Home » 2019 » August (page 21)

Monthly Archives: August 2019

„ჩემს ავტომობილზე გადავაკარი ფირი ტაქსის მძღოლების დასარწმუნებლად, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“

„ჩემს ავტომობილზე გადავაკარი ფირი ტაქსის მძღოლების დასარწმუნებლად, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ტაქსების რეფორმის პროექტი „ძალიან კარგად მიმდინარეობს“. შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს პროექტის ჩავარდნას ის ფაქტი, რომ ტაქსის მანქანის თეთრად გადაღებვის ვაუჩერი მხოლოდ რამდენიმე ასეულ მძღოლს აქვს აღებული, მაშინ როცა დედაქალაქში 31 500-ზე მეტი ტაქსია, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ იმ ტაქსის მძღოლების რაოდენობის ზრდას ელოდება, ვინც ავტომანქანას თეთრად გადაღებავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერმა განუცხადა, ოქტომბრამდე ჯერ კიდევ ...

Read More »

დიდი გადაადგილება მედიასივრცეში – სწორება 2020 არჩევნებზე

დიდი გადაადგილება მედიასივრცეში - სწორება 2020 არჩევნებზე

დიდი გადაადგილება მედიასივრცეში – სწორება 2020 არჩევნებზე მიმდინარე თვის ყველაზე ხმაურიანი საქმე “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ ...

Read More »

დონალდ ტრამპი – ვინც მოაწყობს მასობრივ სროლებს, უნდა მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა

დონალდ ტრამპი - ვინც მოაწყობს მასობრივ სროლებს, უნდა მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა, შეიმუშავოს ზომები მასობრივი მკვლელობებისთვის სიკვდილის დასჯის შემოღებაზე. „დღეს მივმართე იუსტიციის სამინისტროს, რათა მათ შეიმუშავონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ მიმართ, ვინც ჩაიდენს დანაშაულს ზიზღის ნიადაგზე და მოაწყობს მასობრივ სროლებს, მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა; სასჯელის ეს უმაღლესი ზომა მალე უნდა შესრულდეს, ყოველგვარი მრავალწლოვანი არასაჭირო დაყოვნებების გარეშე“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა. გასულ უქმეებზე აშშ-ში ორი მასობრივი სროლების ...

Read More »

რუსეთში მარცვლეულის ექსპორტის შემოსავლები იარაღის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებს უტოლდება

რუსეთში მარცვლეულის ექსპორტის შემოსავლები იარაღის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებს უტოლდება

რუსეთს შეუძლია დაიბრუნოს სტატუსი მსოფლიოში ხორბლის მოწინავე ექსპორტიორი ქვეყნის. სოფლის მეურნეობის მინისტრი, დიმიტრი პატრუშევი მედვედევს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი რუსეთის ხაზინაში 11 მილიარდ დოლარს შეიტანს. პატრუშევის პროგნოზით, 2024 წლისთვის რუსეთში მარცვლეულის კულტურების მთლიანი მოსავალი გაიზრდება 28%-ით. თუმცა, ამის მისაღწევად, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გადაუდებელი და სერიოზული მოდერნიზაციაა საჭირო. მსგავსი შედეგით, ხორბლის ექსპორტი იარაღის ექსპორტს თითქმის გაუტოლდება, რომელიც ჯამში $14,58 მილიარდ ...

Read More »

„ბილაინს“ შემოსავლები გაეზარდა, „მაგთის“ და „სილქნეტს“ კი შეუმცირდა

„ბილაინს“ შემოსავლები გაეზარდა, „მაგთის“ და „სილქნეტს“ კი შეუმცირდა

2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მობილური კომუნიკაციების ბაზარზე შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ „მაგთიკომი“ იკავებს. ამის შესახებ, ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდა, მხოლოდ „ვიონი საქართველოს“ (ბილაინი) დაუფიქსირდა. 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, შემოსავლების ზრდა, მხოლოდ ვიონი საქართველოს დაუფიქსირდა: 🔸ვიონი საქართველო – 2.6%-იანი ზრდა 🔹სილქნეტს/ჯეოსელს – 1.8 %-იანი კლება 🔸მაგთიკომი – ...

Read More »

საჯარო შენობების რეკონსტრუქციისთვის 105 მილიონი ევრო დაიხარჯება

საჯარო შენობების რეკონსტრუქციისთვის 105 მილიონი ევრო დაიხარჯება

მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება პროექტი, რომელის ფარგლებშიც საჯარო შენობების ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენებით რეკონსტრუქციისთვის ჯამში 105 მილიონი ევრო დაიხარჯება, – ამის შესახებ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა. კანონის პროექტის მიხედვით , 2022 წლის 1-ელი იანვრიდან ახალ და არსებულ საჯარო დანიშნულების ის შენობები, რომლებიც ექვემდებარებიან საფუძვლიან რეკონსტრუქციას, ...

Read More »

გახარია – ყველას უნდა გვესმოდეს: 2008 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ომი არ არის გამოსავალი

გახარია - ყველას უნდა გვესმოდეს: 2008 წლის გაკვეთილი არის ის, რომ ომი არ არის გამოსავალი

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების მემორიალი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ღონისძიებას აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია

სოსო ფხაკაძე - ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები. მისივე თქმით, დღეს საგარეო შოკი სახეზე არაა და ცალსახაა, რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია”, რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით.  სოსო ფხაკაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ვითარება ...

Read More »

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი იქნება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი იქნება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საკუთარი სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს. „თვის ბოლოსთვის დაგეგმილი პარტნიორთა კრება გადადგომის შესახებ მათ განცხადებებს დააკმაყოფილებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საერთაშორისო ბიზნეს და პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე პირები შეემატონ“, – ...

Read More »

1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარის ფარგლებში მოიმატა

1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარის ფარგლებში მოიმატა

1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატა, ჯერჯერობით ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა. როგორც სილაგავა აცხადებს, “ბიზნესმა ვერ დაინახა იმისი ორნიენტირები, სტაბილური იქნებოდა თუ არა ლარის კურსი და გაგრძელდებოდა თუ არა გაუფასურება”. “დღესდღეობით წისქვილკომბინატებში ...

Read More »