Home » 2019 » October » 25

Daily Archives: October 25, 2019

Toyota მფრინავ ელექტრონულ ცოცხს ქმნის

Toyota მფრინავ ელექტრონულ ცოცხს ქმნის

კომპანია Toyota-მ ტოკიოს ავტოსალონში რამოდენიმე უჩვეულო კონცეპტი მიიტანა, თითოეული მათგანი დაკავშირებული ავტომატური მართვის ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტთან. საინტერესო პრეზენტაციებიდან უნდა აღინიშნოს მობილური უპილოტო “სასწრაფო დახმარება”, რომელიც საავადმყოფოში მიმავალ გზაზე “მომავლის სამედიცინო დახმარების” გაწევის საშუალებას იძლევა. სახის ამომცნობი სისტემის მქონე კონცეპტი e-Care პაციენტის მონაცემებს ექიმს გადასცემს, რის დახმარებითაც პაციენტს დისტანციურად შეუძლია სავადმყოფოში მიმავალ გზაზე ექიმთან კომუნიკაცია. ზემოთ ხსენებულის მიუხედავად ყველაზე უჩვეულო კონცეპტად ...

Read More »

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების მიზნების ფორუმის SDG FAIR 2019 მონაწილეა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების მიზნების ფორუმის SDG FAIR 2019 მონაწილეა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების მიზნების ფორუმზე „SDG FAIR 2019” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს წარადგენს. ჯიპიაის სტენდთან, გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ კომპანიის მიერ განხორციელებულ  წარმატებულ CSR პროექტებს გაეცნონ. თინათინ სტამბოლიშვილი, ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების  დირექტორი : ფორუმზე საშუალება გვაქვს ჩვენი კომპანიის  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები ფართო აუდიტორიას გავაცნოთ და ჩვენი გამოცდილება ამ  სფროში სხვა კერძო ორგანიზაციებს გავუზიაროთ. მიხარია, რომ სულ უფრო ...

Read More »

თიბისი დაზღვევის ჩეთ ბოტის – ბი ბოტის ახალი, ინოვაციური სერვისი

თიბისი დაზღვევის ჩეთ ბოტის - ბი ბოტის ახალი, ინოვაციური სერვისი

“თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს ახალ, ინოვაციურ და კიდევ უფრო გამარტივებულ სერვისს სთავაზობს. ბი ბოტი საქართველოში პირველი სადაზღვევო ჩეთ ბოტია, რომელიც მომხმარებელს საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებაში პირდაპირ Facebook Messenger-დან, დამატებითი ზარის განხორციელების გარეშე დაეხმარება. აქამდე, მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ასისტანსის ან თიბისი დაზღვევის ცხელ ხაზზე დარეკვა იყო საჭირო. ახლა კი, ბი ბოტისთვის პირდაპირ ჩეთში მიწერაა საკმარისი, რის შემდეგაც ის ...

Read More »

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ჭუბერში ერთდროულად ოთხი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

 მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. ამჟამად ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება. ნენსკრა ჰესის ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას ...

Read More »

„კონტიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება

„კონტიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება

„კონტიმ“ გადაწყვეტილება შეცვალა და კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“. ამის შესახებ ინფორმაციას ანაკლიის კონსორციუმი ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,“-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკული „კონტი“ ჯგუფის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში ...

Read More »

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს 2 სამხედრო ხომალდი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს 2 სამხედრო ხომალდი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს ორი სამხედრო ხომალდი შევიდა. ისინი ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო (SNMCMG2) შენაერთის შემადგენლობაშია. ხომალდები ITS VESUVIO (იტალია) და TCG AMASRA (თურქეთი) ბათუმში მას შემდეგ შევიდა, რაც პორტი ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა „პორტერმა“ დატოვა. ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. ნატო-ს ხომალდების საპორტო ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ერთობლივი სწავლებები საქართველოს სანაპირო დაცვის მონაწილეობით. 1tv.ge

Read More »

„რაიანეარს“ საქართველოში ფრენების ნებართვა მიენიჭა, პირველი რეისი 6 ნოემბერს შესრულდება

„რაიანეარს“ საქართველოში ფრენების ნებართვა მიენიჭა, პირველი რეისი 6 ნოემბერს შესრულდება

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაიანეარი“ (Ryanair) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა. ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება: მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას; ...

Read More »

„მომავალ წელს პროაქტიული ვიქნებით, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ფორუმებს, ასოციაციების შეხვედრებს“

„მომავალ წელს პროაქტიული ვიქნებით, რომ ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ღონისძიებებს, კონფერენციებს, ფორუმებს, ასოციაციების შეხვედრებს“

„გერმანიის ბაზარზე დახარჯულმა თითო ლარმა, პირველ 9 თვეში 46,7 ლარი შემოიტანა“ 30 ოქტომბერს საქმიანი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საქართველო მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს. ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, პირველად საქართველოს, აზიისა და შორეული აღმოსავლეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები ეწვევიან. რა სჭირდება ბიზნესს ტურიზმის განვითარებისა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაწვევად, თემაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს. – 2020 წლის ივნისში, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, გაეროს ...

Read More »

მოდა როგორც ბიზნესი – რა ხდება ქართული მოდის ინდუსტრიაში და რატომ გარბიან ქართველი დიზაინერები საზღვარგარეთ

მოდა როგორც ბიზნესი - რა ხდება ქართული მოდის ინდუსტრიაში და რატომ გარბიან ქართველი დიზაინერები საზღვარგარეთ

რა პერსპექტივები აქვს მოდის ინდუსტრიის ბიზნესს საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე არიან ქართველი დიზაინერები? აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, “ბანკები და ფინანსები” მოდის ბლოგერს, გიგა უჩუვატოვს ესაუბრა. – საქართველოში მოდის ინდუსტრიას არ ჰყავს ბევრი მიმდევარი. ყოველ შემთხვევაში დილეტანტის თვალით დანახული ასე აღიქმება. ცხადია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ სფეროში, თუმცა მცირე კატეგორია, რომლებიც ალაგ-ალაგ ჩნდებიან მოდის კვირეულებზე. რა არის მათი ...

Read More »

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა

საქართელოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა. სებ-ი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) ...

Read More »