Home » 2019 » September » 09

Daily Archives: September 9, 2019

გლდანში, ხიზანიშვილსა და ვეკუას ქუჩებზე ველობილიკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა

გლდანში, ხიზანიშვილსა და ვეკუას ქუჩებზე ველობილიკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა

გლდანში, ხიზანიშვილსა და ვეკუას ქუჩებზე ველობილიკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ“ გვერდზე ლაივ ჩართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათთვის განკუთნილ სპეციალურ ზოლებზე, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს. „გლდანში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეოს. მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად დამთავრებულია. ამ პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო ქსელი და წყლის სისტემა მთლიანადა ...

Read More »

თურნავა – საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

თურნავა - საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა. „მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა“, – განაცხადა ეკონომიკისა ...

Read More »

საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს – აკაკი ზოიძე

საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს - აკაკი ზოიძე

„პენსიის ზრდის 20-ლარიანი გეგმა 2020 წლიდან ბიუჯეტში გაწერილი ისედაც იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და გიორგი გახარიას განცხადებაში იმაზეა საუბარი, რომ შეიქმნება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პენსიონერები პოლიტიკოსების დაპირებებზე დამოკიდებულები არ იქნებიან. უნდა მივიღოთ ინდექსაციის კანონი, რომ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის პარალელურად, პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს”, – ასე აფასებს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიის ზრდის თაობაზე ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო აჭარის რეგიონში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო აჭარის რეგიონში მდებარე ვალუტის გადამცვლელ 83 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში განხორციელებული შემოწმების ფარგლებში, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნათა დარღვევების გამო, 83 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 77 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების ...

Read More »

პარფიუმერიაში, რომელიც საქართველოში იყიდება, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

პარფიუმერიაში, რომელიც საქართველოში იყიდება, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა

მომხმარებელი.გე-მ თბილისის მაღაზიებში 35 დასახელების პროდუქცია შეიძინა და შესასწავლად საფრანგეთის ლაბორატორიებში გადააგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ მათივე ვებ-გვერდზეა განთავსებული: “5 პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა! თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების – პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ...

Read More »

„გახარიას სამთავრობო პროგრამის განხორციელებით, წლის ბოლოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მაღალი იქნება“

„გახარიას სამთავრობო პროგრამის განხორციელებით, წლის ბოლოსთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი მაღალი იქნება“

განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გარკვეულწილად შემცირდა, მაგრამ ფაქტია, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იზომება არა უბრალოდ, შემომავალი ნაკადებით, არამედ შემომავალი და გამავალი, ანუ ინვესტორთათვის ვალდებულებების შემცირების პარამეტრებს შორის სხვაობით, – ამის შესახებ საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველო გადავიდა საგარეო ვალდებულებების დაფარვის აქტიურ ფაზაში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან. “მინდა ...

Read More »

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა – გახარია

ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა - გახარია

“ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას. “ეს მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ და სიღარიბის მაღალი დონის საზოგადოებაში სერიოზული ხარჯებია, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები იხდიან. ზედა ზღვრის დაწესება ეს ერთ-ერთი ოფციაა, ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტია. ამ თემასთან კავშირში მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები”, – განაცხადა გახარიამ. პარლამენტარები ...

Read More »

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ფარმაცევტული პროდუქტების ნაწილობრივ რეგულირებადი ფასთწარმოქმნის პრინციპი დავიწყოთ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. მისი განმარტებით, სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას, ფასთწარმოქმნის პრინციპით. “ქვეყანაში არ არსებობს ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ პარტიასაც აფუძნებს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. “მომდევნო ორ დღეში გამოვაცხადებთ ჩვენი დაფუძნების თარიღსა და ადგილმდებარეობას. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე შეგატყობინებთ თუ როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ იქნება ასევე უახლოეს ხანში. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ არც გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც იცით გიორგი წავიდა პოლიტიკიდან, ის მუშაობს ...

Read More »

რევაზ არველაძე – ბანკები ჩვილი ბავშვები არიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით

რევაზ არველაძე - ბანკები ჩვილი ბავშვები არიან, ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის რევაზ არველაძის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიები “სუპერ მოგებაზე” მუშაობენ. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავობის ახალ შემადგენლობას კენჭი უნდა უყარონ. “როცა ბანკებზე ვსაუბრობთ, რომ გააკოტრეს მოსახლეობა, ისინი ჩვილი ბავშვებივით გამოიყურებიან ფარმაცევტულ კომპანიებთან შედარებით. ხომ არ გაქვთ რაიმე ჩაფიქრებული, რომ ეს საკითხი მოგვარდეს? მაგალითად, რომ დავუწესოთ რენტაბელობის ზედა ზღვარი? 3 დღე კვირაში აიაფებენ 20%-ით, მაგრამ მაინც სუპერ მოგებებზე ...

Read More »