Home » 2019 » August (page 18)

Monthly Archives: August 2019

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება“

„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება“

ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამასთან, კითხვაზე, რომლის თანახმად, ოპოზიცია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მიდის, ხოლო მმართველი გუნდი 8 აგვისტოს, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 2008 წელი უკვე არსებული ოკუპაციის გაგრძელება იყო. „საქართველოს ...

Read More »

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი – რძის ტოტალური დეფიციტი გვაქვს

რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი - რძის ტოტალური დეფიციტი გვაქვს

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ რძის პროდუქციაზე ფასები მომატებულია, მიზეზი კი მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის ფასის ზრდა და ლარის კურსის გაუფასურებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახაბერ კონიაშვილმა განუცხადა, ქართულ ბაზარზე რძის დეფიციტის პრობლემაა, შესაბამისად, ქვეყანაში ხდება რძის ფხვნილის იმპორტი და ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე ამ ნედლეულის და შესაბამისად, საბოლოო პროდუქციის ფასიც ...

Read More »

რა თანხა გამოიმუშავეს და კიდევ რამდენის გამომუშავება შეუძლიათ ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე

რა თანხა გამოიმუშავეს და კიდევ რამდენის გამომუშავება შეუძლიათ ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე

რა თანხა გამოიმუშავეს და კიდევ რამდენის გამომუშავება შეუძლიათ ქართულ კლუბებს ევროსარბიელზე საფეხბურთო კლუბი ”საბურთალო” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში საერთო ჯამში მიმდინარე ევროსეზონში 3 მილიონ 860 ათას ევროს მიიღებს. თუ საქართველოს ჩემპიონი სომხური ”არარატ-არმენიას” ბარიერს ვერ დაძლევს, თბილისური კლუბი საერთო ჯამში 940 000 ევროს მიიღებს. ”საბურთალო” ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობით ტარიელ ხეჩიკაშვილის გუნდმა 280 000 ...

Read More »

#მადლობასაქართველოსთვის  – კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

#მადლობასაქართველოსთვის  - კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.   „აიგრუპის“  ინიციატივით, აგვისტოს ომში და ასევე, სამშვიდობო მისიებში  დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მეუღლეებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს საჩუქრად  საქართველოს მთის კურორტის, კერძოდ კი, ბაკურიანის   ერთკვირიანი  საგზური გადაეცემათ. „უკვე 11 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.  ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ ...

Read More »

თბილისი ენერჯი ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

თბილისი ენერჯი ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს

კომპანია თბილისი ენერჯის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებაა. სწორედ ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ყოველწლიური დაგეგმილი ინვესტიციის უმეტესი წილი სწორედ გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას მოხმარდება. თბილისი ენერჯი აქტიურად თანამშრომლობს დედაქალაქის მერიასთან და მათ მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, ძველი და ამორტიზირებული ქსელის შეცვლის სამუშაოებს ატარებს. ერთ-ერთი ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ თბილისის მკვებავი საშუალო წნევის ...

Read More »

ცოტნე დადიანის და თამარ მეფის გამზირი შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდეს

ცოტნე დადიანის და თამარ მეფის გამზირი შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდეს

ცოტნე დადიანის და თამარ მეფის გამზირი შესაძლოა ერთმანეთს დაუკავშირდეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ ამ გზის პროექტი შეადგინონ და განიხილონ რამდენად შესაძლებელია, აღნიშნული იდეის რეალობად ქცევა. „სისტრამ” მოგვცა პროექტი დასამუშავებლად და უნდა ვიმუშავოთ იმაზე, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ნაკადები უნდა გადმოვიდეს თამარ მეფის ხიდზე. ამჟამად ცოტნე დადიანის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით, პირდაპირი სატრანსპორტო ...

Read More »

ფერმერი: სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველს ვეღარ იშოვით

ფერმერი: სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველს ვეღარ იშოვით

„სპეციალური ფხვნილის გარეშე დამზადებულ სუფთა ყველს თქვენ ვეღარ იშოვით,“ – ამის შესახებ ფერმერმა ბექა გონაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა. გონაშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი იმ მსხვილფეხა საქონლის სულადობის შემცირება და დაბალი პროდუქტიულობა გახდა, რომელიც სპეციალურად ყველის დასამზადებლად რძის გარკვეულ რაოდენობას ქმნის. მისივე განმარტებით, საქართველოში საქონლის ხორცის დეფიციტთან ერთად რძის დეფიციტიც გვაქვს. „ძალიან დიდი დეფიციტი დადგება – ცოტა ხანში სუფთა ყველს ვეღარ იშოვით. რამდენიმე ...

Read More »

თბილისის ყავის ქარხანა 15 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა

თბილისის ყავის ქარხანა 15 საუკეთესო ნაგებობას შორის მოხვდა

თბილისში მდებარე, ახალაშენებული ყავის ქარხანა ArchDaily & Strelka Award-ის კონკურსში, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილ 15 საუკეთესო, ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობას შორის მოხვდა. გამარჯვებული 15 აგვისტოს გამოვლინდება, მანამდე კი ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „ძალიან სასიხარულო სიახლე – ჩვენმა ერთობლივმა მონდომებამ შედეგი გამოიღო. ArchDaily & Strelka Award კონკურსში ინოვაციური დიზაინისა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ,,ყავის ქარხანა” 15 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. კიდევ ...

Read More »

ედგარს ლინკევიჩსი – რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს ჯარი

ედგარს ლინკევიჩსი - რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და გაიყვანოს ჯარი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს ლინკევიჩსი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს twitter- ზე გამოეხმაურა. „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წელი გავიდა. მე ვიმეორებ, რომ ლატვიის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ურყევია, რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და გაიყვანოს თავისი ჯარი”,- წერს ედგარს ლინკევიჩსი.

Read More »

სახელმწიფო შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100%-იან წილს აუქციონზე 2 283 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100%-იან წილს აუქციონზე 2 283 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების კერძო სექტორში გადატანის მიზნით, შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100% -იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 2 283 000 ლარად იყიდება. რაც შეეხება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის ბალანსის მდგომარეობით, საწარმოს აქტივები შეადგენს 1 786 619 ლარს, საკუთარი კაპიტალი 1 758 850 ლარს, ხოლო ვალდებულებები 27 769 ლარს. ამასთან, კომპანიის საკუთრებაშია ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ...

Read More »