Home » 2019 » September » 26

Daily Archives: September 26, 2019

ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

ერთლარიანი მედიკამენტების მარაგი ამოწურულია

მთავრობის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტი მედიკამენტების ერთ ლარად მიწოდებასთან დაკავშირებით და მარაგის გარეშე დარჩენილი აფთიაქები. ბათუმში სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, ქრონიკული დაავადებებისთვის საჭირო 35 დასახელების წამლის შეძენა წესით ორ აფთიაქში უნდა შეეძლოთ, მაგრამ არცერთ მათგანში დღეს ჩამონათვალის დიდი ნაწილი არ მოიპოვებოდა. მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ხშირად ყოველ დღე მისაღები აბების შესაძენად რამდენიმედღიან რიგში უხდებათ დგომა. საჭიროებიდან გამომდინარე კი ასევე ხშირად დაცლილი ...

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრისტალინა გეორგიევა უხელმძღვანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდს კრისტალინა გეორგიევა უხელმძღვანელებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა კომიტეტმა, ფონდის ხელმძღვანელად კრისტალინა გეორგიევა დანიშნა. გეორგიევა ევროკავშირის ქვეყნებმა სსფ-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატად 2019 წლის აგვისტოში წარადგინეს. მსოფლიო ბანკის 65 წლის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო. მან ჰოლანდიელი იეროენა დეისელბლოემა ხმის მიცემის პროცესში ორი რაუნდის შემდეგ დაამარცხა. ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

Read More »

„სახელმწიფო და კონსორციუმი ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ პროექტის ჩავარდნა”

„სახელმწიფო და კონსორციუმი ცდილობენ ერთმანეთს გადააბრალონ პროექტის ჩავარდნა”

„ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ შავი ზღვა და ჩვენი ნავსადგურები არის რეგიონალური მნიშვნელობის, ის არ არის საერთაშორისო მასშტაბების” ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პროექტის კომერციულ ინტერესზე და აგრეთვე ფოთის პორტის საკითხებთან დაკავშირებით “ბანკები და ფინანსები” “ისთ გეით გრუფის” დამფუძნებელს, ბიზნესმენ ირაკლი იაშვილს ესაუბრა: – ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრი კითხვა დაგროვდა, საიდანაც ყველაზე აქტუალურია მისი კომერციული ...

Read More »

ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი ხვალ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.    გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.    ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.  

Read More »

90 წამიანი ვიდეო ტური Tesla-ს ქარხანაში

90 წამიანი ვიდეო ტური Tesla-ს ქარხანაში  ამერიკული ავტომშნებელი და ენერგოკომპანია, დაფუძნებული ქალაქ პალო-ალტოში, კალიფორნიაში. კომპანია დაკავებულია ელექტრომობილების და მზის პანელების წარმოებით. მისი ქარხნები განლაგებულია ნევადასა და კალიფორნიაში. 2018 წლის ივნისის მონაცემებით „Tesla“ ყიდის Model S, Model X და Model 3 ავტომობილებს, Powerwall და Powerpack ბატარეებს, მზის პანელებს და სხვა პროდუქტებს.

Read More »

საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს

საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყნის სტატუსს კარგავს

ინვესტიციების კლებამ უკვე სახიფათო ფორმა მიიღო საქართველოში განხორიციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ უკვე სახიფათო ფორმა მიიღო. ინვესტიციების ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული პერიოდისთვის მისი ზრდა თუ კლება ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი კლების ტენდენცია თვალშისაჩინოა. ინვესტიციები I-II კვარტალში მიმდინარე თვეში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მეორე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი – ჟაკ შირაკის გარეშე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი

სალომე ზურაბიშვილი - ჟაკ შირაკის გარეშე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „ჟაკ შირაკ მოგიგონებთ პატივისცემით და მადლიერებით. მის გარეშე მე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ ვიქნებოდი”,- წერს სალომე ზურაბიშვილი. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. #jacqueschirac respectueuses pensées et remerciements. Sans lui je ne serais pas aujourd’hui #présidentedeGéorgie — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 26, 2019

Read More »

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ბათუმი-სარფის ახალი გზის პროექტირებას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 108 მილიონი ევროდან თანხის ნაწილის, 5 მილიონ დოლარამდე ეკონომია მოხდა. სწორედ ეს თანხა მოხმარდება უკვე ახალი მონაკვეთისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას და დეტალური პროექტის შედგენას.

Read More »

ქვეშეთი-კობის გზის პროექტისთვის მთავრობა სესხს 26 წლით აიღებს

ქვეშეთი-კობის გზის პროექტისთვის მთავრობა სესხს 26 წლით აიღებს

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობისთვის მთავრობა სესხს აზიის განვითარების ბანკისგან 26 წლის ვადით აიღებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 0.7 პროცენტია, შეღავათიანი პერიოდი კი, 11 წელი. აზიის განვითარების ბანკი გზის მშენებლობას 415 მილიონი დოლარით დააფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი, 558 მილიონი დოლარია, რომლის ნაწილს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს, ნაწილი კი, ბიუჯეტის თანადაფინანსება იქნება.

Read More »

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც ტყიბულით დაინტერესდება

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც ტყიბულით დაინტერესდება

რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც ტყიბულით დაინტერესდება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ტყიბული ეკონომიკური კუთხით საინტერესოა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ ამ სფეროში, ტყიბული ბიზნეს-ეკონომიკური კუთხით იყოს საინტერესო. საუბარია იმაზე და შეიძლება რამდენიმე კომპანია არსებობს, რომელიც ამით დაინტერესდება. ჩვენ შეიძლება ფასილიტატორის როლი ვითამაშოთ, მეტი კომფორტი შევუქმნათ პოტენციურ ინვესტორს, ვინც უსაფრთხოების ნორმებსა ...

Read More »