Home » 2019 » August (page 10)

Monthly Archives: August 2019

დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა

დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ბიბლიაზე დამატებითი გადასახადის დაწესება გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, თავდაპირველად ბიბლია იმ ჩინური პროდუქციის ჩამონათვალში შეიყვანეს, რომელთა მიმართაც ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი გადასახადების დაწესებას აპირებდა. შედეგად, ბიბლიის ახალი ეგზემპლარების ფასი გაიზრდებოდა, ხოლო ტირაჟს შემცირება ემუქრებოდა. თუმცა, საზოგადოების ზეწოლის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა ბიბლია ე.წ. შავი სიიდან ამოიღო. როგორც „ბიბისი“ წერს, მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიების ნახევარზე მეტს ჩინეთში გამოსცემენ. მხოლოდ ...

Read More »

რაგბის 7 გულშემატკივარი „თიბისისა“ და „მასტერქარდისგან“ იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

რაგბის 7 გულშემატკივარი „თიბისისა“ და „მასტერქარდისგან“ იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

#შეერკინემსოფლიოს-31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე „თიბისი რაგბი სერიების“ ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი”-დან აცნობეს, შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის მსოფლიო თასზე, იაპონიაში გამგზავრებამდე, სამშობლოში ბოლო მატჩია. მათივე ინფორმაციით, თამაში განსაკუთრებულია იმითაც, რომ სტადიონზე „თიბისისა” და „მასტერქარდის” რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორ კაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებას ...

Read More »

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited ააშენებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ჩუმათელეთი-ხევის მშენებელობაზე გამარჯვებულ კომპანიას – China State Construction Engineering Corporation Limited-ს, მის პორტფელში მრავალი მასშტაბური პროექტი აქვს. კომპანიას, ბოლო წლების განმავლობაში აშენებული აქვს ...

Read More »

ტრამპი – „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილად მიმაჩნია

ტრამპი - „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილად მიმაჩნია

ვფიქრობ, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის ყოფნა მიზანშეწონილია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის განმარტებით, ბევრი საკითხი, რასაც „დიდი რვიანის“ ქვეყნები განიხილავენ, რუსეთთან ერთად უნდა განხორციელდეს. „თუკი ვინმე ამის გაკეთებას(რუსეთის დაბრუნებას) გადაწყვეტს, მე ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მექნება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტ ობამას „ჭკუაში მოატყუა“, რის გამოც ობამამ ...

Read More »

მეთიუ ბრაიზა – თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა

მეთიუ ბრაიზა - თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ, ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს განუცხადა. მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. „ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი ...

Read More »

„საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა“

„საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების მიზანი მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობისა და ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო გაჩერებაა. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი ...

Read More »

ავიაკომპანია Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან იფრენს – ხელშეკრულება დღეს გაფორმდება

ავიაკომპანია Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან იფრენს - ხელშეკრულება დღეს გაფორმდება

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ...

Read More »

m3 – დეველოპმენტის ახალი განზომილება m2-სგან

„m2 უძრავი ქონებამ“ დეველოპმენტის სრულიად ინოვაციური კონცეფციის ახალი უბნის მშენებლობა დაიწყო. 11,5 ჰექტარზე დაგეგმილი თანამედროვე უბნის მშენებლობაოთხ ფაზადაა დაყოფილი. პირველი მოსახლეები გასაღებს 2021 წელს მიიღებენ, 2024 წელს კი უბანი ბოლომდე დასრულდება. მალექალაქი არსებულისგან სრულიად განსხვავებულ, ორიგინალური იდეებით ხორცშესხმულ, ინოვაციურ და 21-ე საუკუნის ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ თანამედროვე გეგმარების მქონე ახალ უბანს მიიღებს. სწორედ ასეთია m2ის ახალი გამოწვევა, რომლის განხორციელებასაც უახლოესი ხუთი ...

Read More »

საწვავის ბაზრის ანატომია

საწვავის ბაზრის ანატომია

კარტელი რომელიც მოსახლეობას ძვირი უჯდება უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მუდმივად ისმის კითხვა, რამდენად სამართლიანია ფასი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა საწვავში იხდის. ეს კითხვა საკმაოდ ლეგიტიმურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საწვავი სტრატეგიული პროდუქტია და მასზე ფასის ზრდა, ირიბად ნიშნავს, სხვა პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე ფასების დონის ზრდასაც. მით უფრო, რომ საქართველო მომპოვებელი ქვეყანა არ არის და ის პირდაპირ უნდა იყოს დამოკიდებული საერთაშორისო ტენდენციებზე. სწორედ ამ ტენდენციებთან, ...

Read More »

პაატა სალია – “რუსთავი 2”-დან გაბუნიას, მელაძის, კვესიტაძის, ლაფერაშვილის და ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ

პაატა სალია - "რუსთავი 2"-დან გაბუნიას, მელაძის, კვესიტაძის, ლაფერაშვილის და ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ

 “რუსთავი 2”-დან გიორგი გაბუნიას, ნოდარ მელაძის, ეკა კვესიტაძის, გიორგი  ლაფერაშვილის და ნანუკა ჟორჟოლიანის გაშვებას ვაპირებთ – ამის თაობაზე “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე დღეს, 20 აგვისტოს განაცხადა.  მიზეზად სალიამ დაასახელა ზოგიერთი მათგანის მიერ ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი ტელეკომპანიის “მთავარი არხის” დაფუძნებაში მონაწილეობა და ინტერესთა კონფლიქტი. ეს საკითხი მატი ნაწილის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყდება. ერთ-ერთ ფაქტორად სალიამ, ცალკეული ...

Read More »