Home » 2019 » October (page 2)

Monthly Archives: October 2019

ბიზნესში დარჩენილი მილიარდი ლარი – ამართლებს თუ არა ე.წ. ესტონური მოდელი

ბიზნესში დარჩენილი მილიარდი ლარი - ამართლებს თუ არა ე.წ. ესტონური მოდელი

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა „ქართული ოცნების“ მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევა. მისი შინაარსი მარტივია და მთავარი რამ, რასაც ეს მოდელი ითვალისწინებს არის გაუნაწილებელი მოგების საგადასახადო ტვირთისგან გათავისუფლება, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ კომპანიის მეწილეებმა მიღებული მოგების ისევ კომპანიაში რეინვესტირება გადაწყვიტეს, ის მოგების გადასახადისგან განთავისუფლებულია. მსგავსი მიდგომით ხელისუფლება ცდილობს, რომ ბიზნესში მეტი ფინანსური რესურსი დატოვო ...

Read More »

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებებზე აზარტული თამაშების სარეკლამო ბანერები აღარ განთავსდება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებებზე აზარტული თამაშების სარეკლამო ბანერები აღარ განთავსდება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებებზე აზარტული თამაშების სარეკლამო ბანერები აღარ განთავსდება, – ამის შესახებ ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს. „წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა – აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, ...

Read More »

დანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი დაამტკიცა

დანიამ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი დაამტკიცა

დანიის ენერგეტიკის სააგენტომ დაამტკიცა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უნდა გაიყვანონ. ამის შესახებ დანიის კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა, დან იორგენსენმა განაცხადა. დანიის ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის 147-კილომეტრიანი მონაკვეთი სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტებზე უფრო მოკლეა და გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ყველაზე ნაკლები რისკის შემცველია. გაზსადენმა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-მა ბალტიის ზღვაში უკვე არსებული ...

Read More »

აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი მომზადდა

სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით, აჭარაში გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი მომზადდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი, გომარდულის, როგორც რეგიონში ოთხივე სეზონზე სპორტული ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს. გეგმა და არქიტექტურული დიზაინი აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მომზადდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“ (PROPROJEKT) მოამზადა, რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის ...

Read More »

მოსახლეობის მიერ ლიფტით მგზავრობისთვის გადახდილი თანხის მონიტორინგი არც ერთი ორგანოს მიერ არ ტარდება

მოსახლეობის მიერ ლიფტით მგზავრობისთვის გადახდილი თანხის მონიტორინგი არც ერთი ორგანოს მიერ არ ტარდება

„სი ეი ინთერნეიშენალის“ დირექტორის სანდრო შელიას განცხადებით, თბილისში ხურდაზე მომუშავე 17 000 ლიფტი ფუნქციონირებს. თითოეულ ლიფტში განთავსებულ რკინის ყუთში თვეში დაახლოებით, 300 ლარის მონეტები იყრება. წლის განმავლობაში დაგროვილი თანხის მოცულობა კი დაახლოებით, 61 200 000 ლარს აჭარბებს. აღნიშნული თანხები გადასახადის სახით არ დეკლარირდება და არ კონტროლდება, რამდენად ხმარდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადი ლიფტის გამართულად მუშაობას. ამასთან, სახელმწიფოს არ აქვს შიდა რესურსი, ...

Read More »

თბილისის მერია „სითი პარკის“ აქტივებს ყიდულობს

თბილისის მერია „სითი პარკის“ აქტივებს ყიდულობს

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისგან“, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, „სითი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ „სითი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია. „ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ, ...

Read More »

სექტემბერში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

სექტემბერში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. როგორც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სექტემბრის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,2% შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 5% -ია. მისივე განმარტებით, სექტემბერში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა მრეწველობაში და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის ...

Read More »

ლარიზაციამ ლარი გააუფასურა

ლარიზაციამ ლარი გააუფასურა

2017 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ ლარის მიმართ ნდობის განმტკიცების და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით ლარიზაციის, იგივე დედოლარიზაციის კამპანია წამოიწყო. დოლარიზაციის მაღალი დონე გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან არასტაბილურობისა და გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და უცხოური ვალუტისადმი მიდრეკილება იზრდება. სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად მთავრობამ ლარიზაციის 10 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც პირველ ...

Read More »

კობა გვენეტაძე – მონეტარული პოლიტიკის საჭირო გამკაცრება საგარეო სექტორის დადებით დინამიკასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და გაცვლითი კურსის გამყარებას უწყობს ხელს

კობა გვენეტაძე - მონეტარული პოლიტიკის საჭირო გამკაცრება საგარეო სექტორის დადებით დინამიკასთან ერთად, პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის და გაცვლითი კურსის გამყარებას უწყობს ხელს

“მოველით, რომ საგარეო სექტორის პოზიტიური ტენდენციების შენარჩუნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით გაცვლითი კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მომიხილვისას აცხადებს. როგორც კობა გვენეტაძე ოქტომბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშზე საუბრისას ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ქვეყანაში დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა. “დაბალი ინფლაცია, თავის მხრივ, აუცილებელია ეკონომიკისა და დასაქმების გრძელვადიანი ზრდის მისაღწევად. ...

Read More »

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, სანიმუშო უნდა იყოს – ნათია თურნავა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის, სანიმუშო უნდა იყოს - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო აეროპორტის ახალი ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს და მოქმედ ტერმინალებში არსებულ ვითარებას. ნათია თურნავასთან ერთად აეროპორტში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძეც იმყოფებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული აეროპორტების ინფრასტრუქტურა მაღალი სტანდარტების შესატყვისი და უცხოელი ტურისტებისთვის ქვეყნის სახე უნდა იყოს. „ჩვენ ვმასპინძლობთ მილიონობით ტურისტს, გავზარდეთ ავიაკომპანიების რიცხვი და პირდაპირი ...

Read More »