Home » 2019 » September » 10 (page 2)

Daily Archives: September 10, 2019

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს

დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს და ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შესაბამისი განცხადებით მან პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. ​შოთა შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას „ქართული ოცნებიდან“ სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.

Read More »

სემეკ-ის თავმჯდომარე სავარაუდოდ, დავით ნარმანია გახდება

სემეკ-ის თავმჯდომარე სავარაუდოდ, დავით ნარმანია გახდება

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს, რომელიც ამჟამად სემეკ-ის წევრია. აღნიშნული ინფორმაცია ნარმანიამ დღეს მედიასთან არც დაადასტურა და არც უარყო. მან ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურებიც განმარტა. „ვერ დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი პროცედურები, არც თუ ისე მარტივი, სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. ასე რომ, ...

Read More »

„თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ V მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება“

„თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება და პროცესის დაწყება“

ქართველებმა უნდა იმსჯელოთ, მისაღებია თუ არა უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაერთიანება ისე, რომ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიები მეხუთე მუხლმა არ დაფაროს, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. რასმუსენის თქმით, თუ საქართველოში ამას გადაწყვეტენ, ქართველებს შეუძლიათ, საკითხის დაყენება, რის შემდეგაც ნატო-ს მოკავშირეებს სამსჯელო ექნებათ. „ახლა იმ წევრებისთვის, რომლებიც თავს იკავებენ ადვილია თქმა, რომ საქართველოს აქვს ...

Read More »

49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები გახდა. ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ნოდარ ხადური 1997-1998 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, აპარატის უფროსი, შიდა ქართლის სამხარეო-საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი; 1999 წლიდან ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1999-2000 ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

თბილისის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა  სამუშაოების ფარგლებში ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირზე ამ ეტაპზე მიმდინარე, 2 კილომეტრის გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნული გაზსადენი ძლიერ ამორტიზირებული იყო და ათწლეულების მანძილზე, მისი გაყვანის დღიდან, მასზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. 250 მილიმეტრიანი გაზსადენი სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის 350 მილიმეტრიანი მილით. შედეგად, 11 სექტემბრის 08:00 სთ-დან 12 სექტემბრის 10:00 სთ-მდე გაზმომარაგება შეუწყდება ...

Read More »