Home » 2019 » September » 19

Daily Archives: September 19, 2019

ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია

ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია

ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ხუთეულში შევიდა – მისმა აქტივებმა 1,561,196,755 ლარი შეადგინა. 2019 წლის განმავლობაში, ბანკის საზედამხედველო კაპიტალი თითქმის 25 მლნ-ით გაიზარდა, რის შემდეგაც, 01 სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი გაიზრდა 18.17%-მდე, საკრედიტო პორტფელი კი 946,225,407 ლარია. ბაზისბანკი, მოღვაწეობის 26 წლის მანძილზე, არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, გამჭვირვალე და სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს, ბაზისბანკის ჯგუფს შეემატა ახალი ...

Read More »

მამუკა ხაზარაძემ გივი რაზმაძეს სახლი უყიდა

მამუკა ხაზარაძემ გივი რაზმაძეს სახლი უყიდა

“ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მზადაა, გივი რაზმაძის სახლი გაუგზავნოს. “საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს. მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და ...

Read More »

თეა წულუკიანი – ძალიან დიდი ფინანსური ტვირთისგან 37 ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდება ​

თეა წულუკიანი - ძალიან დიდი ფინანსური ტვირთისგან 37 ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდება ​

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. ამასთან, კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული ...

Read More »

ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, რომელსაც ხელფასი 500-700 ლარი აქვს – აკაკი ზოიძე

ხშირ შემთხვევაში, საჯარო მოხელე დღე და ღამე მუშაობს, რომელსაც ხელფასი 500-700 ლარი აქვს - აკაკი ზოიძე

„ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია. ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს და მცირდება კიდეც იმ ხარჯებთან შედარებით, რაც ხმარდება პენსიებს, ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და ა.შ.“, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა. ზოიძემ ბიუროკრატიული ხარჯების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ის რეზერვს ხედავს მანქანებით მომსახურებაში, ბენზინსა და სამეურნეო ხარჯებში. „ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებულია. ოთხ პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს და მცირდება კიდეც იმ ხარჯებთან შედარებით, ...

Read More »

რას ისწავლიან და რა ენაზე ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტები

რას ისწავლიან და რა ენაზე ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სტუდენტები

თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ. ქუთაისის მიმდებარედ, მუხნარის ტყეში მშენებარე კომპლექსი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელებმა და საქართველოში მყოფმა გერმანელმა მეცნიერებმა დაათვალიერეს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაფუძნდება. მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან საწავლო და ...

Read More »

ნათია თურნავა – ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფა არ განიხილება

ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფა არ განიხილება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ყურძნის მინიმალური ფასი 70 თეთრია

ლევან დავითაშვილი - ყურძნის მინიმალური ფასი 70 თეთრია

ინდუსტრიულ რქაწითელის ფასი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ხარისხის, 70 თეთრია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დავითაშვილმა რთველის მიმდინარეობასა და ყურძნის ფასებზე ისაუბრა. მისი თქმით, რთველი ინტენსიურ ფაზაშია. გადამუშავებულია 80 000 ტონაზე მეტი ყურძენი, აქედან 50 000 ტონაზე მეტი – რქაწითელი, 20 000 ტონაზე მეტი – საფერავი და დანარჩენი სხვა ჯიში. „ძირითადი ფასი ინდუსტრიულ რქაწითელზე, ...

Read More »

აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავალი 10.6%-ით შემცირდა

აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავალი 10.6%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ტურიზმის სექტორიდან ქვეყნის შემოსავალმა 396.1 მილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წლის აგვისტოში აღნიშნული მაჩვენებელი 442.9 მილიონ დოლარს შეადგენდა.  შესაბამისად, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, შემოსავალი 10.6 პროცენტით შემცირდა. ტურიზმიდან შემოსავლის კლება (-13.3 პროცენტი) ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ივლისშიც დააფიქსირა. იანვრიდან ივნისამდე კი, აღნიშნულ მაჩვენებელს პოზიტიური ტენდენცია ჰქონდა.

Read More »

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში „ფონდ ქართუს“ მიერ ჩადებული 1 მლრდ ევროზე მეტი თანხა, BP-სთან ერთად უმსხვილესი კერძო ინვესტიციაა საქართველოში“

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში „ფონდ ქართუს“ მიერ ჩადებული 1 მლრდ ევროზე მეტი თანხა, BP-სთან ერთად უმსხვილესი კერძო ინვესტიციაა საქართველოში“

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში სხვა მსხვილი საინვესტიციო პროექტებიც ხორციელდება და თუ აქ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის „ფონდ ქართუს“ მიერ 1 მლრდ ევრომდე თანხის მოცულობასაც მივიღებთ მხედველობაში, რაც ენერგო კომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ, იქნება უმსხვილესი კერძო ინვესტიცია, ეკონომიკაზე ამის დადებით ეფექტს არა თუ საშუალო ვადიან პერიოდში, არამედ უკვე მომავალ კვარტლებში ვნახავთ“, – ...

Read More »

„შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, პოლიციელებმა დააკავეს

„შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, პოლიციელებმა დააკავეს

„შამანი“, რომელიც კრემლიდან „პუტინის განდევნას“ გეგმავდა, დააკავეს. როგორც რუსული გამოცემა „ზნაკ.კომ“ იუწყება, ალექსანდრ გაბიშევი ბურიატიისა და ირკუტსკის ოლქის საზღვარზე 40-მა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პოლიციელმა დააკავა. თვითმხილველების ცნობით, ინციდენტი ფედერალურ გზატკეცილზე მოხდა, სადაც „შამანი“ ღამეს ათენებდა. „შამნმა“ ალექსანდრ გაბიშევმა მოსკოვისკენ გეზი ექვსი თვის წინ აიღო. რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას ის 2021 წელს გეგმავდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ „პუტინი ბოროტი ძალების მიერ არის შექმნილი და მასთან გამკლავება მხოლოდ შამანს შუძლია“. როგორც ტელეკომპანია „დოჟდი“ წერს, გაბიშევის წინააღმდეგ ...

Read More »