Home » 2019 » October » 11

Daily Archives: October 11, 2019

„თიბისიმ“ ოქტომბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

„თიბისიმ“ ოქტომბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

„თიბისიმ“ ოქტომბრის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სექტემბრის მიმოხილვის შემდეგ, ზედმეტად გაუფასურებული ლარი და მზარდი ინფლაცია ძირითად მაკროეკონომიკურ გამოწვევად დარჩა. სექტემბრის ინფლაციამ 6.4%-ს მიაღწია და ამასთან, ფასების ზრდა საკმაოდ ბევრ პროდუქტზე დაფიქსირდა. „თიბისი“ კვლევების შეფასებით, ლარის ეფექტური კურსის სადღეისოდ არსებულ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, წლის ბოლოსათვის ინფლაცია დაახლოებით 8%-მდე გაიზრდება, ნაცვლად მანამდე პროგნოზირებული 7%-სა. ფასების საერთო დონის ზრდაზე ლარის კურსის გაუფასურებიდან ...

Read More »

სანქციები, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან გაზის გაუმართავი მოწყობილობის არშეცვლის შემთხვევაში დაეკისრებათ მოქალაქეებს

სანქციები, რომელიც 1-ლი ნოემბრიდან გაზის გაუმართავი მოწყობილობის არშეცვლის შემთხვევაში დაეკისრებათ მოქალაქეებს

მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი და პირველი ნოემბრიდან გაზის მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში, თუ პირი არ დაემორჩილება ინსპექტორებს და უარს იტყვის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი და გაუმართავი დანადგარის მოხსნაზე, ინსპექტორებს პოლიციის გამოძახების ვალდებულება ექნებათ. ამასთან, კანონპროექტი, რომელიც უწყებათაშორისი დამუშავების პროცესშია და საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ შესულა, საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. ...

Read More »

სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება

სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებლის ეკრანზე გამოჩნდება

რამდენიმე დღის განმავლობაში სვანეთის ფოტო Microsoft Windows-ის მილიონობით მომხმარებლის საწყის ეკრანზე გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ფოტოს თან ახლავს წარწერები: “დალაშქრე შავი ზღვისპირეთიდან კასპიის ზღვამდე მდებარე მთები, იმოგზაურეთ დედამიწის ამ წერტილში და საქართველო შეიძლება თქვენს გულში აღმოჩნდეს”.

Read More »

გაუჩინარებული ეკონომიკური ატაშეები – რატომ ჩავარდა მთავრობის ინიციატივა

გაუჩინარებული ეკონომიკური ატაშეები - რატომ ჩავარდა მთავრობის ინიციატივა

საზოგადოებას არაერთი ინიციატივა თუ რეფორმა ახსოვს, რომელიც ხელისუფლებამ დააანონსა შემდეგ კი მათი კვალიც და ინიციატორებიც ერთად გაქრნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო კომერციული ატაშის ინსტიტუტი. კომერციული ატაშე იყო პირი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი უნდა გაეცნო მსოფლიოსთვის. უფრო კონკრეტულად კი, ატაშის მოვალეობები საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა, ატაშე უნდა ყოფილიყო პირი, რომელიც სპეციალურ სავაჭრო წარმომადგენლის როლს მოირგებდა სხვადასხვა ქვეყანაში, ატაშის მოვალეობებში უნდა შესულიყო, ასევე ...

Read More »

„ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა

„ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა

როგორ დგინდება ლარის კურსი და რამდენად დაცულია მისი ფორმირება სპეკულაციური ფაქტორებისგან ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. საგრძნობლად შემცირებული ინვესტიციების, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლების კლების და პოლიტიკურად არასტაბილური გარემოს პირობებში ლარმა პროცესს „ჯანსაღად” უპასუხა და გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდი კი ყველაზე მეტად დამაზარალებელია საქართველოსნაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, რადგან სამომხმარებლო პროდუქციაზე და ენერგომატარებლებზე ...

Read More »

EFSE-მა ბაზისბანკს 10 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო

EFSE-მა ბაზისბანკს 10 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო

EFSE-მა (ევროპული ფონდი სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპისთვის) ბაზისბანკს 10 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობა საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობაა. ხელმოწერის ცერემონია 10 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა. „მოხარული ვართ, რომ ფონდის პარტნიორ ორგანიზაცებს შეემატა ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც ბაზისბანკია. თითქმის 15 ...

Read More »

საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა

საქართველო რეგულირების ხარისხით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ათეულში მოხვდა 2019 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა. „რეგულირების ხარისხის“ შეფასებისას, (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდო 8 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას,  რომელთა შორის აღანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც „რეგულირების ხარისხი“  შეაფასა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა : არასამართლიანი კონკურენციის პრაქტიკა; ფასების კონტროლი; დისკრიმინაციული ტარიფები; ...

Read More »

m2-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დედაქალაქში დამატებით კიდევ 1 ჰექტარი გაამწვანა

m2-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დედაქალაქში დამატებით კიდევ 1 ჰექტარი გაამწვანა

10 ოქტომბერს, დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად, გამწვანების მორიგი აქციის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე, 500-მდე ხე დარგო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „m2“-დან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდნენ m2-ს თანამშრომლები, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის ხელოსნები, მორაგბეები, ორგანიზაცია UN Women-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. აქციის მონაწილეებმა ქალაქში დამატებით 1 ჰექტარი გაამწვანეს. დაირგო ატლასის ვერცხლისფერი და ...

Read More »

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა. „ლელოს” ახალი წევრები იქნებიან: 1. ოქტაი ქაზუმოვი – ფილოლოგი, მთარგმნელი; 2. ქეთევან ჟვანია-თაისონი – პიროვნული განვითარების ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი; 3. ანდრო ბიბილეიშვილი – ბიზნესმენი; 4. ნიკოლოზ კიკვიძე – ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი; 5. ეთერ გაიაშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 6. თემურ არაბიძე – ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი; ...

Read More »

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ, აიკრძალება

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ, აიკრძალება

თბილისში მოძველებული მანქანებით ტაქსის მომსახურების გაწევა სავარაუდოდ აიკრძალება. ავტომანქანის წლოვანება ერთ-ერთი საკითხი იქნება, რომლის განსაზღვრასაც თბილისის მერია ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპზე გეგმავს. გარდა ამისა, რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოიაზრება მძღოლებისთვის შეღავათიანი სესხის შეთავაზებაც, რათა მათ ახალი ავტომობილების შეძენა შეძლონ. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში მოსალოდნელი ცვლილებების საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ექსკლუზიურად თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ყველა ...

Read More »