Home » 2019 » August » 30

Daily Archives: August 30, 2019

“თიბისი ბანკის” კომერციული იპოთეკური სესხი სტატუს მომხმარებლებისთვის

"თიბისი ბანკის" კომერციული იპოთეკური სესხი სტატუს მომხმარებლებისთვის

თიბისი ბანკი სტატუს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც მათ მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაეხმრება. კომერციული იპოთეკური სესხი განკუთვნილია კომერციული ან საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სამშენებლოდ ან სარემონტოდ. ახალი სესხი 2 მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს: საცხოვრებელი ბინის შეძენისთვის სესხი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუკი მეპატრონე მომავალში მას გასაქირავებლად გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ფართის შეძენისთვის, რემონტისთვის ან ასაშენებლად აუცილებელი პირობაა მომხმარებელი საიჯარო შემოსავალს ერთი ბინიდან მაინც ...

Read More »

უკრაინაში ლენინის ძეგლი ჯართში ჩააბარეს

უკრაინაში ლენინის ძეგლი ჯართში ჩააბარეს

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ლენინის ძეგლი ჯართად გაყიდეს, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” რუსული ბიურო ავრცელებს. ძეგლი ქალაქ ჟოლტიე-ვოდიში იდგა და მისი დემონტაჟი 2014 წელს განხორციელდა. ბრინჯაოს ექვსტონიანი ქანდაკება ელექტრონული აუქციონის საშუალებით 500 ათას გრივნად გაიყიდა. აუქციონში ოთხი პირი მონაწილეობდა. primetime.ge

Read More »

ივნისის მოვლენების გავლენა რომ არა, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მეტი იქნებოდა – გიორგი ცუცქირიძე

ივნისის მოვლენების გავლენა რომ არა, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მეტი იქნებოდა - გიორგი ცუცქირიძე

„ივნისის მოვლენების გავლენა რომ არა, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მეტი იქნებოდა“,- ამის სესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს. მისი თქმით, დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და ნაკლები რყევები. „2019 წლის ივლისში წინა თვეების ანალოგიურად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა. ეკონომიკური ზრდის ივლისის მაჩვენებელი ...

Read More »

“ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება”

ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება - მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება

“ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება. დაკვირვებული თვალი ხედავს, რომ ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება”, – ამის შესახებ ახალგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შოთა გულბანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. “ივლისში მშპ-ს 6,1%-ანი ზრდა ნიშნავს, რომ ეკონომიკა წლიურ პროგნოზირებულზე მეტად გაიზრდება. დაკვირვებული თვალი ხედავს, რომ ეკონომიკაში საგანგაშო არაფერი ხდება. თუ არ ჩავთვლით ხელოვნურად ნეგატიური და არასტაბილური ...

Read More »

ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

ბათუმი კლასიკური მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

1 სექტემბერს  ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს ცნობილი ქართველი პიანისტის  ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი «ლირა» მართავს. ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით ტარდება. 10 დღის განმავლობაში  ფესტივალი მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსებს და ასევე საქართველოს მომავალი თაობის ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით, რაც ახალგაზრდების ...

Read More »

მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში ბრუნდება

მამუკა გორგოძე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრებში ბრუნდება!

GOAL.GE-ს ინფორმაციით, მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ვიხილავთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის მორაგბის გამოშვებას „ტულონის“ პრეზიდენტი მურად ბუჯელალიც დათანხმდა, რომელთან მოლაპარაკებებიც ქართულმა მხარემ აწარმოა, თუმცა ტოპ 14-ის უახლოეს ორ ტურში ის „ტულონის“ განკარგულებაში იქნება. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 71 კეპი და 26 ლელოა. მას სამ მსოფლიო ...

Read More »

მოულოდნელი შედეგები – აფხაზეთში არჩევნები გრძელდება

მოულოდნელი შედეგები – აფხაზეთში არჩევნები გრძელდება

ხმათა მეოთხედის დაგროვებაც კი ვერ შეძლო აფხაზეთის პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა 25 აგვისტოს არჩევნებზე. რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ბოლო შედეგების მიხედვით, მხოლოდ 23,85% ხმა დააგროვა, მეორე ადგილზეა ოპოზიციონერი ალხას კვიცინია 21,97%-ით ხმით,  21,60%-ით კი მესამეზე გავიდა ოლეგ არშბა, კანდიდატი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის კანდიდატად იყო ცნობილი. 2014 წელს ოლეგ არშბას თანამდებობის დატოვება მაშინდელი ოპოზიციისა და მისი ლიდერის, რაულ ხაჯიმბას ხანგრძლივი ...

Read More »

საბანკო სექტორის მოგება სავალუტო რყევებისა და ჯარიმების ხარჯზე მატულობს

საბანკო სექტორის მოგება სავალუტო რყევებისა და ჯარიმების ხარჯზე მატულობს

დავით წიქარიძე: ,,ბიზნესს მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟის განვითარებაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ, რომ ბანკებს რეალური კონკურენტი გაუჩნდეთ” სავალუტო რყევებით სავალუტო ბანკებმა არნახული მოგება მიიღეს. დანამდვილებით არავინ საუბრობს, რომ ლარის გაუფასურებას ბანკები უწყობდნენ ხელს, მაგრამ ცხადია, რომ ამ ნეგატიური პროცესით ბანკებმა იხეირეს. ეროვნული ბანკის მონაცემით, 2019 წლის პირველ შვიდ თვეში ქართული ბანკების მიერ ვალუტოს გაცვლის ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა ...

Read More »

ეკატერინე მიქაბაძე – ივლისში ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია

ეკატერინე მიქაბაძე - ივლისში ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია

ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია, 2019 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კონტრიბუტორი იყო მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობასა და ვაჭრობაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია საგარეო ვაჭრობის მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესება – 2019 წლის ივლისში ექსპორტი გაიზარდა 17.5 პროცენტით, სავაჭრო დეფიციტი ...

Read More »

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 653.53 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხები 653.53 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2019 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 653 მილიონ 58 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს 29 მილიარდ 35 მილიონი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 341 მილიონ 81 ათასი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 311 მილიონ 77 ათასი ლარით გაიზარდა. რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ...

Read More »