Home » 2019 » September » 23

Daily Archives: September 23, 2019

სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული

სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული

საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე დამატებით 43 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც მათ შორის ვალუტის კურსის მერყეობითაა გამოწვეული, – ამის შესახებ „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა. კანონპროექტის თანახმად, საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა იზრდება 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 273.0 მლნ ლარით. დამატებითი რესურსის გამოყოფის საჭიროება მათ ...

Read More »

ნაკრას ხეობაში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან

ნაკრას ხეობაში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან

ნაკრაში გვყავდა უცხოელი ტურისტები – რუსები, ამერიკელები, შოტლანდიელები, სინგაპურელები, ქართველები ნაკლებად. მესტიას რომ აქვს ცნობადობა, ასეთი ნაკრას ხეობას არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობაა ჩვენთან დაკავშირებით – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ნაკრაში მცხოვრებმა ეკა ანსიანმა განუცხადა. ნაკრაში მცხოვრებლების თქმით, ხეობა გამორჩეულია ტურისტული მიმზიდველობით და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულები აღფრთოვანებული რჩებიან ბუნების სილამაზით თუ სტუმართმოყვარე მასპინძლებით, თუმცა ქართველებმა არც კი იციან, ...

Read More »

„მაგთიკომი“ თაღლითობის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„მაგთიკომი“ თაღლითობის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„მაგთიკომი“ თაღლითობის მცდელობის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, კვლავ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თამაშდება ტელეფონი Samsung Galaxy S10 შემდეგი ტექსტით: „გილოცავთ! თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 20 მომხმარებლიდან, რომლებიც ჩვენ შევარჩიეთ Samsung Galaxy S10-ის გათამაშებაში მონაწილეობის მიზნით!“. კომპანიის ცნობით, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ ...

Read More »

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურებისა და  სისუფთავისთვის მიიღო. 26 მაისი მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორნებმა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა. გამარჯვებული რესტორნის თანამშრომლებს ჯილდო „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა გადასცა. გაბორ ჰავარის მიხედვით:  „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება ...

Read More »

დღეს თიბისის ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა

დღეს თიბისის ყველა ფილიალში სარაგბო განწყობაა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად თიბისიმ კიდევ ერთი კამპანია წამოიწყო.  დღეიდან, საქართველოს მასშტაბით მდებარე თიბისი ბანკის ყველა ფილიალის თანამშრომლები მომხმარებელს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების საგულშემატკივრო მაისურებით მოემსახურებიან. კამპანიის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების მხარდაჭერა და ქვეყანაში საგულშემატკივრო მუხტის  და განწყობის შექმნაა.  ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერი კამპანია  რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის პირველ დღეს, 23 სექტემბერს დაიწყება. მაისურების კამპანია ბორჯღალოსნების ...

Read More »

„ჩვენი დღევანდელი მესიჯი არის ის, რომ დღევანდელი კურსი არ მოგვწონს, რაც პრობლემას გვიქმნის ინფლაციაზე“

„ჩვენი დღევანდელი მესიჯი არის ის, რომ დღევანდელი კურსი არ მოგვწონს, რაც პრობლემას გვიქმნის ინფლაციაზე“

„ჩვენ ვამბობდით, რომ რეზერვები ჩამორჩებოდა სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ მეტრიკას, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს იმაზე მეტი“ ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებაზე, კურსის სამომავლო პროგნოზირებაზე, საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილებასა და სხვა მნიშვნელოვან ფინანსურს საკითხებზე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი საუბროს. – სავალუტო ფონდმა პრესლეზილი გამოაქვეყნა, სადაც პირველად იყო გამოთქმული წუხილი ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების ნაწილი გაუფასურებას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ნაწილს კი ...

Read More »

8 თვეში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლის სახით 6 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა

8 თვეში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლის სახით 6 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა

8 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლის სახით 6 მილიარდ ლარზე მეტი შევიდა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 8 თვის მონაცემების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 8 თვეში ბიუჯეტში ფაქტობრივად მობილიზებულმა შემოსავლებმა 6 მილიარდ 943 მლნ ლარი (წლიური გეგმის 66%) შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 114 მლნ ლარით (2%-ით) აღემატება; აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების უდიდეს ნაწილს (91%-ს) 6,315 ...

Read More »

დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ

დეზინფორმაციულ ვებგვერდებს რეკლამებიდან $200 მილიონზე მეტი შემოსავალი აქვთ

ვებგვერდები, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში არასწორი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაა, წლიურად დიდი კომპანიების რეკლამებიდან მილიონობით დოლარის შემოსავალს იღებენ. ამის შესახებ ლონდონში დაფუძნებული Global Disinformation Index (GDI) კვლევაში წერია. კვლევის თანახმად, დაახლოებით 20 ათასამდე ვებგვერდი, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელების რისკით ხასიათდებიან, წლიურად რეკლამებიდან 235 მილიონ დოლარამდე შემოსავალს იღებენ. კვლევის ავტორების თქმით, სწორედ დიდი შემოსავლებია ასეთი ვებგვერდების არსებობის ერთ-ერთი მიზეზი. რეკლამიდან ფულის გენერირებაში კი ასეთ ვებგვერდებს ...

Read More »

KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა

KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა

KTW ყურძენს არაზუსტი სასწორით წონიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხნის სასწორზე, სამართალდამცველებმა  კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც მევენახეებისგან ყურძენის ჩაბარების დროს წონას ხელოვნურად ამატებდა. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც კომპანიამ რამდენიმე საათის განმავლობაში ყურძნის მიღების პროცესი შეაჩერა. მიღება დღეს დილიდან განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ. Speqtri.ge

Read More »

ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა – დიმიტრი გაბუნია

ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა - დიმიტრი გაბუნია

„ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. ჩემი ინფორმაციით, ის თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში დაკავებული იყო ამ სიის შედგენით“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან  განაცხადა. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს. „როგორც კი გამოძიების მხრივ დამიძახებენ, შესაბამის განცხადებას გავაკეთებ. პრეზიდენტმა ჩემ ნაწილთან დაკავშირებით ნათლად ისაუბრა, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, მეც ვუპასუხებ. მივესალმები ...

Read More »