Home » 2019 » September » 17

Daily Archives: September 17, 2019

მიხეილ ბატიაშვილი – მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მიხეილ ბატიაშვილი - მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა

მაიკროსოფტის ხელოვნური ინტელექტი ქართული ენისთვის გაიხსნა. მასში უკვე არსებობს მილიონი ქართული წინადადება, რომელსაც ისეთივე გაზრდა სჭირდება, როგორც ჩვენს მოსწავლეებს, – ამის შესახებ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა, სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების კომპლექსური რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. ამასთან, მაიკროსოფტის რეგიონულმა დირექტორმა, გენერალურმა მენეჯერმა კალინ დიმტჩევმა განათლების რეფორმა ტექნოლოგიების მიმართულებით დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მთავრობას გააჩნია ამბიციური და პროგრესული გეგმა, ...

Read More »

მერსედეს ვერა მარტინი – საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია

მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მყარია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას – ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებასა და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინის შეხვედრაზე აღინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები განიხილეს. მათივე ცნობით, ...

Read More »

კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია

კვლევის თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი - 643 ლარია

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობისთვის მისაღები ხელფასი საშუალოდ 719 ლარია. კერძოდ, მონაცემების თანახმად, იმ გამოკითხულთა უმრავლესობა რომელთა ასაკი 18-34 წელია მინიმალურ ხელფასად, რაზეც მუშაობას დათანხმდებოდა 782 ლარს ასახელებს, 35-54 ასაკის რესპონდენტები 775 ლარს, 55+ ასაკის რესპონდენტები კი მინიმალურ ხელფასად 591 ლარს ასახელებენ. NDI-მ მინიმალური ხელფასის საკითხი გენდერულ ჭრილშიც გამოიკვლია. მონაცემების თანახმად, კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი ...

Read More »

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია

ვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა წამლების საფასურია. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24 პროცენტი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური. კვლევის საველე სამუშაოები ...

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტი წელს 20%-ით გაიზარდა, ექსპორტი 59%-ით შემცირდა

ელექტროენერგიის იმპორტი წელს 20%-ით გაიზარდა, ექსპორტი 59%-ით შემცირდა

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა (ესკო) აგვისტოს თვის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტმა 119.17 მლნ კვტ.სთ შეადგინა, ექსპორტმა კი 0.08 მლნ კვტ.სთ. იანვარ-აგვისტოს მონაცემებით კი, იმპორტის მოცულობამ 835.19 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ამავე თვეების მაჩვენებელზე 20.5 პროცენტით მეტია. ამასთან, ექსპორტის მოცულობა 240.65 მლნ კვტ.სთ იყო, რაც 2018 წლის რვა თვეზე 59.1 პროცენტით ნაკლებია. ზაფხულის თვეებში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა ...

Read More »

ერდოღანის განცხადებით, ანკარა 3 მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

ერდოღანის განცხადებით, ანკარა 3 მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ლტოლვილებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილ ე.წ. უსაფრთხო ზონაში დააბრუნებენ. ბუფერული ზონაში უსაფრთხოებას აშშ და თურქეთი ერთობლივად იცავენ. სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესახებ ერდოღანმა ანკარაში, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებთან გამართულ სამიტზე განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე სირიელ ქურთ მებრძოლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ...

Read More »

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76% ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 76 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას საკვებში ხარჯავს. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62 პროცენტი ამბობს, რომ საკუთარ შემოსავალს კომუნალურ ხარჯებში ხარჯავს, ამასთან, გამოკითხულთა 38 პროცენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტ თანხას წამლებში, ხოლო 30 პროცენტი საკუთარ შემოსავლებს სესხში, განვადებასა და იპოთეკაში ხარჯავს. კვლევის საველე სამუშაოები ...

Read More »

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან, მათ შორის სამინისტროსთან, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავს შეიკავებს მხარეთა შორის ჩვეულებრივი ორმხრივი კომუნიკაციის ფარგლებში სამინისტროსთან გამართული, კონფიდენციალური განხილვების თაობაზე კომენტირებისგან; ასევე განხილვებთან დაკავშირებით სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე კომენტირებისგან. კონსორციუმი აგრძელებს ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას პროექტთან ...

Read More »