Home » 2019 » August » 17

Daily Archives: August 17, 2019

ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და მეწილეები ცნობილია

ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და მეწილეები ცნობილია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელევიზიის მმართველები და პარტნიორი ცნობილია. კომპანია საჯარო რეესტრში შპს მთავარი არხის სახელითაა რეგისტრირებული. როგორც ამონაწერიდან ირკვევა, არხის გენერალური დირექტორი და 51 პროცენტიანი წილის მფლობელი თავად გვარამია იქნება. ტელევიზიის დარჩენილი წილი (49%) კი კახაბერ ანჯაფარიძეს ეკუთვნის. მას ეკუთვნის წილი ინტერ მედია პლუსში, რომლის საქმის მასალებსაც პროკურატურა სწავლობს. “წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ...

Read More »

ლავროვი: რუსეთი მოლდოვას შემადგენლობაში დნესტრისპირეთის დაბრუნების მომხრეა

რუსეთს არ უცნია დნესტრისპირეთი, თუმცა გამოდის ამ რეგიონში კონფლიქტის დარეგულირებისა და დნესტრისპირეთის სუვერენულ, ნეიტრალურ და უბლოკო მოლდოვის შემადგენლობაში დაბრუნების მომხრედ. ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა მოსკოვის ოლქში გამართულ ახალგაზრდობის საგანმანათლებო ფორუმზე, კითხვებზე პასუხის გაცემისას. – ამის თაობაზე მოლდოვური infotag.md იუწყება “ПолитНавигатор” – ზე დაყრდნობით. „რუსეთს არ უცნია დნესტრისპირეთის რესპუბლიკა, მაგრამ არის პროცესის მონაწილე და მოწოდებულია დაარეგულიროს ...

Read More »

ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებმა რუსეთს $1 მილიარდი მოუტანა

ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ სანქციებმა რუსეთს $1 მილიარდი მოუტანა

2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა რუსულ ნავთობკომპანიებს სულ მცირე 905 მილიონი დოლარი მოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სანქციების გამო „მძიმე ნავთობის“ ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა, ვინაიდან სწორედ ამ ტიპის ნავთობს აწარმოებენ ირანსა და ვენესუელაში. აშშ-მა ვენესუელისა და მისი ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2019 წელს, პოლიტიკური ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებიც ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამის შესახებ ნათქვამია ფისკალური გამჭვირვალობის შესახებ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს 140-დან 67 სახელმწიფო. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ფისკალური გამჭვირვალობა წარმოადგენს ეფექტური საჯარო ფინანსური მართვის მნიშვნელოვან ასპექტს, რომელიც კერძო ბაზრების მიმართ ნდობის გამყარებაში ეხმარება და ეკონომიკურ მდგრადობას აძლიერებს. imedinews

Read More »

„ფიტჩმა“ საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე შეამცირა

„ფიტჩმა“ საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე შეამცირა

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch)  საქართველოს 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტამდე შეამცირა, თუმცა აღნიშნული აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს – 3.3 პროცენტს. მიმდინარე წლისთვის  საქართველოს ეკონომიკური ზრდის „ფიტჩის“ პროგნოზი 4.6 პროცენტს შეადგენდა. პროგნოზის შემცირების მიზეზთა შორის „ფიტჩი“ რუსეთის სანქციებსა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელებას ასახელებს. „რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. რუსეთის სანქციებისა და ...

Read More »

ნათია თურნავა – რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

ნათია თურნავა - რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

Fitch-მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა და მათგან გამოვყოფდი, რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებული გამოწვევას, რაც კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ფაქტორი იყოს განეიტრალებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტორის გამო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, ...

Read More »

“ფორსაჟის” შემდეგ საქართველოში, შესაძლოა, მაღალბიუჯეტიანი სერიალებიც გადაიღონ

"ფორსაჟის" შემდეგ საქართველოში, შესაძლოა, მაღალბიუჯეტიანი სერიალებიც გადაიღონ

პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღების შემდეგ, რომელიც მსოფლიო კინოეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში უნდა გამოჩნდეს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი ახალი პროექტების განხორციელებას ვარაუდობს. “რამდენიმე დღეში გადაღებები დაიწყება. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ბევრი პროექტი კიდევ მოჰყვება. შემდეგ ფილმებზე უკვე A კლასის ჰოლივუდელი ვარსკვლავები ჩამოვლენ, რასაც მომზადება დასჭირდება”, – ამბობს მიხეილ ხიდურელი. რაც შეეხება სხვა მომავალ პროექტს, რამდენიმე მსხვილ ფილმზე კონსულტაციები ...

Read More »

გიორგი ტყემალაძე – წყალი, რომელიც თბილისს მიეწოდება ხარისხიანია

გიორგი ტყემალაძე - წყალი, რომელიც თბილისს მიეწოდება ხარისხიანია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მას სრული პასუხისმგებლობით შეუძლია განაცხადოს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებული არ არის და მოსახლეობისთვის მისი მიღება უსაფრთხოა. „წყალი, რომელიც დედაქალაქს მიეწოდება, უმაღლესი ხარისხის ლაბორატორიებში არაერთ ფილტრაციას გადის. ეს ლაბორატორიები მე და ჩემს კოლეგებს პირადად გვინახავს და ვიცით, თუ როგორი მაღალი ტექნოლოგიებით ხდება წყლის ...

Read More »

თურქეთში, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არქეოლოგიური გათხრების შედეგად სარკოფაგები აღმოაჩინეს. „თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ამასთან, ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ ...

Read More »

მითები და რეალობა – 10 წელიწადში TBC–მ 0 ოჯახი გამოასახლა

მითები და რეალობა - 10 წელიწადში TBC–მ 0 ოჯახი გამოასახლა

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ბოტების“ მორიგ ჯერზე სამიზნე საკუთარი ინიციატივის გამო გახდა. მოგეხსენებათ, ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, შედეგად კი გარდა მოსახლეობის ნაკვეთებისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორი ადგილობრივი ოჯახის – რაზმაძეებისა და გუგუტაშვილების სახლები აღმოჩნდა. მათ ტერიტორიის დასატოვებლად და ნივთების გასატანად სამდღიანი ვადა მისცეს, შესაბამისად, ადგილობრივებს უწევთ, საკუთარი ხელით დაშალონ თავიანთი სახლები. შექმნილ ვითარებაში ხაზარაძემ მზადყოფნა გამოთქვა, რაზმაძეები საცხოვრებელი ...

Read More »