Home » 2019 » October (page 3)

Monthly Archives: October 2019

„პროსერვისი“ კიბერშეტევის დროს დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „პროსერვისი“ 28 ოქტომბერს, საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც „პროსერვისის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,   კიბერთავდასხმის პირველივე საათებში კომპანიაში 300-მდე ვებგვერდის მფლობელის მიმართვიანობა მოხდა: „28 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს კიბერსივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თავდასხმის ობიექტი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების ნაწილი. პრობლემის ...

Read More »

Bavaria და „ქართული ლუდის კომპანია” ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან

Bavaria და „ქართული ლუდის კომპანია” ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან

„ქართული ლუდის კომპანია“ და ლუდის 3 საუკუნოვანი ბრენდი Bavaria ნაყოფიერი თანამშრომლობის 4 წლიან ისტორიას აჯამებენ. 10 წლის განმავლობაში საქართველოსა და რეგიონში Bavaria-ს ექსკლუზიური ლიცენზიატი სს „ქართული ლუდის კომპანიაა“, რომელიც Bavaria-ს 2016 წლიდან აწარმოებს. სვინკელსების სამეფო ოჯახი, რომელიც გლობალურ ბრენდ Bavaria-ს წარმოადგენს, სამომავლო გეგმების და ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს, კერძოდ კი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ზედაზენის საწარმოს სტუმრობს. „ქართული ლუდის კომპანიის“ ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა საკოლექციო მონეტა წარწერით – „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“

ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა საკოლექციო მონეტა წარწერით - „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის საბჭო დაარსებიდან 70 წლის, ხოლო საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. „1999 წელს, ევროპის საბჭოს შექმნიდან 50 წლის შემდეგ, საქართველო გახდა ამ ორგანიზაციის 41-ე წევრი ქვეყანა და დაიბრუნა ევროპის პოლიტიკურ რუკაზე თავისი ადგილი. საქართველოსთვის ამ, მეტად მნიშვნელოვან, მოვლენას სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელი. “მე ვარ ...

Read More »

„განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად სამინისტრომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა“

„განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად სამინისტრომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს. მიხეილ ბატიაშვილიმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და პანრტიორებს, რომლებიც რეფორმის განხორციელების პროცესში სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. „განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად, სამინისტრომ ბოლო ერთი ...

Read More »

ნოდარ ჭიჭინაძე – საზოგადოებისთვის უფრო დიდი შედეგის მომტანია პირველი არხის გადაწყვეტილება, ვიდრე დანაკლისი, რაც მაუწყებელს ფინანსური სახით ექნება

ნოდარ ჭიჭინაძე - საზოგადოებისთვის უფრო დიდი შედეგის მომტანია პირველი არხის გადაწყვეტილება, ვიდრე დანაკლისი, რაც მაუწყებელს ფინანსური სახით ექნება

საზოგადოებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობისა და შედეგის მომტანი არის ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ის დანაკლისი, რაც უშუალოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ფინანსური რესურსის სახით ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ფინანსებისა და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა, ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა. როგორც ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, სპორტული ღონისძიებები ძალიან დიდი დოზით იყო პირველ არხზე და ამ მიმართულების აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება. „სპორტული ღონისძიებები, დამეთანხმება ყველა მაყურებელი, ძალიან დიდი ...

Read More »

3 თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი

3 თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი

არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14-წლიდან 31-წლამდე მერყეობს. „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მოითხოვენ, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს „აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. „ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ...

Read More »

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში ისრაელის საელჩო დაიხურა

სოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოები და საკონსულოები დაიხურა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ფაქტი ისრაელის ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ხაზინა დესპანებს სთხოვს უკან დააბრუნონ ის ათასობით დოლარი, რომელიც მათ ხარჯების ანაზღაურებისთვის დაერიცხათ. „იმის გამო, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის იმ პროტოკოლს, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, იძულებულნი ვართ დავხუროთ საელჩო“,-იტყობინება სხვადასხვა ქვეყნის მისიების ვებ-გვერდები. ...

Read More »

პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარს აცხადებს

პირველი არხი აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე უარს აცხადებს

საქართველოს პირველი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, უარს აცხადებს აზარტული თამაშების რეკლამის ეთერში განთავსებაზე. პირველი არხი ამ ეტაპზე შეასრულებს მიმდინარე ვალდებულებებს და 2020 წლის პირველი იანვრიდან საკუთარი ეთერით აღარ განახორციელებს აზარტული თამაშების რეკლამირებას. „მიუხედავად იმისა, რომ აზარტული თამაშები და ამ ტიპის რეკლამის გაყიდვა საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის და საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არღვევს კანონით დადგენილ ნორმებს, საკუთარი მისიიდან გამომდინარე, საქართველოს პირველი ...

Read More »

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთისა და სირიის სამხედროებს შორის პირველი შეტაკება მოხდა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთისა და სირიის სამხედროებს შორის პირველი შეტაკება მოხდა

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და სირიის არმიის სამხედროებს შორის პირველი შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „სირიის ადამიანთა უფლებათა ობსერვატორია“ ავრცელებს. ამასთან, ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ცნობით, თურქმა სამხედროებმა და სირიული შეიარაღებული ოპოზიციის მებრძოლებმა სირიის შეიარაღებული ძალების 14 სამხედრო ტყვედ აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირება თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ რას-ალ-აინის მახლობლად, სოფელ ასადიასთან მოხდა. გარდაცვლილია სულ მცირე, ექვსი სირიელი სამხედრო. ...

Read More »

თურნავა წყალტუბოში ქონების 1 ლარად გასხვისებაზე – მთავარია ის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ივანიშვილი და არა – ასეთი მცირე დეტალები

თურნავა წყალტუბოში ქონების 1 ლარად გასხვისებაზე - მთავარია ის, რამხელა კონტრიბუციას აპირებს ივანიშვილი და არა - ასეთი მცირე დეტალები

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის ნამდვილად გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მთავრობები ვერ გაუმკლავდნენ დღემდე, მათ შორის ჩვენც ვერ გავუმკლავდით ბოლომდე იმ ამოცანას, რასაც ჰქვია წყალტუბოს ასეთი სისტემური მიდგომის მეშვეობით აღორძინება, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, წყალტუბოს აღორძინების პროექტთან დაკავშირებით. მინისტრმა დადებითად შეაფასა ინიციატივა და აღნიშნა, რომ როგორც კი კონკრეტული პირობები ექნებათ ჩამოყალიბებული, ამის შესახებ ...

Read More »