Home » 2019 » September » 27

Daily Archives: September 27, 2019

ბერნი სანდერსი – მილიარდერები აღარ უნდა არსებობდნენ

ბერნი სანდერსი - მილიარდერები აღარ უნდა არსებობდნენ

ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავი წარმოადგინა, ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის ახალი გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. მემარცხენე რიტორიკით და მდიდრების კრიტიკით ცნობილი სენატორის გეგმა საკმაოდ რადიკალურია. ის ახალი გადასახადის დაწესებას ითხოვს ყველა ოჯახზე, რომელთა ქონებაც $32 მილიონ დოლარზე მეტია. ”როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე ვაპირებ შევამცირო შემოსავლისა და სიმდიდრის უთანასწორობის აღმაშფოთებელი, გროტესკული და ამორალური ...

Read More »

„ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“

„ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს სჯერა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, „ლარი არა მარტო დასტაბილურდება, არამედ წლის ბოლომდე გამყარებას დაიწყებს“. როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს ლარის კურსზე საუბრისას განუცხადა, ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა, რომ ლარის გამყარებაზე ვიფიქროთ. „მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფისკალური პოლიტიკა არანაირად არ უწყობს ხელს ლარის გაუფასურებას. ეს მცდარი მოსაზრებაა. ჩვენი ფისკალური დეფიციტი დაგეგმილის ფარგლებშია. ჩვენი ხარჯვა არის პასუხისმგებლიანი, შესაბამისად, ამ ...

Read More »

ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ ინფლაციაზე ლარის კურსიდან მომდინარე ზეწოლა შემცირდეს – პაპუნა ლეჟავა

ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რომ ინფლაციაზე ლარის კურსიდან მომდინარე ზეწოლა შემცირდეს - პაპუნა ლეჟავა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ლარის კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ამისთვის საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტი აქვს. „ჩვენ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ ლარის კურსის ზეწოლა ინფლაციაზე უკვე ხაზგასასმელია და მივიღებდით ყველა ზომას, რომ ლარის კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე შევამციროთ. ეროვნულ ბანკს ხელში ბევრი ინსტრუმენტი ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2019 წლის 27 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა სწრაფად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი

ირაკლი კოვზანაძე - საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა სწრაფად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, რომ ლარის დევალვაცია შეწყდეს და ეროვნული ვალუტა მის ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდეს. როგორც ჟურნალისტებს კოვზანაძემ განუცხადა, ლარის კურსი და ფასების სტაბილურობა ის საკითხებია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებდა დღეს, გუშინ და კვლავ აწუხებს. „საჭიროა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ლარის დევალვაცია ...

Read More »

გენადი არველაძე – კორეული კომპანიები ქართული პროდუქციის იმპორტით აქტიურად ინტერესდებიან

გენადი არველაძე - კორეული კომპანიები ქართული პროდუქციის იმპორტით აქტიურად ინტერესდებიან

საქართველო კორეის რესპუბლიკის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) წევრ კომპანიებს მასპინძლობს- ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით სასტუმრო „ბილტმორში“ ბიზნესფორუმი გაიხსნა, რომელსაც ქართული მხრიდან 40-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში ქართულ და კორეულ კომპანიებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაცია გამართა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა. „ეს არის ...

Read More »

“ჩისტაია ლინია”, “გარნიე”… რუსული პროდუქცია, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს – საგანგაშო კვლევა

"ჩისტაია ლინია", "გარნიე"... რუსული პროდუქცია, რომლებიც უმძიმეს დაავადებებს იწვევს - საგანგაშო კვლევა

40 სახეობის ჰიგიენური საშუალება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ავთვისებიანი სიმსივნის, ასთმისა და სხვა დაავადებების გამომწვევი იყოს, ქართულ ბაზარზე იყიდება. ორგანიზაცია “მომხმარებელი.ჯი” აქვეყნებს კვლევის საგანგაშო შედეგებს. როგორც გაირკვა, სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებს იწვევს რუსული და უცხოური წარმოების თმის საღებავები, შამპუნები, საცხები და სხვადასხვა პროდუქტები. ორგანიზაციამ საფრანგეთში ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად ყველა ის პროდუქტი გაგზავნა, რომლებსაც საქართველოში ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. თავად “მომხმარებელი.ჯის” წარმომადგენლები ...

Read More »

“გვესროდნენ, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს შევარდნაძე უცებ მომიტრიალდა და მითხრა, შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო”

"გვესროდნენ, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს შევარდნაძე უცებ მომიტრიალდა და მითხრა, შახ, გადაიღე, შეიძლება ეს ბოლო კადრიც იყოსო"

“…იმ კადრებს ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, მათთან ერთად ცხოვრებას ვეჩვევი” “იყო შემთხვევები, როდესაც შორიდან ფოტოაპარატი იარაღი ეგონათ და უსვრიათ” 63 წლის განმავლობაში 7 ომს მოესწრო. შახ აივაზოვი აფხაზეთის, ჩეჩნეთის, ცხინ­ვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთისა და ტაჯიკეთის საომარი მოქმედებების დროს ომის ამსახველ კადრებს იღებდა. მან საქართველოსა და მსოფლიოს უამრავი შთამბეჭდავი ფოტო შემოუნახა. – სიტუაციამ მოიტანა, რომ ომის ჟურნალისტი დამერქვა. ნეტავ საერთოდ არ არსებობდეს ომი. სულ ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების აქტივთან შეხვედრები დაიწყო. პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს გურიის რეგიონალური ორგანიზაციის აქტივთან გაიმართა. შეხვედრაზე რეგიონის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ გურიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შტაბის წევრები, გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

Read More »

თბილისში „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს-თასი 2019“- ის ფინალური ეტაპი გაიმართება

თბილისში „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს-თასი 2019“- ის ფინალური ეტაპი გაიმართება

2019 წლის 30 სექტემბერს, „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს-თასი 2019“-ის გამარჯვებულებს დააჯილდოვებენ.  კონკურსი ლიეტუვას რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PKF Georgia-სა და Lithuanian Development Cooperation-ის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ახალგაზრდებში ბიზნესის მართვის უნარების აღმოჩენა და  გაძლიერებაა. შეჯიბრის პირველი ეტაპი  1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 25-დან 35 წლამდე ასაკის 200-მდე   მონაწილე იყო ჩართული. მონაწილეობა კონკურსანტებს შეეძლოთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ...

Read More »