Home » 2019 » September » 24

Daily Archives: September 24, 2019

ავტომფლობელებისთვის რეგულაციები მკაცრდება

ავტომფლობელებისთვის რეგულაციები მკაცრდება

მავნე გამონაბოლქვის შესამცირებლად ავტომობილების მძღოლებზე კონტროლი მკაცრდება. სავარაუდოდ, ახალი წლიდან მანქანების გამონაბოლქვს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების გარდა, სპეციალური აპარატით გზებზეც შეამოწმებენ. მონიტორინგს, სავარაუდოდ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები საეჭვო ნიშნების შემთხვევაში ჩაატარებენ. ამ გზით გარემოს დაცვის სამინისტრო იმ მანიპულაციების თავიდან აცილებას ცდილობს, რომლებსაც მძღოლები ტექდათვალიერების გავლის მიზნით მიმართავენ.

Read More »

აგვისტოში ბანკებმა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 125%-იანი მოგება მიიღეს

აგვისტოში ბანკებმა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 125%-იანი მოგება მიიღეს

2019 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 110 მილიონ 106 ათასი  ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 27 მილიონ 434 ათასი  ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61 მილიონ 178 ათასი ლარით ანუ 125%-ით მეტია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 48 მილიონ 928 ათასი ლარი, ხოლო 2019 წლის ივლისში – 82 ...

Read More »

დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

დავით ბაქრაძე: ქვეყანას მსგავსი ვალი არც შევარდნაძის და არც „ნაციონალების“ დროს ჰქონია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების შედეგად, ქვეყნის ვალი საგანგაშოდ იზრდება და მისი პარტია ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს მხარს არ დაუჭერს. მისი თქმით, მთავრობის ინიციატივა მავნებლური და საგანგაშოა, რომელიც ქვეყნის ვალს კიდევ უფრო ზრდის და ქართულ ეკონომიკას რთულ მდგომარეობაში აყენებს. „ ცვლილებებით, მთავრობა დამატებით 500 მლნ ლარიან შიდა ვალს იღებს. 2019 წელს 400 მლნ ლარიანი მაღალპროცენტიანი შიდა ...

Read More »

გაყინული ინფრასტრუქტურული პროექტები – 400 მილიონი ლარის ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ით არის ათვისებული

გაყინული ინფრასტრუქტურული პროექტები – 400 მილიონი ლარის ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ით არის ათვისებული

ბიუჯეტით გათვალისწინებული 80 კაპიტალური პროექტიდან, 65 პროექტის თანხები 50%–ზე ნაკლებად არის ათვისებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ით არის ათვისებული. აღნიშნულ სიაში მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი (ჭოროხი) -სარფის მონაკვეთზე ...

Read More »

“შავი ჯიპების ქვეყანა” – ხელისუფლებას 16 000 ავტომობილი ეკუთვნის, რომელთა შენახვა 128 მილიონი ჯდება

"შავი ჯიპების ქვეყანა" – ხელისუფლებას 16 000 ავტომობილი ეკუთვნის, რომელთა შენახვა 128 მილიონი ჯდება

საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტი ისე დატოვა, რომ შავი ჯიპების ეპოქის დასრულება ვერ მოახერხა. თუმცა, მისი იდეა მომავალმა მთავრობამაც გაიზიარა და მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით მთავრობა 135 ჯიპის შეძენას გეგმავდა, მთავრი მოთხოვნა კი იყო ის, რომ ჯიპები ნებისმიერი ფერის უნდა ყოფილიყო გარდა შავისა. მაგრამ, პრობლემა რომ მხოლოდ ფერი არ არის, ამას აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევაც ცხადჰყობს, ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ხუთ წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში  სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ შეადგინა 76 845 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 8.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.235 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

Read More »

შავბნელი ბიზნესის მამები – ვინ არიან ქართული ონლაინ კაზინოების მფლობელები

შავბნელი ბიზნესის მამები – ვინ არიან ქართული ონლაინ კაზინოების მფლობელები

აზარტული თამაშები საქართველოსთვის მოუგვარებელ პრობლემად იქცა. პრობლემა იმდენად საგანგაშოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში პირდაპირ იყო მითითებული, რომ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა შემაშფოთებელია. ქართული სათამაშო ბიზნესი იმდენადაა მიშვებული თავის ნებაზე, რომ იგი არაერთხელ მოხვედრილა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ...

Read More »

ჯიპიაი ჰოლდინგი საგზაო უსაფრთხოებისა და სუფთა ჰაერის ჩემპიონად დასახელდა

ჯიპიაი ჰოლდინგი საგზაო უსაფრთხოებისა და სუფთა ჰაერის ჩემპიონად დასახელდა

საპატიო ჯილდო სადაზღვევო კომპანიას გაერო-ს წარმომადგენლობამ საქართველოში და „საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის“ გადასცეს ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროპის მობილობის კვირეულისა და კამპანიის “სუფთა ჰაერისთვის” ფარგლებში თბილისში ველომსვლელობა გაიმართა. მისი მიზანი ერთი დღით ავტომობილებზე უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება იყო.  მსვლელობაში მონაწილეობა გაერო-ს ელჩმა საბინე მახლიმ, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს. ველომსვლელობის დასასრულს “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” ...

Read More »

იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ

იტალიელები სამგზავრო ბილეთებს პლასტმასის ბოთლების ჩაბარებით მიიღებენ

იტალიაში, რომის რამდენიმე მეტროს სადგურსა და ავტობუსების გაჩერებებთან განთავსდა აპარატები, სადაც პლასტმასის ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, მოქალაქე შეძლებს, სამგზავრო ბარათზე თანხა დააგროვოს. მობილური აპლიკაციის სკანერით დაფიქსირების შემდეგ, ადამიანი აგდებს აპარატში ბოთლს და სამგზავრო ბარათზე თანხას აგროვებს. 30 ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში მომხმარებელი €1.50 იღებს. იდეა საცდელია და თუ ერთი წლის განმავლობაში ის გაამართლებს, აპარატები ქალაქის სხვა ადგილებშიც დაემატება. agro.jrc.ge

Read More »

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა

დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. როგორც საბიუჯეტო ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე. შესაბამისად, ამ მიზნით წელს ბიუჯეტიდან ჯამში 110 მილიონი ლარი დაიხარჯება.

Read More »