Home » 2019 » August » 15

Daily Archives: August 15, 2019

ავტობანის მშენებლობის არეალში ორ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

ავტობანის მშენებლობის არეალში ორ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობის არეალში ორ მესაკუთრეს მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ. საუბარია რიკოთის უღელტეხილის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა საქარაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 2 506 კვ.მ მიწის ნაკვეთებს გელა და გიორგი ნებიერიძეები ფლობენ. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ხელმოწერილი ბრძანებიდან ირკვევა, რომ მესაკუთრეებთან გზების დეპარტამენტმა ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. შედეგად, ეკონომიკის მინისტრი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გზების დეპარტამენტს უძრავი ქონების ...

Read More »

არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძისთვის სახლის დაბრუნებაზე განცხადებას ავრცელებს

არჩილ კაიკაციშვილი გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძისთვის სახლის დაბრუნებაზე განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის სადავო ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის – როლანდ ბლადაძისთვის დაბრუნების ფაქტს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრეცედენტს უწოდებს. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნული განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით, საზოგადოებისთვის მიმართვის სახით გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მინდა საზოგადოებას ვაცნობო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც თავისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ...

Read More »

თიბისიმ მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა

თიბისიმ მაკროეკონომიკური პროგნოზები განაახლა

საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შედარებით გაუარესებულია, თუმცა მთლიანობაში, ეს საქართველოს ბევრ ეკონომიკურ პარტნიორს ნაკლებად შეეხო. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები აშშ-ს მთავრობის ფასიან ქაღალდებზე, რაც ტრადიციულად ზრდის რისკის მიმზიდველობას ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა. ეს საქართველოს ლარში დენომინირებული მთავრობის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტების წილის ზრდაში აისახა. აღსანიშნავია,რომ ივნისი-ივლისში თიბისიმ 425 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი რეკორდულად დაბალ ფასებში მოიზიდა. ევროს ...

Read More »

ისარგებლეთ ტოიოტა ცენტრი თეგეტასა და თიბისი ლიზინგისგან ერთობლივი აქციის საუკეთესო პირობებით

ტოიოტა ცენტრი თეგეტა და თიბისი ლიზინგი ტოიოტას ერთგულ მომხმარებლებს ავტომობილების შეძენის საუკეთესო პირობებს სთავაზობენ. აქციის ფარგლებში ახალი ავტომობილის შეძენა შეგიძლიათ ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, პირველადი შენატანი გახლავთ მხოლოდ 10%-ი და ამასთანავე, 3 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ გეგმური ავტოსერვისის მომსახურებით. მომხმარებელს, აგრეთვე, შეუძლია გაცვალოს თავისი კუთვნილი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით, თუ ის 2007 წლიდან არის გამოშვებული, აქვს არაუმეტეს 300 000 ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის ივლისის თვის სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს. კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ამოწმებს საცხოვრებელი ფართებსა და გაზგაყვანილობას, კუსტარულად დამონტაჟებულ გაზდანადგარებს. კომპანიის სპეციალისტებმა ივლისში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2702 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ...

Read More »