Home » 2019 » September » 12

Daily Archives: September 12, 2019

როინ მეტრეველი – თვითონ რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი

როინ მეტრეველი - თვითონ რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი

ეს არის აბსურდი, ე.წ. გენოციდის აღიარება რუსეთის მხრიდან დიდი დანაშაული და შეცდომა იქნება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ისტორიკოსმა როინ მეტრეველმა განუცხადა. ამით ის გამოეხმაურა რუსეთის დუმის თავმჯდომარის განცხადებას, რომლის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვის საფუძველზე, სათათბიროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის საკითხს „ოსების გენოციდის ცნობის შესახებ“. ისტორიკოსის თქმით, აღნიშნული საკითხი ახალი ამბავი არ არის, თუმცა, ახლა აქტუალური კიდევ ...

Read More »

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

ქართული წარმოების ბავშვის ტანსაცმელი ექსპორტზე საფრანგეთში გავიდა

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით, ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა. ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე Playtime Paris დაინტერესდა. აღნიშნულ გამოფენაზე ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი. კომპანიის „რკოს“ ტანსაცმელი მალე გაიგზავნება ინგლისსა და იტალიაში. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია golden blossom-ში, იტალიაში კი,  ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.

Read More »

რუსეთში მამაომ თვითმფრინავიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა, რათა ქალაქი ლოთობისა და მრუშობისგან ეხსნა

რუსეთში მამაომ თვითმფრინავიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა, რათა ქალაქი ლოთობისა და მრუშობისგან ეხსნა

რუსეთში სასულიერო პირმა თვითმფრინავიდან ნაკურთხი წყალი გადაასხა, რათა მოსახლეობა ლოთობისა და მრუშობისგან ეხსნა, – ამის შესახებ tvrain.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფაქტი ქალაქ ტვერში 11 სექტემბერს მოხდა, როდესაც მოსახლეობა სიფხიზლის დღეს აღნიშნავდა. მედიის ცნობით, სასულიერო პირმა ქალაქს გადაუფრინა და 70 ლიტრის ოდენობის წყალი გადაასხა. გარდა ამისა, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ ცოლ-ქმარი, რომელიც “ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან სასწაულით განიკურნა”. expressnews.com.ge

Read More »

უპრეცედენტო შეთავაზება აკულუმატორებზე „თეგეტა მოტორსისგან“

უპრეცედენტო შეთავაზება აკულუმატორებზე „თეგეტა მოტორსისგან“ “თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ყველა სეგმენტის აკუმულატორებზე სპეციალურ აქციებს სთავაზობს, რომლის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის Varta-ს აკუმულატორები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი აკუმულატორი დაზიანდა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ. “თეგეტა მოტორსი“ 2000 წლიდან არის Varta-ს ოფიციალური დილერი საქართველოში. Varta მრავალი წელია მსოფლიო ბაზრის ლიდერია თავის სეგმენტში. აქციის ფარგლებში ასევე 3 წლამდე ...

Read More »

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძეხვეული თამბაქოს მოწევას გაუთანაბრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ძეხვეული თამბაქოს მოწევას გაუთანაბრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ექსპერტებმა გადამუშავებული ხორცი სერიოზულ კარცეროგენების რიცხვს განაკუთვნეს. მათ ეს პროდუქტი თამბაქოს და ალკოჰოლის მიღებას გაუთანაბრეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყოველ დღიურად 50 გრამი ასეთი პროდუქტის მიღება 18%-ში მიზეზია კოლორეკტალური კიბოს (კუჭ-ნაწლავის კიბო) წარმოქმნის. მეცნიერების დასკვნით, წითელი ხორცი (ძროხა, ღორი, ცხვარი) თავის თავად შეიძლება კარცეროგენს წარმოადგენდეს. თუმცა, მონაცემები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებენ – არასაკმარისია. ბევრი რამ დამოკიდებულია ხორცის გადამუშავებაზე. მაგალითად, ცნობილია, რომ ...

Read More »

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილზეა

„ფრეიზერ ინსტიტუტის“ (Fraser institute) 2019 წლის რეიტინგის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ თანახმად, საქართველოს პოზიცია, წინა წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუმჯობესდა და მე-12 ადგილი დაიკავა 162 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 7,94 ქულა შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ფრეიზერ ინსტიტუტის“ რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს – მთავრობის ზომა, სამართლებრივი ...

Read More »

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები – სია ამ დროისთვის

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრები – სია ამ დროისთვის

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის “ლელოს” რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილია. როგორც “ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში BM.GE–ს განუცხადეს, მოძრაობას, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შეუერთდნენ: ლევან ბოძაშვილი – იურისტი, დეა მეტრეველი – წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, საბა ბუაძე – იურისტი, გია გუგუშვილი – სამხატვრო აკადემიის რექტორი, ლევან კობახიძე – იურისტი, თინა მამულაშვილი – “ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობის დირექტორი, თეონა დოლენჯაშვილი – ...

Read More »

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11%-ით შემცირდა

2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება 2019 წლის რვა თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3,640,823 მგზავრს მოემსახურა, რაც რვა პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან ...

Read More »

„აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ სტრუქტურებს შარშან 33 ანგარიში გადაუგზავნა”

„აუდიტის სამსახურმა სამართალდამცავ სტრუქტურებს შარშან 33 ანგარიში გადაუგზავნა”

2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 33 ანგარიში გადაუგზავნა სამართალდამცავ სტრუქტურებს, მათგან 26 შეეხებოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა განუცხადა. მექვაბიშვილის ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა საკითხზე, სადაც აუდიტის სამსახურის მიერ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები და მიმდინარეობს გამოძიება. აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს 2018 წლის ანგარიშს აცნობს. მექვაბიშვილის განცხადებით, შარშან 90 ანგარიში გამოქვეყნდა, რაც ისტორიულად მაღალი ...

Read More »

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს

ისევ დაუდევრობა, ისევ უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა და აფეთქებას გადარჩენილი კიდევ ერთი კორპუსი – „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს. კორპუსის შესაძლო აფეთქების შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს: „საბურთალოს რაიონიდან, ვაჟა ფშაველას პირველი ჩიხიდან „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შემოვიდა, რომელმაც განმარტა, რომ ერთ-ერთი სადარბაზოს დაკეტილი ბინიდან  გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ზარის შემოსვლიდან მალევე ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ ...

Read More »