Home » 2019 » October (page 39)

Monthly Archives: October 2019

ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

2020 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ბაზარზე ახალი ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ იწყებს ოპერირებას, რომელიც დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოდგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, „ინდიგო“ არის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე დაიწყებს ოპერირებას. თეა ზაქარაძის თქმით, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს. „ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ პირველი იანვრიდან იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. „ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით. ...

Read More »

ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ

ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ

“ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე, ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო. ჩვენ ბოლო ორი მონეტარული კომიტეტის შემდეგ გავამკაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5 პროცენტით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, ამავე დროს განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე,“— აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. გვენეტაძის თქმით, სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები ხუთი პროცენტით ...

Read More »

ვენეტაძე – ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს

ვენეტაძე - ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს

ეროვნული ბანკის ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს. ჩვენ არ დავუშვებთ ინფლაციის ზრდას და შევინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოორდინაციაში დგამს ნაბიჯებს და მიმდინარე ანგარიში გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ლარის დინამიკა პოზიტიური იქნება. „გაუფასურების ტალღა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო გაუფასურება ...

Read More »

თბილისის აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა

თბილისის აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი C კოდის საჰერო ხომალდებისთვის (Airbus 320, 321, 318,, 319; Boeing 737, MD-80 და სხვ.) არის გათვლილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში ტავ ჯორჯიამ ...

Read More »

„ჰესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს“

„ჰესებთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნდობის მოპოვება ფართომასშტაბიანი კომუნიკაციის სტრატეგიის მეშვეობით უნდა მოხდეს“

„ელექტროენერგიის მოხმარება 2020-2030 წლებში სავარაუდოდ გაორმაგდება“ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ჰიდრორესურსები,ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი სტატისტიკა და ამ ფონზე ელექტროენერგიის გაზრდილი იმპორტი. როგორ უნდა მოახერხოს ქვეყანამ საჭირო ენერგიის ადგილობრივად გენერირება და რატომ ვერ იყენებს საქართველო სათანადოდ დიდი მოცულობის ჰიდრორესურსებს? საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” სტუმრობისას განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის” აღმასრულებელმა, გიორგი აბრამიშვილმა ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა. – ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ...

Read More »

„5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი“

„5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი“

საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს, სადაც დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. „ის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის დაგეგმილი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, არის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი. მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორი და რეალური დაგეგმვა. ჩვენ შეგვიძლია ამას მივაღწიოთ თუმცა, სამუშაოც ბევრი იქნება გასაწევი, რადგან რეგიონში ასეთი ეკონომიკური ზრდა ბევრ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის არც რუსეთს, ...

Read More »

„ვისოლმა“ „სმარტთან“ ერთად ოქროყანაში ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ „სმარტთან“ ერთად ოქროყანაში ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ „სმარტთან“ ერთად ოქროყანაში ახალი ფორმატის ავტოგასამართი სადგური გახსნა და მომხმარებელს მომსახურებისა და გადახდის ახალი ფორმა შესთავაზა. ახალგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „ვისოლი“ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტების გარდა „სმარტის“ მცირე ზომის სუპერმარკეტში ყოველდღიური და გზად საჭირო პროდუქტების არჩევანს, „სმარტ კაფეს“ ახალგამომცხვარ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულს და გადახდის მოსახერხებელ ფორმას სთავაზობს. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურზე სასურველი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას მომხმარებელი ...

Read More »

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ფოთში ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

ფოთში დღეს ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. ფოთში, „პეის ტერმინალსის“ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რომელიც აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ 50 მლნ დოლარით დაფინანსდა. „პეის ტერმინალსის“ პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულებას ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობის ადგილას ფოთში, სიმბოლურ კაფსულას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „ოპიკის“ მმართველი დირექტორი კენეტ ენჯელი, „პეის ტერმინალსის“ ...

Read More »

დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა

დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა

დღეიდან მიმოქცევაში განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები გამოვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება. აღსანიშნავია, რომ ლარის განახლების პროცესი დასრულდა. განახლებული ოჯახის ბოლო წევრი – 10 ლარია. განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ...

Read More »

ნათია თურნავა – ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

ნათია თურნავა - ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და მეშახტეებს ხელფასი დაურიგდათ

ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირებაც შეასრულა – მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება სრულად იქნა გასტუმრებული და პირველი ცხელი პრობლემა მოიხსნა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, მას კომუნიკაცია აქვს როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის ...

Read More »