Home » 2019 » October » 01

Daily Archives: October 1, 2019

ამსტერდამი ტურისტებისთვის მოსაკრებელს აწესებს

ამსტერდამი ტურისტებისთვის მოსაკრებელს აწესებს

ამსტერდამი მომავალი წლიდან ტურისტებისთვის მოსაკრებელს აწესებს. ამ ინფორმაციას გამოცემა CNN-ი ავრცელებს. მომავალი წლიდან ამსტერდამის დათვალიერების მსურველებს ყოველდღიურად დამატებით 3 ევროს გადახდა მოუწევთ, რომელსაც სასტუმროს საფასურთან ერთად გადაიხდიან. აღსანიშნავია, რომ 16 წლამდე მოზარდებისთვის მოსაკრებელი 1 ევრო იქნება. დღეისთვის ჰოლანდიის დედაქალაქის მოსახლეობა 867 ათას ადამიანს შეადგენს. ყოველწლიურად მას 18 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. ქალაქის საბჭოს პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ მოსაკრებლიდან შეგროვებული თანხა ამსტერდამის ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს

ირაკლი კოვზანაძე ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა ფასების სტაბილურობა და ლარის კურსის გამყარება მოხდეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნულ ბანკს ყველა ინსტრუმენტი გააჩნია იმისთვის, რომ ლარის კურსზე გავლენა მოახდინოს და ფასების სტაბილურობა შეინარჩუნოს. „ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და იმუშაოს პრევენციაზე. ეროვნული ბანკი დგამს ამ ნაბიჯებს, მათ შორის დღესაც, როდესაც სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა, რაც გამოათავისუფლებს ...

Read More »

რატომ აკისრებს აშშ ანაკლიის პორტის ფინანსურ ტვირთს მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს და რატომ უშლიან ხელს ფოთის პორტის დაღრმაწყლოვნებას

რატომ აკისრებს აშშ ანაკლიის პორტის ფინანსურ ტვირთს მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტს და რატომ უშლიან ხელს ფოთის პორტის დაღრმაწყლოვნებას

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის მონაწილეებიც ქართული მხრიდან შერჩეული იყო, იმიტომ რომ დამსწრე აუდიტორია არ მოიცავდა ქართველი ანალიტიკოსების სრულ სპექტრს და, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებითა და ერთი პოლიტიკური ფრთით იყო შევსებული, ნატოს ყოფილმა გენმდივანმა სამსჯელოდ შემოგვთავაზა ნატოში გაწევრიანება, თუკი დავთანხმდებით, რომ ორგანიზაციის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი საზოგადოება ჩვეული ემოციურობით გამოეხმაურა ამ საკითხს და ნაწილმა ეს ცხინვალის ...

Read More »

პუტინი – რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა გადავწყვეტთ

პუტინი - რუსი სამხედროები საქართველოდან მაშინ გავლენ, როცა გადავწყვეტთ

Aysor TV ავრცელებს ვიდეოს, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პასუხი “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის კითხვაზე უფრო გარკვევით ისმის. “როდის დაიწყებს რუსეთი 2008 წელს აღებული ვალდებულებების შესრულებას? როდის გავლენ რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიიდან?”- ჰკითხა “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ ვლადიმერ პუტინს. “ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს. როცა ჩვენ მივიღებთ ასეთ გადაწყვეტილებას,” – უპასუხა პუტინმა. შეგახსენებთ, “რუსთავი 2-ის”  ჟურნალისტმა მარიამ მენაბდემ მოახერხა რუსეთის ...

Read More »

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია გაუმჯობესდა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით  მინუს 22 მილიარდ 800  მილიონი ამერიკული დოლარი ანუ მინუს 65 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მინუს 142.1 პროცენტია. ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით, 446 მილიონ 700 ათასი ამერიკული დოლარით გაუმჯობესდა. ამასთან, სებ-ის ცნობით, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო ...

Read More »

„ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია – თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია“

„ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია - თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია“

ანაკლიის პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეული დაგვიანებული დღე ჩვენი ეკონომიკისთვის დიდი დანაკლისია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა. კითხვაზე, გაწყდება თუ არა ხელშეკრულება ინვესტორთან ან შესაძლოა თუ არა, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს, თუ 15 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა პროექტის ფინანსური დახურვა, მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ვალდებულებები შესრულდება. „ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი არის იგივე, რასაც ...

Read More »

ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს

2020 წლის პირველი იანვრიდან ქართულ ბაზარზე ახალი ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ იწყებს ოპერირებას, რომელიც დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოდგილე თეა ზაქარაძე აცხადებს, „ინდიგო“ არის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ქართულ ავიაბაზარზე დაიწყებს ოპერირებას. თეა ზაქარაძის თქმით, მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს. „ინდური ავიაკომპანია „ინდიგო“ პირველი იანვრიდან იწყებს ოპერირებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. „ინდიგო“ იწყებს ყოველდღიურ ფრენებს დელი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით. ...

Read More »

ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ

ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით, 20%-მდე შეუმცირდებათ

“ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ დაწოლა მოახდინა ინფლაციაზე, ვინაიდან ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა სათანადო ზომების მიღება დაიწყო. ჩვენ ბოლო ორი მონეტარული კომიტეტის შემდეგ გავამკაცრეთ საკრედიტო პოლიტიკა და 0.5 პროცენტით ავწიეთ რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი, ამავე დროს განვახორციელეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე,“— აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. გვენეტაძის თქმით, სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები ხუთი პროცენტით ...

Read More »

ვენეტაძე – ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს

ვენეტაძე - ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს

ეროვნული ბანკის ხელში არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოყენებული იქნება, რომ გაცვლითი კურსის დინამიკა დასტაბილურდეს. ჩვენ არ დავუშვებთ ინფლაციის ზრდას და შევინარჩუნებთ ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი მთავრობასთან კოორდინაციაში დგამს ნაბიჯებს და მიმდინარე ანგარიში გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ლარის დინამიკა პოზიტიური იქნება. „გაუფასურების ტალღა, რომელიც დღეს გვაქვს, ბოლო გაუფასურება ...

Read More »

თბილისის აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა

თბილისის აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი C კოდის საჰერო ხომალდებისთვის (Airbus 320, 321, 318,, 319; Boeing 737, MD-80 და სხვ.) არის გათვლილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში ტავ ჯორჯიამ ...

Read More »