Home » 2019 » September » 16

Daily Archives: September 16, 2019

ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ლარის გაუფასურებაა – არჩილ მესტვირიშვილი

ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ლარის გაუფასურებაა - არჩილ მესტვირიშვილი

შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, ინტერნეტ სივრცეში ეროვნული ბანკის საქმიანობის შესახებ გავრცელებული პროპაგანდისტული გვერდების შესახებ კომენტირებისას განუცხადა. კითხვაზე, ვის შეიძლება აწყობდეს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ნეგატიური პროპაგანდა, აცხადებს, რომ სებ-ის დასუსტება შესაძლოა, მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს. „ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული ...

Read More »

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

ვითიბი ბანკის თასზე საცხენოსნო ტურნირი გაიმართა

13 -დან  15 სექტენბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართა   მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე – VTB CUP.  შეჯიბრში წარმოდგენილი  იყო – წინაღობათა გადალახვა. ტურნირის ორგანიზატორია  საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, ხოლო გენერალური სპონსორი ვითიბი ბანკი. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ მხედრები: საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და ბელორუსიდან. ტურნირის ორი ეტაპი 13 და 14 სექტემბერს  გაიმართა, ხოლო ფინალური ეტაპი 15 სექტემბერს ჩატარდა. შეჯიბრის გამარჯვებული, დიდი ...

Read More »

რას წარმოადგენს Meridian Capital Limited-ი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაუწუნა

რას წარმოადგენს Meridian Capital Limited-ი, რომელიც მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაუწუნა

ბრიტანული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ანაკლიის პორტის უმსხვილეს ინვესტორად მოიაზრებოდა, მამუკა ხაზარაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დაუწუნა. როგორც ბიზნესმენმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო“. „12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ,“- აღნიშნა ...

Read More »

აუდიტის სამსახური – 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ითაა ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი 0%-ითაა ათვისებული

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, 0%-ითაა ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან 30%-მდე რესურსი, ხოლო 22 პროექტში ათვისების მდგომარეობა 30-100%-მდე მერყეობს. ამასთან, ...

Read More »

1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

როგორც “როიტერსი” წერს, 1991 წლის შემდეგ, ნავთობზე ფასის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიზეზი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტების აფეთქებაა. აშშ-ი აფეთქებაში ირანს ადანაშაულებს. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასები საუდის არაბეთის ობიექტებზე თავდასხმის შემდეგ, ორშაბათს, 19,5%-ით გაიზარდა და $71.95 შეადგინა. მსგავსი მყისიერი ზრდა ფასების ყველაზე დიდი მაჩვენებელია 1991 წლის 14 იანვრის შემდგომ. ფასმა პიკური მაჩვენებლიდან მას შემდგომ დაიწია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპა ...

Read More »

მეტი სიცოცხლის გადარჩენა – სოციალური კამპანია ვოლვოსგან

ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამიწის სხვადასხვა წერტილში ავტოსაგზაო შემთხვევების გამო სამი ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვოლვომ შეძლო მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მისი უნიკალური სამწერტილოვანი ღვედის გამოგონებით, რის შემდეგაც კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა შეექმნა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები და მუდმივად ეზრუნა სიცოცხლის ...

Read More »

პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

2020 წლის თებერვლიდან პარიზის ხელისუფლება დედაქალაქის მცხოვრებლებს ელექტრონული ველოსიპედის შეძენისთვის 500 ევროთი დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ტრანსპორტის მინისტრის ვალერი პეკრესის თქმით, მთავრობას წარედგინა ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებისთვის ელექტრონული ველოსიპედის შესაძენად 500 ევროს მისცემს. როგორც DW წერს, კარგი ელექტრო ველოსიპედები საშუალოდ 2000 ევრომდე ღირს. ეს შეთავაზება ძალაში თებერვლიდან შევა. სექტემბრიდან კი ამოქმედდა სატესტო პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძელავადიანი პერიოდით ...

Read More »

შენობა-ნაგებობის რემონტის ან დემონტაჟის შეჩერება, რომელიც იერსახეს ამახინჯებს, ფინანსურად დასჯადი იქნება

შენობა-ნაგებობის რემონტის ან დემონტაჟის შეჩერება, რომელიც იერსახეს ამახინჯებს, ფინანსურად დასჯადი იქნება

იმ შენობა-ნაგებობის რემონტის, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, ფინანსურად დასჯადი იქნება. ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარლამენტს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებს სთავაზობს. მთვარობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც მუნიციპალიტეტის იერ-სახის დამახინჯებას იწვევს, რომელიც საზოგადოებრივი სივრციდან ...

Read More »

პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება

პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება

პირველი ოქტომბრიდან სკოლის პედაგოგების ხელფასი 150 ლარით იზრდება. ხელფასის მატება შეეხება სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს. შესაბამისად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს. უფრო კონკრეტულად, პირველი ოქტომბრიდან: უფროსი მასწავლებლების ხელფასი იქნება 1011 ლარი, წამყვანი მასწავლებლების – 1435 ლარი, მენტორი მასწავლებლების – 1745 ლარი. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ პედაგოგებს 2022 წლამდე ...

Read More »

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე – დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

ბიზნესომბუდსმენის მოადგილე - დაგეგმილი სახით შრომის კოდექსის ცვლილება შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს

სამუშაო შეხვედრაზე – „შრომითი უფლებები საქართველოში: ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე გურამ გიორგაძე და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერასაქართველოში“ (PROLoG), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს. ...

Read More »