Home » 2019 » September » 20

Daily Archives: September 20, 2019

15 000 ლარამდე ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯია – ირაკლი კოვზანაძე

15 000 ლარამდე ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯია - ირაკლი კოვზანაძე

ფიზიკური პირების დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვრის გაზრდა 15 000 ლარამდე საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. კოვზანაძის თქმით, ბოლო წლებამდე აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, თითქმის, ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არ ფუნქციონირებდა. ამ საკითხის მოგვარება კი მხოლოდ დღევანდელი პარლამენტისა და ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ...

Read More »

m²-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

m²-მა სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვება აღნიშნა

დეველოპერულმა კომპანია „m2 უძრავი ქონებამ“ სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ პირველი ნაკადის გამოშვების საზეიმო ცერემონია გამართა. ცერემონიას ესწრებოდნენ m2-ის, სამშენებლო კომპანია BK Construction-ის, ადგილობრივი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. „ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღეა, რადგან პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას ვმასპინძლობთ. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ხელოსნები არიან სამშენებლო სფეროს მომავალი და მოხარულები ვართ რომ ჩვენს სამშენებლო კომპანიაში დასაქმდებიან. მიგვაჩნია, რომ ...

Read More »

რუსეთის მსგავსად, ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან ოკუპირებულ აფხაზეთშიც გადმოასხეს

რუსეთის მსგავსად, ნაკურთხი წყალი ვერტმფრენიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადმოასხეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის ერთიანობის მისაღწევად ვერტმფრენიდან ტაძრებს ნაკურთხი წყალი მოაპკურეს. აფხაზეთის ტაძრებს სულ 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი მოაპკურეს, რასაც სამი საათი დასჭირდა. ამის შესახებ on.ge წერს. როგორც ადგილობრივი ეკლესიის პრორუსი ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია ამბობს, ნაკურთხი წყლის მოპკურება საზოგადოებრივი უთანხმოების დაძლევისკენ იყო მიმართული. “მსგავსი რამ ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია, თუმცა არ მახსოვს რომელ წელს იყო. როდესაც ასეთი დაპირისპირებაა, ჩვენ ერთიანობისთვის ყველა ტაძარში ...

Read More »

ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა – ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს

ჩვენზე თავდასხმა, რუსეთზე თავდასხმაა - ბიბილოვი თბილისს აფრთხილებს

“შემთხვევითი არ არის, რომ თბილისი უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმების ხელმოწერისგან”, – აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში სამხედრო აღლუმზე გამოსვლის დროს. დე ფაქტო რესპუბლიკა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დამოკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, “რესპუბლიკის დაფუძნების” 29-ე წლისთავს აღნიშნავს. “სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებებით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთზე თავდასხმის ტოლფასი იქნება. ჩვენი მტრები სამხრეთ ოსეთის ...

Read More »

„შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს“

„შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს“

შრომის კოდექსში ცვლილებების შესახებ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეკონომიკური დასაბუთება არ ახლავს, როგორც ჩანს, მის ინიციატორებს წარმოდგენა არ აქვთ ეკონომიკისა და ბიზნესისთვის რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს წარდგენილ პროექტს, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. ამასთან, მისი შეფასებით, წარდგენილ პროექტს გაცილებით მაღალი სტანდარტი შემოაქვს, ვიდრე გათვალისწინებულია ევროდირექტივებით. „ამიტომაც, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს შეიძლება, ...

Read More »

ისტორიაში პირველად, 25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ისტორიაში პირველად, 25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად, 23 ოქტომბერს გაიმართება. კომიტეტის სხდომების განრიგის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=624

Read More »

„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც 20 ივნისს აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“

„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც 20 ივნისს აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“

„მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, იმსახურებდა თუ არა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მაშინ, როდესაც სამი თვის განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდა. „მე მესმის თქვენი ემოციურობა დღეს, განსაკუთრებით 20 რიცხვში, ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ამ ...

Read More »

ახალი კანონპროექტი ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს

ახალი კანონპროექტი ათასობით მოქალაქეს ერთზე მეტ სამსახურში მუშაობას უზღუდავს

თუ დღეს ერთზე მეტი დამსაქმებლისთვის ასრულებთ სამუშაოს, მომავალში სახელმწიფომ ეს უფლება შესაძლოა კანონის ძალით წაგართვათ. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ქართული ოცნების წევრის, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს. “აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და ...

Read More »

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

„ვისოლი“ საქართველოს ნავთობბაზარზე თვითმომსახურების ქცევას ნერგავს. კომპანიამ მარშალ გელოვანის გამზირზე, პოლიციის სამმართველოსთან პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა. ცნობილი კარიკატურისტისა და წარმატებული თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილი მოხატული სადგური მიმზიდველია არა მხოლოდ როგორც ქუჩის ხელოვნების მინუში, არამედ როგორც სივრცე, სადაც უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენა 15 თეთრამდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი და დამატებით სერვისების მიღება მარტივი და მოსახერხებელია.  „“ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ...

Read More »

presa.ge საზოგადოებასა და gwp-ის ბოდიშს უხდის

presa.ge საზოგადოებასა და gwp-ის ბოდიშს უხდის

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს დაეკისრა მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა. presa.ge ბოდიშს უხდის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს  და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. ,,ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ ...

Read More »