Home » 2019 » October » 08

Daily Archives: October 8, 2019

კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა

კურტ ვოლკერი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ვოლკერმა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლობის მიმართულებით მედიის ბოლოდროინდელი ყურადღება ინსტიტუტის მიღწევებისა და შემდგომი ზრდის განადგურების რისკებს აჩენს. მისივე თქმით, ამის გამო საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ არიზონას უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და მაკკეინის მეუღლეს შეატყობინა. კურტ ვოლკერი უკრაინის საკითხებში ...

Read More »

დავით ბეჟუაშვილი ჰოსპიტალურ ბიზნესში შევიდა

დავით ბეჟუაშვილი ჰოსპიტალურ ბიზნესში შევიდა

„კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა — ბიზნესმენი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG) დამფუძნებელი დავით ბეჟუაშვილი ჰოსპიტალურ ბიზნესში შევიდა. ამას ადასტურებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი, სადაც ვკითხულობთ, რომ 2019 წლის 1 მარტს, დავით ბეჟუაშვილმა დააფუძნა შპს „ქართულ ჰოსპიტალთა ჯგუფი“, სადაც 100%-იან წილს ფლობს. „კომერსანტი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანიას და თავად დავით ბეჟუაშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა, უშედეგოდ. ბიზნესმენმა „კომერსანტის“ არც სატელეფონო და არც სმს შეტყობინებებს არ უპასუხა. ...

Read More »

ბიუროკრატიის შეფასებით – მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, კორუფციისაგან თავისუფლებით – ევროპის საუკეთესო ათეულში

ბიუროკრატიის შეფასებით - მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, კორუფციისაგან თავისუფლებით - ევროპის საუკეთესო ათეულში

2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ აღიშნული შეფასებით, საქართველო გამოკვეთილია ლიდერია რეგიონში და 6-დან 4 მაჩვენებელში აღემატება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. მათ შორის, ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა რეგულირების ხარისხი და კორუფციის კონტროლი, საქართველოს მაჩვენებელი შეესაბამება ევროკავშირის მაჩვენებელს, ხოლო კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების ...

Read More »

გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა

გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმში, “ქარვასლაში” გაიმართა და მას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ბანკის მენეჯმენტის და თიბისი კაპიტალის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. თიბისი კაპიტალის კვლევა ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების ტენდენციებს აღწერს და მის ფარგლებში  სხვადასხვა კლასის სასტუმროების წარმომადგენლები გამოიკითხნენ თბილისსა და რეგიონებში. დოკუმენტში გაანალიზებულია საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია და მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. თიბისი ...

Read More »

ეფრემ ურუმაშვილი: WEF-მა Bitfury წამყვან, პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა

ეფრემ ურუმაშვილი: WEF-მა Bitfury წამყვან, პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა

ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი Bitfury-ს ახალ მიღწევებზე BMG-ის გადაცემა “საქმიან დილაში” საუბრობს. მისი თქმით, კლაუს შვაბის მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა Bitfury პიონერ ტექნოლოგიურ კომპანიად აღიარა. ამასთან დაკავშირებით განაცხადი ჯერ კიდევ, 1 თვის წინ გაკეთდა. ეფრემ ურუმაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული ფორუმი გამორჩეულად დიდი გავლენის მქონეა და ის მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვან იმპულსს აძლევს. „Bitfury-ს აღიარებაც განსაკუთრებით მნიშნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ...

Read More »

2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს

2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს

2018 წლის მონაცემებით, კაცების საშუალო ყოველთვიური ხელფასი 458 ლარით აჭარბებს ქალების ხელფასს და საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქსტატის 2018 წლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 280.7 ლარით განისაზღვრა. ამასთან, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალების შემთხვევაში 6.8 %, ხოლო კაცების შემთხვევაში 7 % შეადგინა. ...

Read More »

„თურქეთი თუ გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკას“

„თურქეთი თუ გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი მის ეკონომიკას“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკის განადგურებითა და ჩამოშლით ემუქრება, თუკი ანკარა დაშვებულ ზღვარს გადააბიჯებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „როგორც მე ერთხელ უკვე განვაცხადე და ახლა კიდევ გავიმეორებ, რომ თურქეთი თუ ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც გადავა ყველანაირ საზღვრებს, მთლიანად გავანადგურებ და ჩამოვშლი თურქეთის ეკონომიკას, რაც ერთხელ უკვე გავაკეთე. აშშ-მა გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ამას ვინმე ელოდებოდა, ...

Read More »

ბანგკოკიდან თბილისში ჩარტერული ფრენები შესრულდება

ბანგკოკიდან თბილისში ჩარტერული ფრენები შესრულდება

მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ჩარტერული ფრენები სამი თვის განმავლობაში, კვირაში სამი სიხშირით Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. დღეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა „ტავ ჯორჯისა“ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართეს. მხარეებმა ფრენების დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები განიხილეს. Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 ...

Read More »

„პანიკის საფუძველი არ არის, თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“

„პანიკის საფუძველი არ არის, თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს“

„ლარიზაციამ შედეგები ნამდვილად მოგვიტანა – ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია ორი წლის განმავლობაში 16%-ით არის შემცირებული“ ერთ თვეში ორჯერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სავალუტო ინტერვენციები და ბანკებისთვის შემცირებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ამართლებს თუ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა და რა სჭირს ლარს, ამ და სხვა მიმდინარე აქტუალურ თემებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ისაუბრა. – ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი ...

Read More »

ჯივიპიმ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა

ჯივიპიმ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ისნის რაიონში, ბუშის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მეორე ეტაპი დაასრულა. აღნიშნულ ქუჩაზე კომპანიამ 2 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი სრულად შეცვალა და განახლებულ სისტემაზე ახალი საკვანძო ჭები მოაწყო. ჯივიპიმ პროექტში 900 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ განახლებული სისტემა ექსპლუატაციაში გაეშვება.

Read More »