Home » 2019 » November

Monthly Archives: November 2019

ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს

ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს

ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის 520-ე დადგენილება ითვალისწინებს. როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს. ...

Read More »

„უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორი ნაბიჯია“

„უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორი ნაბიჯია“

პროფესორ ლადო პაპავას შეფასებით, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო. როგორც ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 200 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. „ეს აბსოლუტურად სწორია. ალბათ, სჯობდა ცოტა ადრეც რომ გაკეთებულიყო. ეს ნაბიჯი იმისკენაა ...

Read More »

ცხინვალის ცნობით, გაფრინდაშვილმა მათ უთხრა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

ცხინვალის ცნობით, გაფრინდაშვილმა მათ უთხრა, რომ NATO-ში გაწევრიანების მომხრეა

ცხინვალი დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ახალ დეტალებს აქვეყნებს. “გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან “სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა”, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება. ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე, რომელ პარტიას ეკუთვნის და განაცხადა, რომ არის მომხრე საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. საზღვრის გადაკვეთას კი არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს ...

Read More »

მეშველიანი: ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე

მეშველიანი: ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე

„ძალიან პრინციპული და მწვავე დისკუსია გვქონდა პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ბატონ კობა გვენეტაძესთან“,- ამის შესახებ გოგი მეშველიანი აცხადებს. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკი მუდმივად გაურბის პასუხისმგებლობას ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე. „ჩვენი შეფასებით, ეკონომიკაში ლარის მიწოდება შეუსაბამოდ გაზრდილია, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ეს, კი ეროვნული ბანკის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ გადავხედავთ და გავაანალიზებთ, საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ექსპორტი, გზავნილები უცხოეთიდან, ...

Read More »

„ბილაინის“ აპლიკაცია MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

„ბილაინის“ აპლიკაცია MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა

„ბილაინის“ აპლიკაცია MyBeeline ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბილაინი“ ავრცელებს. „MyBeeline 1 მილიონზე მეტჯერაა ჩამოტვირთული. მობილური აპლიკაცია MyBeeline ჩამოტვირთვის რაოდენობით ანდროიდის ქართულ აპლიკაციებს შორის პირველ ადგილზეა. ჩამოტვირთვების რიცხვი სადღეისოდ 1 მილიონს აჭარბებს, ხოლო აპლიკაციის რეიტინგი Google play -ზე 4.7 -ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მომხმარებლების დიდი უმეტესობა სწორედ ანდროიდის საოპერაციო სისტემის მხარდამჭერ სმარტფონს ფლობს. MyBeeline ...

Read More »

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრი გაიხსნა

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრი გაიხსნა

„ვითიბი“ ბანკმა, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრის მშენებლობა დააფინანსა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი. ამასთან, დიაგნოსტიკურ ცენტრს გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. ბანკის დაფინანსება ...

Read More »

შემოსავლების სამსახურს ლევან კაკავა უხელმძღვანელებს

შემოსავლების სამსახურს ლევან კაკავა უხელმძღვანელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ლევან კაკავა წარუდგინა. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, უწყების ახალ ხელმძღვანელს აქვს სისტემაში მუშაობის გამოცდილება, საკმაოდ ძლიერი მენეჯერული თვისებები და არის მაღალი რანგის პროფესიონალი. „პრემიერთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლაშქარაძე დატოვებს პოსტს და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა. მას აქვს შემოსავლების ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს პასუხობს

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს პასუხობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს ეხება. სამინისტროს მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ღია წერილში აღწერილი რისკების დიდი ნაწილი საფუძველს მოკლებულია ან ვერ აჭარბებს იმ სარგებელს, რაც რეფორმის შედეგად მოსალოდნელია მოქალაქის ინტერესების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სოციალური კეთილდღეობისა და ავადმყოფობასთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისგან დაცვის კუთხით. „სამინისტრო ...

Read More »

პრეზიდენტის ახდენილი ოცნება – ახალი რეზიდენციისთვის თანამედროვე და ანტიკვარული ავეჯის შესაძენად 2,1 მილიონი ლარი დაიხარჯა

პრეზიდენტის ახდენილი ოცნება – ახალი რეზიდენციისთვის თანამედროვე და ანტიკვარული ავეჯის შესაძენად 2,1 მილიონი ლარი დაიხარჯა

მომავალი თაობისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებაზე მზრუნველ პრეზიდენტს, არცერთი ქართული წარმომავლობის ნივთი არ შეუძენია მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავიდა და პრეზიდენტის ფუნქციებიც მნიშვნელოვნად შეიზღუდა, როგორც ჩანს, დღემდე ქვეყნის პრეზიდენტობა, მაინც საოცნებო რეზიდენციაში, განსაკუთრებულ ფუფუნებაში ცხოვრებას გულისხმობს. ჯერ იყო და სააკაშვილმა ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში და კეთილმოწყობაში, შემდეგ მარგველაშვილმა უარი განაცხადა ათონელის ...

Read More »

რეიტინგებში დამალული ეკონომიკური პრობლემები

რეიტინგებში დამალული ეკონომიკური პრობლემები

პაატა ბაირახტარი – ეკონომისტი, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“, ვიცე -პრეზიდენტი   ბოლო პერიოდში ხელისუფლება აქტიურად აპელირებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებით, ამით ეკონომიკური გუნდის არაერთი მინისტრი იწონებდა თავს. მართლაც თუ მიმდინარე წელს გადავხედავთ, მსოფლიო ბანკის 2020 წლის რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. კერძოდ კი ბიზნესის კეთების სიმარტივით (Doing Business) საქართველო 190 ქვეყანას შორის 7 ადგილს იკავებს. მართალია ქვეყანა წინა ...

Read More »