Home » 2019 » September » 07

Daily Archives: September 7, 2019

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“

„ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა“

დღეს, ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილები უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალური პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გახარიას განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის სიღარიბე ყველაზე დიდი გამოწვევაა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. „სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების ...

Read More »

მგზავრობა კიდევ გაძვირდება, კომპანიები და მძღოლები წაგების ზღვარზე მუშაობენ

მგზავრობა კიდევ გაძვირდება, კომპანიები და მძღოლები წაგების ზღვარზე მუშაობენ

ლარის კურსის გაუფასურების გამო, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფასის გაზრდა გარდაუვალია. ამის მიზეზი კი იმპორტირებული საწვავია, რომლის ღირებულებაც ლარის კურსის გაუფასურების პარალელურად იზრდება. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები მგზავრობის ტარიფების კიდევ უფრო მატებას ვარაუდობენ, თუკი ვითარება მყისიერად არ გამოსწორდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე დასტაბილურდა, ამას ასახვა ქართულ ბაზარზე არ ჰქონია, რადგან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ლარი ...

Read More »

გიორგი ლომია – მთავრობა პიარის კუთხით ძალიან ცუდად მუშაობს

გიორგი ლომია - მთავრობა პიარის კუთხით ძალიან ცუდად მუშაობს

ძალიან ცუდად მუშაობს თქვენი მთავრობა პიარის კუთხით, პირდაპირ გეუბნებით, – ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი ლომიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას. მისი თქმით, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, რაც ძალიან ცუდია და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. შესაბამისად, მისი თქმით, „პატრიორტთა ალიანსი“ ინიციატივით გამოდის, რეზინის ტყვიები საერთოდ აიკრძალოს. „გამოვდივართ ინიციატივით, ...

Read More »

შსს რეგულაციებს ამკაცრებს – საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა

შსს რეგულაციებს ამკაცრებს - საგზაო მოძრაობის წესების რომელ დარღვევებზე გაგეზრდებათ პასუხისმგებლობა

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, რეგულირება მკაცრდება. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში სამთავრობო გეგმის ფარგლებშია წარდგენილი. მათ შორის ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. „პროექტის თანახმად, საგზაო უსაფრთხოების სფეროში, პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და ხდება დასჯადი ქმედებების გაფართოება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული ...

Read More »

გიორგი გახარია – ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე

უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა. აღნიშნულით, ის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრის, ადა მარშანიას გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც გახარიამ განმარტა, ქვეყნის ძირითადი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობაა. „მე ვფიქრობ, ეს ერთმნიშვნელოვნად არის საკითხი, რომელზეც არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ, საზოგადოებაც შეთანხმებულია და როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ...

Read More »

გახარია – ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

გახარია - ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე

„ეს შეიძლება იყო გავრილოვის დღე, თუმცა ეს ერთმნიშვნელოვნად იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის ღამე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ 20 ივნისთან დაკავშირებით, ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ ტერმინის დასამკვიდრებლად. როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და ამ თემასთან დაკავშირებით დეპუტატების დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად არიან ისინი ...

Read More »