტის პაატა ბაირახტარის განცხადებით, მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ ინიციატივას რამდენიმე გარდაუვალი რისკი ახლავს. როგორც ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ეს რისკებია: სამუშაო ადგილების შემცირება, პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, შავი ბუღალტერია. „მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ იდეა, ზოგადად, რა თქმა უნდა, კეთილშობილურია. თეორიულ დონეზე ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, ნახეთ, რა ხდება რეალურად: როდესაც ჩვენ ...

Read More »

აქციზის ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა, მოხმარება კი – არა

აქციზის ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტში თამბაქოს ბიზნესიდან შესული თანხა შემცირდა, მოხმარება კი - არა

2019 წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიუჯეტში სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებული შემოსავლები 14%-ით შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს აქციზი გაიზარდა. კერძოდ, გაძვირდა როგორც ადგილობრივად წარმოებული, ისე იმპორტირებული პროდუქცია. ამასთან, 10%-დან 30%-მდე გაიზარდა ადვალური გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე. საბოლოო ჯამში კი, უფილტრო სიგარეტი საშუალოდ 1,1 ლარით, ხოლო ფილტრიანი – 40-50 თეთრით გაძვირდა. სახელმწიფო ხაზინის ...

Read More »

გახარია – მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ

გახარია - მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ

საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიწის რეგისტრაციის საკითხს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონებში, განსაკუთრებით სოფლებში დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრების ვიზიტების დროს გამოიკვეთა, რომ მიწის რეგისტრაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. „შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა საკითხი და განვიხილავთ მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციისა და შემდგომი განვითარების თაობაზე თეა წულუკიანის საკითხს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს უახლესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას. ...

Read More »

ანაზღაურების სწრაფი სერვისი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ

ანაზღაურების სწრაფი სერვისი - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ

ანაზღაურების სწრაფი სერვისი – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვეულები  თანხის ანაზღაურებას იმავე დღეს შეძლებენ განახლებული აპლიკაციით MyGpi დაზღვეულები 500 ლარამდე სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიღებას იმავე დღეს შეძლებენ! 7 ნოემბერი. თბილისი. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” მომხმარებელს ანაზღაურების კიდევ უფრო გამარტივებულ, სწრაფ სერვისს სთავაზობს. განახლებული აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელი 500 ლარამდე თანხას იმავე დღეს აინაზღაურებს. თინათინ სტამბოლიშვილი, მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი : ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს ...

Read More »

თეა წულუკიანი – მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ

თეა წულუკიანი - მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ

მიწის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მარტივად შეძლებენ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ დღეს დაამტკიცა. ინიციატივა მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის პირველ იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. წულუკიანის განცხადებით, 2016 წლიდან დაწყებული მიწის რეგისტრაციის რეფორმის გახანგრძლივება, მოქალაქეთა მხრიდან ...

Read More »

ჩინეთი მოზარდებს ვიდეო თამაშებზე კომენდანტის საათს უწესებს

ჩინეთი მოზარდებს ვიდეო თამაშებზე კომენდანტის საათს უწესებს

ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნების დიდი ნაწილი ონლაინ თამაშებზე დამოკიდებული გახდა და პრობლემასთან გამკლავების მიზნით, თამაშებზე კომენდანტის საათს აწესებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ახალი წესების თანახმად, 18 წლამდე ასაკის პირებს საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე ონლაინ თამაშების თამაში ეკძალებათ. სამუშაო დღეებში მოზარდებს დღეში 90 წუთის განმავლობაში თამაშის უფლება ექნებათ, შაბათ-კვირასა და სახალხო დღესასწაულების დროს კი შეეძლებათ თამაშს დღეში 3 ...

Read More »