Home » 2019 » October » 28

Daily Archives: October 28, 2019

სტატუს მომხმარებლებს თიბისი იპოთეკურ სესხზე აქციას სთავაზობს

სტატუს მომხმარებლებს თიბისი იპოთეკურ სესხზე აქციას სთავაზობს

თიბისი სტატუსი მომხმარებელს ახალ აქციას სთავაზობს – მათ საშუალება აქვთ იპოთეკურ სესხზე უცხოურ ვალუტაში 6 თვიანი ფასდაკლებით ისარგებლონ. აქციის ფარგლებში პირველი 6 თვე მომხმარებელს შეუძლია იპოთეკური სესხი დოლარში – 4.5%-დან აიღოს, ევროში – 3.5%-დან. პირობები 6 თვის შემდეგ იპოთეკური სესხი დოლარში – 6.65%-დან იქნება, ევროში – 5%-დან. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დოლარში – 7.26%-ია, ევროში – 5.57%. სესხის ვადა – 15 ...

Read More »

მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან ეკონომიკაში ჩართვას გეგმავს – აღდგება თუ არა საზღვაო მიმოსვლა?

მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიების ერთიან ეკონომიკაში ჩართვას გეგმავს - აღდგება თუ არა საზღვაო მიმოსვლა?

საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლში ცვლილება შედის, რომელიც  ითვალისწინებს, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საზღვაო სივრცეში) წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება განახორციელოს როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებით/მიმართულებიდან, ასევე, ბათუმის და ფოთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით ან/და პირიქით, შესაბამისი საზღვაო ნავსადგურების გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიული წყლების მეშვეობით. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება ...

Read More »

„მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ“

„მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ“

ჯანდაცვის კომიტეტისთვის ძირითადი პრიორიტეტი იქნება ის, რაც ეხება ხარისხიან მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობას, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ გააკეთა. ზოიძის თქმით, მუშაობა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს. „მაქსიმალურად უნდა შევძლოთ ის, რომ, ერთი მხრივ, დეფიციტი არ გაჩნდეს ბაზარზე იმ მედიკამენტების, რაც სჭირდებათ ჩვენს მოქალაქეებს და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს და მოქალაქეებს შეეძლოთ ამ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ“, – განუცხადა ...

Read More »

ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი” ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ფრენას იწყებს

ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი" ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის მიმართულებით ფრენას იწყებს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსი” [SkyUp Airlines”], რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ახალ მიმართულებას ამატებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „სკაიაპ ეარლაინსს”  რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ...

Read More »

„ტავ ჯორჯიას“ გარკვეული ვადა მივეცით, გამოასწოროს ის ხარვეზები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვაჩინე – ნათია თურნავა

„ტავ ჯორჯიას“ გარკვეული ვადა მივეცით, გამოასწოროს ის ხარვეზები, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღმოვაჩინე - ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და არსებულს ვითარებას გაეცნო. მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა. ნათია თურნავას თქმით, საქართველო ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარი და ქვეყანაა და პირველ რიგში, სწორედ აეროპორტებმა უნდა წარმოაჩინოს ჩვენი რეალური სახე, რომლითაც სტუმრებს ვეგებებით. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უკმაყოფილო ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი: პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ

გიორგი კვირიკაშვილი: პატრიარქის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუფე იაკობის განცხადებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარს აკეთებს. როგორც მან imedinews-ს განუცხადა, ის პატრიარქის წიანაღმდეგ არასდროს წასულა. “არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ამ თემის შესახებ მეტი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. ცოტა ხნის წინ მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა, მან ასევე დატოვა საპატრიარქოს საფინანსო საბჭო. მანამდე მეუფე იაკობმა უხამსი სიტყვებისთვის მოიბოდიშა თუმცა განაცხადა, რომ ...

Read More »

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან გათავისუფლდა

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსის და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან გათავისუფლდა

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბრძანებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის და ასევე საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან გათავისუფლდა. შეგახსენებთ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყებენაზე „ეჩალიჩებოდნენ” და უწმინდესის ადგილზე მეუფე შიოს დანიშნვა სურდათ.

Read More »

ზელენსკის პარტია უკრაინაში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს უჭერს

ზელენსკის პარტია უკრაინაში მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს უჭერს

დღეს უკრაინის დედაქალაქში „კანაფის მარში“ გაიმართა, რომელშიც მოქალაქეებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ წევრებიც მონაწილეობდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, პარტიის წევრმა და პოლიტტექნოლოგმა ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა, რომ ზელენსკის პარტია მარიხუანის ლეგალიზაციას მხარს უჭერს. „მე დავიბადე და გავიზარდე დნეპროპეტროვსკში. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ნარკომანია. ჩემი კლასელები ნარკოტიკს მე-8 კლასიდან იღებდნენ. კანაფი – ეს არ არის ნარკოტიკი. მე არ მინახავს ...

Read More »

ცერბერის დაბრუნება – ანაკლიის პორტის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა

ცერბერის დაბრუნება - ანაკლიის პორტის პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა

ცერბერის დაბრუნება ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. არ ჩანს, ვინ ააშენებს პორტს, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ, რა დახმარება შეუძლია გაგვიწიოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ–მ და რამ უნდა გაანეიტრალოს ჩვენი დიდი მეზობლის და ოკუპანტის რუსეთის მიერ ამ პორტის იდეის მიუღებლობა და შესაბამისად, ხილული თუ უხილავი ხელშეშლა. ბოლო კვირის ერთადერთი დამაიმედებელი სიახლე გავრცელებული ინფორმაციაა საქართველოში ამერიკული ფონდის ...

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე მიუთითებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე მიუთითებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე მიუთითებს. რეგიონული ეკონომიკის მიმოხილვის ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილის სახელწოდებაა „საქართველოში ფისკალური რეფორმების გაკვეთილები“. „საქართველომ ჩაატარა ძირეული რეფორმები ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად – ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებით, კორუფციის შემცირებითა და ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებით. ამ რეფორმებმა განაპირობა ფისკალური შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, – წერია დოკუმენტში. სავალუტო ფონდი 2003 წლის შემდეგ, ასევე ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე მიუთითებს. დოკუმენტში საუბარია ახალი საბიუჯეტო ...

Read More »