Home » 2019 » September » 04 (page 2)

Daily Archives: September 4, 2019

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ტვ პირველი“ დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „პირველი“ ეთერში მხატვრული ფილმების არამართლზომიერი ჩვენების გამო, 23 513.21 ლარით დააჯარიმა. კომპანიის მხრიდან კანონდარღვევის ჩადენის დენადი ხასიათის გამო, აღნიშნული ოდენობის ჯარიმა მაუწყებელს, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ოდენობით, კომპანიის წლიური შემოსავლის 0.6 % დაეკისრა. „2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ „ტვ პირველის“ ეთერში ნაჩვენებია ფილმები, რომლის მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომპანიას არ გააჩნია. ...

Read More »

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0%-მდე ზრდის

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 7.0%-მდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 4 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7 პროცენტამდე გაზრდის შესახებ. აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.9 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთჯერადი ფაქტორები, მაგალითად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდა (წვლილი – 0.8 პროცენტული პუნქტი), კვლავ რჩება წლიური ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად. ამავე დროს, ბოლო პერიოდში გაიზარდა ნომინალური ...

Read More »

15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა

15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა

15 თვეში უკონტაქტო პატრულირების შედეგად გამოწერილი ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტში 1 378 265,7 ლარი შევიდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყველაზე მცირე თანხა ბიუჯეტში 2018 წლის აპრილში შევიდა და 8 411 ლარი შეადგინა. თუმცა მომდევნო თვეში ბიუჯეტში გადახდილი თანხის რაოდენობა რადიკალურად გაიზარდა და უკვე მაისში უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებული სამართალდარღვევების საფუძველზე გადახდილმა თანხებმა 38 246 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ...

Read More »

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დენიანი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე კელი დენიანის კანდიდატურა წარადგინა. კელი დენიანი ამჟამად აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მას დიპლომატიურ სამსახურებში 25-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. დენიანს წამყვანი დიპლომატიური პოსტები ეკავა იტალიაში, კოსოვოში, ავაღანეთსა და თურქეთში. შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის პოსტი 2018 წლის მარტიდან ვაკანტური იყო. 2015 წლიდან 2018 წლამდე აშშ-ის ელჩის თანამდებობას საქართველოში იან კელი იკავებდა. ...

Read More »

ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება

თბილისის მერია ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 12-მეტრიანი, 110 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ტენდერი ახალი ავტობუსების შესაძენად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ყვითელი ფერის ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. უკვე შევიძინეთ 90 ...

Read More »

„მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა“

„მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა“

მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, საუბარი, რომ ლარის კურსი მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, თავის მოტყუებაა. აბაშიშვილის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე. „რა თქმა უნდა, კურსზე ...

Read More »

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა გამოქვეყნდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამთავრობო პროგრამაში ნათქვამია რომ 2019-2020 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება აღნიშნულ პერიოდში სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. დოკუმენტში ნათქვამია რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა. პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მინისტრთა კაბინეტის ...

Read More »