Home » 2019 » September » 13

Daily Archives: September 13, 2019

საქართველოში პირველად, ყურძნის საკრეფი კომბაინი შემოიტანეს

საქართველოში პირველად, ყურძნის საკრეფი კომბაინი შემოიტანეს

საქართველოში პირველად, მოსავალს ყურძნის საკრეფი კომბაინით იღებენ. „ჭკვიანი ტექნიკა“ კახეთში, სოფელ კონდოლში, “თელავის ღვინის მარნის” კუთვნილ ვენახებში საქმეს უკვე შეუდგა. კომბაინი მხოლოდ მარცვალს იღებს და მოსავლის აღება დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეუძლია. ყურძნის საკრეფი კომბაინი საფრანგეთშია წარმოებული. ინფორმაციას ამის შესახებ agro.jrc.ge ავრცელებს.

Read More »

Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

Audi-ს ახალ ავტომობილს გზას ფარების ნაცვლად დრონები გაუნათებენ

გერმანულმა კომპანიამ Audi-მ ფრანქფურტის 68-ე საერთაშორისო ავტოსალონზე წარმოადგინა კონცეპტუალური ელექტრომობილი Audi AI: Trail-ი, რომელსაც ფარები არ აქვს. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს. ფარების ფუნქციას შუქდიოდურ ელემენტებზე მომუშავე ხუთი სამკუთხა დრონი შეასრულებს, რომლებიც ავტომობილის წინ იფრენენ, გზას გაანათებენ და ჩაშენებული კამერებიდან ვიდეოგამოსახულებას ავტომობილის მონიტორზე გადასცემენ. კომპანიის ინფორმაციით, AI: Trail-ი მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომლის უკანა სავარძლების მოხსნა და მათი ჰამაკების სახით გამოყენება არის შესაძლებელი. ერთი დამუხტვით ავტომობილი 400-500 კილომეტრს გაივლის. დაიწყება თუ არა ოდესმე კონცეპტის მიხედვით ავტომობილების სერიული წარმოება, ჯერჯერობით უცნობია. ...

Read More »

თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება – თიბისი კვლევები

თუ ლარის ეფექტური კურსი არ გამყარდა, წლის ბოლომდე ინფლაცია დაახლოებით 7%-ით განისაზღვრება - თიბისი კვლევები

მას შემდეგ რაც საგარეო სექტორი ძლიერი იყო და სებ-ი რეკორდულად მაღალი ოდენობის სავალუტო რეზერვებს ყიდულობდა, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესუსტებამ საგარეო სექტორის დინამიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. ამასთან, საგარეო ბალანსი მაინც ზომიერად ძლიერი რჩება. საკუთრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება იმავე პერიოდში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებამ სრულად გადაფარა. ისევე, როგორც ივლისის ტურიზმის კლებაზე გაცილებით მეტი იყო ამავე თვეში სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება. ...

Read More »

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება – უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

თუთუნი მკვეთრად გაძვირდება - უფილტრო სიგარეტის ფასი ფილტრიანისას გაუთანაბრდება

პარლამენტი ძალიან მალე ცვლილებებს დაამტკიცებს და მწეველებს იანვრიდან დამატებითი თავსატეხი გაუჩნდებათ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტ შორის ფასთა სხვაობა აღარ იარსებებს და ფაქტრობრივად, ერთმანეთს უთანაბრდება. იანვრიდან გაძვირდება თუთუნიც. მიზეზი პარლამენტში შეტანილი კანონპროეტ ის ცვლილებებია, რომლითაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი უქმდება. მწეველები ახალი წლიდან უარეს დღეში ჩაცვივდებიან. დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას ...

Read More »

ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი რუბლი მოიპარა

ვინ არის ქართველი ქალი, რომელმაც რუსეთის ბიუჯეტიდან 1 მილიარდი რუბლი მოიპარა

55 წლის ელენე კვიმსაძეზე რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მას თანამზრახველებთან ერთად განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობა ედება ბრალად. საერთო ჯამში საუბარია დაღესტნის ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიარდი რუბლის მითვისებაზე. ქართველი ქალის პირადი მონაცემები ინტერპოლის საიტზე წითელი ცირკულარით აიტვირთა. ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება დაღესტნის საგანმანათლებლო დაწესებულებების კომპიუტერებით აღჭურვას, საიდანაც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მოადგილის, ივან სუდორუკის ინფორმაციით, 97 მილიონი რუბლის მითვისება მოხდა. დანაშაულებების ...

Read More »

ვანო ჩხარტიშვილი – ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო მოხდა

ვანო ჩხარტიშვილი - ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესების გამო მოხდა

ბიზნესმენი ვანო ჩხარტშვილი მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. მამუკა ხაზარაძემ 12 სექტემბერს თქვა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დახმარებით “თიბისი ბანკისგან” 30 მილიონი დოლარის მიღებას ცდილობდა. ჩხარტიშვილი “თიბისი ბანკის” დამფუძნებელს ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ხაზაძესთან დავა შეწყვიტა და ამით საფინანსო ინსტიტუტისადმი ნდობის დაკარგვა არ დაუშვა. ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ ხაზარაძესთან საქმის მოგვარებაში ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული. “ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის ...

Read More »

კახა ოქრიაშვილი – ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის

კახა ოქრიაშვილი - ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის

„ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები მაღალი არ არის,“- ასე ეხმაურება ფარმაცევტული კომპანია PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „კომერსანტთან“ მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირების საკითხს. მისი განმარტებით, მედიკამენტების 90%-ზე მეტი ევროპიდან შემოდის, მას ქვეყანა ევროზე/დოლარზე ყიდულობს, ამიტომ ლარში გამოხატული ფასები, რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის ძვირი გამოდის. როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, რეგულაციები არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეეწყოს და ისე იმუშაოს, რომ ღირსეულ ფასად მოამარაგოს ქვეყანა მედიკამენტებით. ...

Read More »

„არცერთი ჩემი კომპანია არც ერთ ქვეყანაში არანაირ ბიზნეს გაერთიანებაში არ შედიოდა და არ შევა“

„არცერთი ჩემი კომპანია არცერთ ქვეყანაში არანაირ ბიზნეს გაერთიანებაში არ შედიოდა და არ შევა“

გუშინ, სოციალურ ქსელში საინიციატივო ჯგუფი – ,,თავისუფალი მეწარმეების“ საგანგებო განცხადება გავრცელდა. „საზოგადოებისთვის ცნობილია ჩვენი საინიციატივო ჯგუფისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარე გაუგონარი ტერორის შესახებ, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ასოციაციის მხრიდან ზაზა ოქუაშვილის მხარდაჭერას. რამოდენიმე თვეა, ჩვენი ასოციაცია განიცდის ზეწოლას, რომელიც, რა თქმა უნდა აზრს მოკლებულია, რადგან ყოველი ნამდვილი ენტერპრენერი – სულით ხორცამდე თავისუფალია! ჩვენ მივიღეთ შემოთავაზება ბატონი ვასილ სოფრომაძისა ...

Read More »

აგვისტოში საქართველოს საგარეო ვალი 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

აგვისტოში საქართველოს საგარეო ვალი 26 მილიონი დოლარით გაიზარდა

2019 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 387 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 870 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 26 მილიონი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 219 მილიონი დოლარით მეტია. კერძოდ, 2019 წლის 31 ივლისის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 361 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 819 მილიონ ლარს გადააჭარბა. ...

Read More »

„მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები და ინვესტიციების ბუნება – იქნება უცხოური თუ ადგილობრივი“

„მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები და ინვესტიციების ბუნება - იქნება უცხოური თუ ადგილობრივი“

ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები და ინვესტიციების ბუნება – იქნება უცხოური თუ ადგილობრივი, ეს აბსოლუტურად მეორადი საკითხია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ახალი მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან უპასუხა კითხვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-ით კლებასთან დაკავშირებით. „ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ინვესტიციები, იქნება ეს უცხოური თუ ადგილობრივი და მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდა. ინვესტიციების ბუნება – იქნება უცხოური თუ ადგილობრივი, აბსოლუტურად მეორადი ...

Read More »