Home » 2019 » August » 26

Daily Archives: August 26, 2019

“ბანკები და ფინანსები” 25 წლის გახდა

"ბანკები და ფინანსები" 25 წლის გახდა

დღეს გაზეთ “ბანკები და ფინანსების” იუბილეა. იგი 25 წლის გახდა. ეს არ ავიწყდება “კლიპარტს” (კლიპარტი • ClipArt) მრავალი წელია და მისი მადლიერები ვართ უსაზღვროდ. უეჭველად აღვნიშნავთ ამ თარიღს შემოდგომაზე. მადლობა ყველა ჩვენს მკითხველს, მეგობარსა და გულშემატკივარს. მადლობა ყველას, ვინც “ბანკები და ფინანსების” გუნდში იყო სხვადასხვა დროს. შეგახსენებთ იმათ, ვინც ქმნიდა და ქმნის ერთადერთ ქართულენოვან ეკონომიკურ, საფინანსო და საბანკო გაზეთს საქართველოში, ...

Read More »

ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

ჭუბერში „ნენსკრა ჰიდროს“ დაფინანსებით რეაბილიტირებული ამბულატორია გაიხსნა

23 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში განახლებული ამბულატორია გაიხსნა. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიის – სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და პროექტის ინვესტორი კომპანიის – კორეის წყლის რესურსების კორპორაციის (K-water) დაფინანსებით განხორციელდა. ამბულატორიის გახსნამდე, 21-23 აგვისტოს სს „ნენსკრა ჰიდროს“ მიწვევით ჭუბერის ამბულატორიაში ქართველი და კორეელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. მათ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, რომლითაც 200-მდე ადამიანმა ისარგებლა. ...

Read More »

ევროკავშირი 100 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს შექმნის

ევროკავშირი 100-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს შექმნის

ევროკავშირი აპირებს შექმნას საერთო ევროპული საინვესტიციო ფონდი 100 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის მიზანიც იქნება ფინანსური ინვესტიციების განხორციელება სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებში, რომლებშიც ევროკავშირი ჩამორჩება გლობალურ კონკურენტებს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი წერს, რომელმაც მოახერხა გაცნობოდა ევროკავშირის აღნიშნულ დოკუმენტებს. ე.წ. ევროკავშირის მომავლის ფონდის (European Future Fund), გეგმის თანახმად ფონდი დაფინანსდება წევრი ქვეყნების მხრიდან, ისეთ კომპანიებში ინვესტიციების განსახორციელებლად, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს ...

Read More »

7 თვეში ბაზარზე 193 სესხის გამცემი სუბიექტი დარეგისტრირდა – რა ხდება საფინანსო ბაზარზე

7 თვეში ბაზარზე 193 სესხის გამცემი სუბიექტი დარეგისტრირდა - რა ხდება საფინანსო ბაზარზე

საქართველოს საფინანსო ბაზარზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგისტრაცია 16 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაუუქმდა. ეს მაშინ, როდესაც 7 თვეში სესხის გამცემი 193 სუბიექტი დარეგისტრირდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზარზე მისო-ების რაოდენობა 71-დან 55-მდე შემცირდა. დღეს ქვეყანაში 55 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს (2018 წლის ივლისში – 71 ორგანიზაცია). ამასთან, ბოლო ერთი წლის ...

Read More »

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბრისთვის აღდგება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბრისთვის აღდგება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია. „მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ეს არის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, წყლის ახალი მილები, სანიაღვრე სისტემა. დღეიდან იწყება სამუშაოების მეორე ნაწილი. მოეწყობა და მოწესიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის, რადიკალურად განსხვავებული იქნება ...

Read More »

თემურ ჭყონია – ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან

თემურ ჭყონია - ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საკუთარ მენეჯერულ თვისებებს და მართვის სტილს აფასებს. მისი თქმით, ის არასდროს ამოწმებს ადამიანებს და ცდილობს იმ ვალდებულებას შეაჩვიოს, რაზეც სამსახურში აყვანის დროს შეთანხმდნენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სამსახურს, ან ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ან უბრალოდ არ იციან რას ეძებენ. “მე ბიზნეს განათლება ცხოვრებისეულად მივიღე: ურთიერთობებით, ბაზრის შესწავლით, საქართველოს ეკონომიკის თანმდევი სირთულეებით, რომელმაც ყველა ერთად ...

Read More »

ხაზარაძე–ჯაფარიძემ 700-700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს

ხაზარაძე–ჯაფარიძემ 700-700 ათას ლარიანი გირაო გადაიხადეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 700 000 -700 000-ლარიანი გირაო გადაიხადეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 000-ლარიანი გირაო 26 ივლისს შეეფარდათ. ჯაფარიძესა და ხაზარაძეს ბრალი ოფიციალურად 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ...

Read More »

11 სამშენებლო კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერდა, 14 კი 310 000 ლარით დაჯარიმდა

11 სამშენებლო კომპანიას სამუშაო პროცესი შეუჩერდა, 14 კი 310 000 ლარით დაჯარიმდა

სამშენებლო კომპანიებში დარღვევებია, ობიექტებზე არ არის  შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის გამართული სისტემა. სამშენებლო ობიექტებზე ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფებმა ინსპექტირება 4 დღის განმავლობაში 29 კომპანია შეამოწმა, ყველა ობიექტზე გამოვლინდა შეუსაბამობები, დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს განესაზღვრათ 7-დან 14 დღემდე ვადა, 9 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი, 14-ს  დაეკისრა 310 000  ლარის ჯარიმა. შემოწმებული კომპანიებია: შპს  ,,ჯითი გრუპი ნუცუბიძე“ შპს ,,კარკასი“ შპს ,,პიენო“ შპს ,,ანრი 2016“ შპს ...

Read More »

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

ვის და რამდენით დაუფინანსებს სახელმწიფო სესხის პროცენტს

პირველი სექტემბერიდან მთავრობა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით პროგრამის განხორციელებას იწყებს – ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამას სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. „სააგენტო მოახდენს 2019 წლის 1 აგვისტოდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მეწარმე-სუბიექტებისთვის სესხზე დარიცხული ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის 80% -ის თანადაფინანსებას ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხების შემთხვევაში, ხოლო 70%-ის თანადაფინანსებას ...

Read More »

ირანმა ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ, დღეში 700,000-1,5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი მოითხოვა

ირანმა ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ, დღეში 700,000-1,5 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი მოითხოვა

“ირანმა 2015 წლის ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ დღეში 700,000-დან მილიონნახევრამდე ბარელი ნავთობის ექსპორტი მოითხოვა”, – ამის შესახებ სააგენტო “როიტერსს” ირანის ხელისუფლების ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირანის საგარეო მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფის საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში განხორციელებული ხანმოკლე ვიზიტის კომენტირებისას განუცხადა. როგორც ცნობილია, ირანის საგარეო მინისტრმა “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში ზარიფი ფრანგ კოლეგასა და საფრანგეთის პრეზიდენტსაც შეხვდა, ...

Read More »