Home » 2019 » September » 18

Daily Archives: September 18, 2019

ჭუბერის მცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

ჭუბერის მცხოვრებლები ხეობის განსაკუთრებულ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობენ

ჭუბერში ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს. არაჩვეულებრივი ხეობაა თავისი ბუნებრივი ტბებით, ბუნებით, რაც ტურისტებისთვის საინტერესოა, –  ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ტიტას“ მფლობელმა გია ვიბლიანმა განუცხადა. ვიბლიანი და სხვა ადგილობრივები ხეობის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ ძირითადად უცხოელი სტუმრები ჰყავთ და ბევრმა ქართველმა მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ულამაზესი ხეობის შესახებ არაფერი იცის. გია ვიბლიანი, რომელსაც ნენსკრას ხეობაში ...

Read More »

McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

McDonald’s, 19 სექტემბერს, ყველას საჩუქარს გაუგზავნის

გლობალური კამპანიის (McDelivery Night) ფარგლებში, „მაკდონალდს საქართველომ“ გადაწყვიტა, 19 სექტემბერს, 24 საათის განმავლობაში, ყველა მომხმარებელს, ვინც „მაკდელივერის“ სერვისით ისარგებლებს, გემრიელი საჩუქრები გაუგზავნოს. „McDelivery Night“, რომელიც საქართველოში წელს პირველად იმართება, მაკდონალდსის გლობალური კამპანიაა და 50-მდე ქვეყანაა ჩართული. კამპანიის ფარგლებში, „მაკდონალდსი“ დღე-ღამის მანძილზე მომხმარებლებს სხვადასხვა საჩუქარს სთავაზობს. აქციაში ჩასართავად საჭიროა, 19 სექტემბერს ისარგებლოთ „მაკდელივერის“ სერვისით და შეუკვეთოთ „მაკდონალდსის“ ნებისმიერი პროდუქტი Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების საშუალებით“. „მაკდონალდსი“ ...

Read More »

იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა

 იანვარ-აგვისტოში ქართული ბარათებით უცხოეთში 1.45 მილიარდი ლარის ოპერაციები დაფიქსირდა. ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია ნათქვამი. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. შარშან, ანალოგიურ პერიოდში 1.097 მილიარდი ლარის ოპერაციები შესრულდა. შესაბამისად, ერთ წელიწადში ზრდამ 32 პროცენტი შეადგინა. საუბარია უცხოური ბანკომატებისა და პოსტერმინალების მონაცემებზე, ასევე ინტერნეტგადახდებზე.

Read More »

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

კობა გვენეტაძე: ვმუშაობთ საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის დასაწყისში ამოქმედებული ახალი რეგულაციების, ძირითადი მიზნები მიღწეულია და ეროვნული ბანკი უშვებს შესაძლებლობას რომ რეგულაციების წესები გადაიხედოს და იყოს უფრო გამარტივებული. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონრად ადენაუერის ფონდისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. „ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს რეგულაციების გადახედვა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პროცესი ამგვარად წარიმართებოდა ვმუშაობთ ...

Read More »

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთში ელექტროსიგარეტის მოხმარება და წარმოება აიკრძალა

ინდოეთის მთავრობამ დღეს ქვეყნის ტერიტორიაზე ელექტროსიგარეტების მოხმარება და წარმოება აკრძალა, წერს Hindustantimes-ი. შესაბამისი განკარგულება ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა. ინდოეთში ელექტროსიგარეტის აკრძალვის შესახებ ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოში გამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ელექტროსიგარეტის წარმოების და მოხმარების აკრძალვა ითხოვა, კანონის დამრღვევებისთვის კი საჯარიმო სანქციები. კანონპროექტის თანახმად, მეწარმეთათვის ფინანსური სანქცია(500 ათასი რუპია) $6,7 ათასიან ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო ელექტროსიგარეტის ხელმეორედ ...

Read More »

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის საკუთრება – ბიძინა ივანიშვილი

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის საკუთრება - ბიძინა ივანიშვილი

ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის ფეისბუქგვერდზე განთავსდა. ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება სახელწოდებით – „ადგილი, სადაც ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება“. „საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქუთაისის უნივერსიტეტისთვის 1 მილიარდი ევრო გამოიყოფა

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქუთაისის უნივერსიტეტისთვის 1 მილიარდი ევრო გამოიყოფა

“ფონდი “ქართუს” ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად მილიარდი ევროს გაიღება. ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არასდროს მომხდარა”, – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა. ქუთაისია უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი  კი იქნება ვოლფანგ ჰერმანი “ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, დიდი სიხარული მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისის ...

Read More »

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციური წნეხის საპასუხოდ. ამა წლის 11-17 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სსფ-ს მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება. ვიზიტის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი: „საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი ...

Read More »

შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე – არჩილ კაიკაციშვილი

შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე - არჩილ კაიკაციშვილი

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი გახადოს პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია 28 აგვისტოს შეწყალების სიაში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებიც მოხვედრილიყო. არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადება შეწყალების პროცესზე გამოცხადდეს მორატორიუმი, დაიწყოს შეწყალების კრიტერიუმებზე მუშაობა და დაიხვეწოს პროცედურები, პრობლემის მიმართ სწორი დამოკიდებულებაა, ...

Read More »

სიტუაცია მართლაც დამძიმებულია – ეკონომისტი NDI-ის კვლევის შედეგებზე

სიტუაცია მართლაც დამძიმებულია - ეკონომისტი NDI-ის კვლევის შედეგებზე

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია. გამოკითხულთა უმეტესობა პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და მთავრობას აკისრებს. ეკონომიკის კუთხით კვლევების შედეგებთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს გავესაუბრეთ. ეკონომისტს მიაჩნია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ობიექტურად აქვს ჩივილის მიზეზი, იმდენად რამდენად წნეხი მოწყვლად ფენაზე არის გაზრდილი. „სიტუაცია მართლაც დამძიმებულია, ნომინალური გაცვლითი კურსის წნეხმა ...

Read More »