Home » 2019 » October » 12

Daily Archives: October 12, 2019

Facebook-ს სამძიმრის ფუნქცია დაემატება

Facebook-ს სამძიმრის ფუნქცია დაემატება

Facebook მორიგ სიახლეს გეგმავს. სოციალური ქსელის გიგანტი ერთ-ერთ გავრცელებულ და უსიამოვნო პრობლემას აღმოფხვრის: მომხმარებლები აღარ მიიღებენ შეტყობინებებს გარდაცვლილი მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების შესახებ. კერძოდ, ამ ეტაპზე Facebook მომხმარებელს საიტის ალგორითმი მაინც სთავაზობს იმ მეგობრებისთვის დაბადების დღის მილოცვასა თუ ღონისძიებებზე დაპატიჟებას, რომლებიც გარდაცვლილები არიან. კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ იმისათვის, რომ Facebook-ის გარდაცვლილი მომხმარებლების ხსოვნის პატივსაცემად პროფილი განცალკევებით იყოს და მათი ...

Read More »

“აგროჰაბი” ბათუმში 250 სამუშაო ადგილს ქმნის

“აგროჰაბი” ბათუმში 250 სამუშაო ადგილს ქმნის

საქართველოში ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი  “აგროჰაბი” ბათუმში, ჯავახიშვილის 64 ნომერში ახალ ფილიალს ხსნის და 250 სამუშაო ადგილს ქმნის. “მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები ბათუმში და ადამიანებს შევთავაზოთ ღირსეული, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.” – თეა მორბედაძე როგორც ქალბატონი თეა აცხადებს, რეკრუტინგული კამპანია ბათუმში სახელწოდებით – “არის ბათუმში ვინმე, ვინც ჯერ კიდევ ეძებს სამსახური?!” – დღეიდან ჩაეშვა. ადამიანებს ამ მარტივი ...

Read More »

თბილისის მერია ხმაურის 4 საზომი მოწყობილობის შესყიდვას 76 ათას ლარად გეგმავს

თბილისის მერია ხმაურის 4 საზომი მოწყობილობის შესყიდვას 76 ათას ლარად გეგმავს

თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურისათვის ხმაურის მზომების შესყიდვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. ხმაურის ოთხი საზომი მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება 76 400 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხმაურის საზომი პირველი კლასის უნდა იყოს, სიხშირული დიაპაზონით არაუმეტეს ექვსი ჰერციდან არანაკლებ 20 კილოჰერცამდე, წონით 400 გრამამდე. ტენდერში განაცხადების მიღება 19-21 ოქტომბერს იწარმოებს, გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ტექნიკა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს. 1tv.ge

Read More »

Standart & Poor’s საქართველოს ეროვნული ბანკისგან რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება

Standart & Poor’s საქართველოს ეროვნული ბანკისგან რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s საქართველოს ეროვნული ბანკისგან სავალუტო რეზერვების შემდგომ დაგროვებას ელოდება. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ორგანიზაციის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ 2016 წლის შემდეგ რეზერვები ყოველწლიურად საშუალოდ 250 მილიონი დოლარით იზრდებოდა. „საქართველოში მოქმედი ვალუტის მცურავი კურსის რეჟიმი, ეროვნული ბანკის მხრიდან პერიოდული ინტერვენციებით, მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება“, – აღნიშნულია დოკუმენტში. სარეიტინგო ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – ახალი რეიტინგი ინვესტორების ნდობას გააძლიერებს

ირაკლი კოვზანაძე - ახალი რეიტინგი ინვესტორების ნდობას გააძლიერებს

„სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება პარლამენტის, მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი რეფორმების და მუშაობის შედეგია“, -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, გავლენიანი სააგენტოს მიერ, ქვეყნისთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განაცხადა. კოვზანაძის თქმით, „რეიტინგების გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც რეგიონი განიცდის კრიზისს და დღეს არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი”. „სააგენტოს ...

Read More »

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა სიუჟეტი ეროვნული ბანკის ახალი სათავო ოფისის მშენებლობისთვის მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით. სიუჟეტში რამდენიმე არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი თავს ვალდებულად თვლის გააკეთოს განმარტება. „აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები, რომელთა ჩამონათვალს დაემატა ისეთი სფეროების ...

Read More »

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB -“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB -“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა

ავტორიტეტულმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, „BB -„-დან „BB“-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. სარეიტინგო სააგენტო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, საგარეო შოკებისადმი მნიშვნელოვნად ...

Read More »

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში“

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შეძლო რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, რეიტინგების შემცირების ტენდენციაა და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში ...

Read More »

„Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა“

„Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან გაზრდილი ნდობის აღიარებაა“

„წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Standard & Poors-ის მხრიდან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი ბიჯით გაზრდა, რაც პირველად მოხდა 2011 წლის შემდეგ, ძალიან მკაფიო აღიარებაა იმ წარმატებული ეკონომიკური რეფორმების, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში გაატარა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Standard & Poors-ის მიერ საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ასევე იმის აღიარება, ...

Read More »

თბილისი ენერჯი: სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2918 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაიხსნა

კომპანია „თბილისი ენერჯი“ სექტემბრის თვის დარღვევების შემოწმების სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის სექტემბრის თვეში, კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში  2918 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული ...

Read More »