Home » 2019 » November » 04 (page 2)

Daily Archives: November 4, 2019

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები მკაცრდება

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები მკაცრდება

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომაზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. საჯარიმო სანქცია სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ „ინტერპრესს“ განუცხადა, რომ დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება. ...

Read More »

მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტი განხორციელდება

მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტი განხორციელდება

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თბილისში, მთაწმინდის ფერდის გამწვანების მიზნით უნიკალური პროექტი განხორციელდება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან განმარტა, მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტი უმაღლესი დონის სპეციალისტმა, თემურ ტყემალაძემ დაამუშავა და შესთავაზა. „გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების – მთაწმინდიდან – კუს ტბამდე – გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კიპარისი, ...

Read More »

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა, ახალი პროგნოზით კი, 4.3 პროცენტი იქნება. 2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთან, ფონდი ინფლაციის კლებას 2020 წელს პროგნოზირებს.

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – გიორგი ფანგანის საქმიდან აცილება სემეკის თვითშეგნების და მიუკერძოებლობის ტესტი იქნება

„ახალგაზრდა ადვოკატები“ - გიორგი ფანგანის საქმიდან აცილება სემეკის თვითშეგნების და მიუკერძოებლობის ტესტი იქნება

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ დავაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გიორგი ფანგანის აცილებას მოითხოვს. ორგანიზაციამ შესაბამისი საჩივრით სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიას 2019 წლის 31 ოქტომბერს მიმართა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვამდე, გიორგი ფანგანმა ინციდენტი გამოიწვია, შეუფერებელი ქცევით გამოირჩა და განსახილველი საკითხის მიმართ, წინასწარი აზრი გამოთქვა.  „ახალგაზრდა ადვოკატების“ ...

Read More »

თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 7 ნოემბერს გაიხსნება

თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, 7 ნოემბერს 13:00 საათზე მხატვარ ბექა ხუცურაულის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ხელოვანი „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ პერსონალურ გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარს წარმოადგენს. „7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება. 7 ნოემბერს იმიტომ განისაზღვრა, რომ ერეკლე მეორის დაბადების დღეა და ერეკლეობა აღინიშნება თელავში. დაახლოებით 50- ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი – ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ თითქმის ანონიმურად ხორციელდება

ბიძინა ივანიშვილი - ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ თითქმის ანონიმურად ხორციელდება

ბიძინა ივანიშვილი – ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ თითქმის ანონიმურად ხორციელდება, სწორედ ამ პრინციპით ვსაქმიანობდი, ვიდრე ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა არ შემოვიდა, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების გარეშე, თითქმის ანონიმურად ხორციელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ „ანტრეპრენერთან“ (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა. Entrepreneur Georgia ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობით დაინტერესდა ...

Read More »

„მინდა, გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში“

„მინდა, გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში“

სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება, – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა პასუხად კითხვაზე, როგორ და რა პირობით აპირებს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, იქნება ორი მთავარი მოთხოვნა. „რაც შეეხება შეკითხვას წყალტუბოს ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რა თქმა უნდა, ...

Read More »

ივანიშვილი – „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის

ივანიშვილი - „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს ეკუთვნის

„ტურიზმის ფონდის“ პროექტები სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტრების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ Entrepreneur-თან (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, „თანაინვესტირების ფონდში“ ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის. „ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი – მოგებაა. ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია ითვლება ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა ...

Read More »

პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია - ბიძინა ივანიშვილი

ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა ალბათ მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, –  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართულ „ანტრეპრენერთან“ (Entrepreneur Georgia) ინტერვიუში განაცხადა. Entrepreneur Georgia ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს და საქველმოქმედო საქმიანობით დაინტერესდა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქველმოქმედებას მაშინ აქვს ფასი, თუ ის ყოველგვარი აფიშირების ...

Read More »

ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა

ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა

“საქსტატის” მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.2 პროცენტიანი ზრდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და ...

Read More »