Home » 2019 » October (page 30)

Monthly Archives: October 2019

„პანიკის საფუძველი არ არის, თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“

„პანიკის საფუძველი არ არის, თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“

„ლარიზაციამ შედეგები ნამდვილად მოგვიტანა – ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია ორი წლის განმავლობაში 16%-ით არის შემცირებული“ ერთ თვეში ორჯერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო ინტერვენციები და ბანკებისთვის შემცირებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ამართლებს თუ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და რა სჭირს ლარს, ამ და სხვა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ისაუბრა. – ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი ...

Read More »

ჯივიპიმ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა

ჯივიპიმ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ბუშის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეორე ეტაპი დაასრულა. აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ 2 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი სრულად შეცვალა და განახლებულ სისტემაზე ახალი საკვანძო ჭები მოაწყო. ჯივიპიმ პროექტში 900 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლებული სისტემა ექსპლუატაციაში გაეშვება.

Read More »

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საშუალო ხელფასმა 1 068.3 ლარი შეადგინა

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საშუალო ხელფასმა 1 068.3 ლარი შეადგინა

2018 წელს წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 69 ლარით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით, 999.1 ლარიდან 1 068.3 ლარამდე გაიზარდა. 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და ...

Read More »

„რუსეთს თავისი ნიშა ვაჭრობაში აქვს და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული”

„რუსეთს თავისი ნიშა ვაჭრობაში აქვს და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული"

დეპუტატი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რუსეთთან, სავარაუდოდ, 6 თვეში ფრენების აღდგენა საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგია. როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთს აქვს გარკვეული ნიშა ვაჭრობის მიმართულებით და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. „ფრენების აღდგენა უნდა განვიხილოთ, როგორც ამ (საგარეო საქმეთა მინისტრების) შეხვედრის გაგრძელება. ფრენების აღდგენა მოუტანს საქართველოს იმას, რაც დაკარგა ამ უკანასკნელ პერიოდში: ტურისტების ნაკადს, შემოსავლებს, რომელმაც იმოქმედა ლარსა და ეკონომიკაზე ...

Read More »

„კომფორტი და უსაფრთხო სერვისი საბოლოოდ გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია”

„კომფორტი და უსაფრთხო სერვისი საბოლოოდ გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია”

პირობას გაძლევთ, რომ თბილისი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ევროპულ ქალაქებში ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ტაქსების რეფორმაზე საუბრისას განუცხადა. კალაძის თქმით, მიმდინარე რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ჩვენ ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება – ავტობუსი, მეტრო, ტაქსები. ...

Read More »

თინა კანდელაკი: თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ, მიზანი პრემიერობა არ იქნება

თინა კანდელაკი: თუ ქართულ პოლიტიკაში მოვალ, მიზანი პრემიერობა არ იქნება

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, მისი მიზანი არა პრემიერის თანამდებობის დაკავება, არამედ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხში “მშვიდობისმყოფელის” როლი იკისროს, კანდელაკი პასუხობს: – თქვენ ქართულ პოლიტიკაში მოსვლისკენ მიბიძგებთ, რადგან აშკარაა, ჩემი საქართველოში დაბრუნება შესაძლოა პოლიტიკურ ...

Read More »

ვასილ ბაბლუანი – ახალი პრემიერისგან ბიზნესში დადებითი მოლოდინებია

ვასილ ბაბლუანი - ბიზნესისთვის ნომერ პირველი პრობლემა ბიუროკრატიული ბარიერებია

ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” საინვესტიციო საკონსულტაციო კომპანიის – Gees Iberia-ს დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორს, ვასილ ბაბლუანს ესაუბრა. – ქვეყანას ახალი პრემიერი ყავს, რომელსაც ბიზნესთან ურთიერთობის საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება აქვს დაგროვილი. ახლახანს მან მინისტრთა კაბინეტს ბრძანება მისცა, რომ დაიწყება ბიზნესთან სექტორალური შეხვედრები და ყველა არსებულ პრობლემებზე ღიად საუბარი. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ ამ შეხვედრებიდან და პირადად ახალი პრემიერის ...

Read More »

Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში

Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში

 გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო. Global Finance-მა ბანკები შეარჩია უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s-ის, Standard & Poor’s– ისა და Fitch–ისგან, ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან. „ბიზნესსაქმიანობა ახლა უფრო გლობალურად არის გადაჯაჭვული, ვიდრე ოდესმე, ეს დიდ და მცირე კორპორაციებს ახალ ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგებს.  ჩვენ ვთავაზობთ ამ ...

Read More »

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციაზე საქმე აღძრა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციაზე საქმე აღძრა

უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიიღო 2018 წლის თებერვალში მისი გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სახელმწიფოს მეთაურმა ...

Read More »

კალაძე – სამწუხაროდ, 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა მიღებული, ტექდათვალიერება ვერ გაიარა

კალაძე - სამწუხაროდ, 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა

ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ “ფეისბუქლაივში” ჩართვისას განაცხადა. “მიზანმიმართულად ხდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არასწორი ინფორმაციების მიწოდება, ამიტომ განვმარტავ, რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა ...

Read More »