Home » 2019 » August » 12

Daily Archives: August 12, 2019

მამუკა ხაზარაძე: ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება

მამუკა ხაზარაძე: ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება

“ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება”, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. “თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია, დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით. ღირსება ხომ, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობისა და ...

Read More »

რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათი “ზედაზენის” ფოტოთი პასუხობს

რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში? კითხვას YanAir Airlines-ი აჭარული ხაჭაპურისა და ლიმონათი “ზედაზენის” ფოტოთი პასუხობს

უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს, Facebook-ის გვერდზე საქართველოში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს წარწერით: “ალბათ ამ ფოტოს შემდეგ, აღარ გაჩნდება ისეთი კითხვები, როგორც “რატომ უნდა გაფრინდე საქართველოში”. ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე კარგად ჩანს უგემრიელესი აჭარული ხაჭაპური, და ასევე საქართველოში წარმოებული ქართული ლიმონათი – სს “ქართული ლუდის კომპანიის მიერ” ჩამოსხმული ლიმონათი “ზედაზენი”, რომელიც ქვეყანაში საკმაოდ მოთხოვნადი ლიმონათია. აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ხშირად ავრცელებს და ...

Read More »

როგორ უნდა დავიბრუნოთ კვების ობიექტში გადახდილი ფული სფეისით?

როგორ უნდა დავიბრუნოთ კვების ობიექტში გადახდილი ფული სფეისით?

საქართველოში პირველ სრულად ციფრულ ბანკს სფეისს სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა ერთი წელი. ამ პერიოდის მანძილზე ყოველდღიურ საბანკო მომსახურებაში სფეისმა ბევრი სიახლე დანერგა: 24/7 გადარიცხვები, ყველა ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში გაერთიანების საშუალება, ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ბარათის უფასოდ ონლაინ შეკვეთა, QR განვადება, სესხის აღება 2 წუთში, მესენჯერით ფულის გადარიცხვა და ა.შ. ამჯერად სფეისმა უნიკალური ქეშბექ პროგრამა გაუშვა: მსოფლიოს მასშტაბით კვების ნებისმიერ ...

Read More »

Global Finance-მა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზედიზედ უკვე მეორედ ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა

Global Finance-მა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ზედიზედ უკვე მეორედ ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, წელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2019 წლის ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა. საერთაშორისო ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის შეფასებაში პირველად 2018 წელს ჩართო და, ამ კრიტერიუმების მიხედვით, ის წელსაც, შარშანდელის მსგავსად A- შეფასებით ცენტრალური ბანკის მმართველების იმ ელიტარულ კლუბში მოხვდა, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. ...

Read More »

თეგეტა მოტორსის მომხმარებელი ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექით ისარგებლებს

თეგეტა მოტორსის მომხმარებელი ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექით ისარგებლებს

თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს ქსელში წარმოდგენილ ნებისმიერ პროდუქტსა და სერვისზე 20%-იან ქეშბექ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში ზაფხულის საბურავების, აკუმულატორების, ზეთების, ფილტრების, ავტოსათადარიგო ნაწილების, დანადგარებისა და სხვა ნებისმიერი პროდუქტის თუ სერვისის შეძენისას, მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 20% თეგეტა ქარდზე დაუბრუნდებათ. აქცია მოქმედებს თეგეტას მთელს ქსელში 31 აგვისტოს ჩათვლით. 20%-იან ქეშბექ აქციასთან ერთად, მომხმარებელი, ასევე, მიიღებს უსასრულო გარანტიას Bridgestone-ის, Michelin-ის და Riken-ის ზაფხულის ...

Read More »

ფორსაჟ 9-ის 10 წუთს 8 დრონით ბეთანიასა და თბილისში გადაიღებენ

ფორსაჟ 9-ის 10 წუთს 8 დრონით ბეთანიასა და თბილისში გადაიღებენ

ფორსაჟ 9-ის 10 წუთს 8 დრონით ბეთანიასა და თბილისში გადაიღებენ პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, კომპანიას ასევე მიენიჭა სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა, რაც საშუალებას აძლევს ოპერატორს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, იფრინოს ღია კატეგორიისთვის დაშვებულ სიმაღლეზე მაღლა, შენობა-ნაგებობიდანდაშორების ...

Read More »

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახის ქონება წუთში $75 ათასით იზრდება

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახის ქონება წუთში $75 ათასით იზრდება

უოლტონების ოჯახმა, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ს ფლობს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახის სტატუსი შეინარჩუნა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. უოლტონების ქონება ერთ წელიწადში 39 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 190,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთს მათი ქონება დაახლოებით 75 ათასი დოლარით იზრდებოდა. მეორე ადგილზე საკონდიტრო კომპანია Mars-ის დამფუძნებლის ფრენკ მარსის ოჯახი გავიდა. მათი ქონება გასული წლის განმავლობაში 37 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 126,5 მილიარდი ...

Read More »

რა დავალიანება აქვს და ვის მიმართ „რუსთავი 2“-ს

რა დავალიანება აქვს და ვის მიმართ „რუსთავი 2“-ს

„რუსთავი 2“-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს – წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული, – ამის შესახებ განცხადებას „რუსთავი 2“-ის 100 %-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. როგორც ხალვაშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ტელევიზიის კრედიტორული დავალიანება 70 000 000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 000 000 ლარს შეადგენს. როგორც ხალვაში ამბობს, ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ...

Read More »

მამუკა ბახტაძე – საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება

მამუკა ბახტაძე - საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება

დიდგორის ველი არის მაგალითი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დიდგორში განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას დიდგორობის დღესასწაული მიულოცა. „ყველას გილოცავთ ჩვენ ეროვნულ დღესასწაულს. სადაც ვიმყოფებით ჩვენ, ეს არის სიმბოლო ქართველთა სამხედრო დიდების, ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი თავისუფლების. საუკუნეების წინ აქ ქართველთა ჯარმა დაამარცხა ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“. დიდგორის ველი არის ...

Read More »

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი იქნება

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი ბაქარ მარუაშვილი იქნება

საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის ვინაობა ცნობილია. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა მთავარი რისკის ოფიცრის პოზიციაზე ბაქარ მარუაშვილი წარადგინა. საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცერი დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც ლევან სურგულაძემ აღნიშნა, მთავარი რისკის ოფიცერი საპენსიო დანაზოგის ინვესტირების პროცესს თითოეული ტრანზაქციის დონეზე გააკონტროლებს. „ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებელ კონტროლს, თითოეული ტრანზაქციის დონეზე. ...

Read More »