Home » 2019 » August » 09

Daily Archives: August 9, 2019

თურქეთმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა

თურქეთმა სავალუტო რეზერვების შესავსებად ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა

როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, თურქეთმა ივნისის თვეში ჩინეთისგან მილიარდი დოლარი ისესხა. აღნიშნული თანხით თურქეთმა უცხოური ვალუტის რეზერვები შეავსო. ივნისის თვეში თურქეთში არჩევნები მიმდინარეობდა და ლირაზე წნეხის მოსასხსნელად, პარალელურად კი საინვესტიციო მიმზიდველობის შესანარჩუნებლად, თურქეთს ამ მოცულობის თანხის მობილიზება დაუდგა დღის წესრიგში. მსგავსი მოცულობის თანხა თურქეთმა ჩინეთისგან პირველად ისესხა, მას შემდგომ რაც 2012 წელს ორ ქვეყანას შორის სავალუტო მიმოცვლის ხელშეკრულება გაფორმა. აღნიშნული ხელშეკრულება ...

Read More »

დანიაში მოქალაქეებს უძრავი ქონებისთვის ბანკიდან 20-წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ

დანიაში მოქალაქეებს უძრავი ქონებისთვის ბანკიდან 20-წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ

დანიაში მოქალაქეებს ბანკიდან 20 წლიანი სესხის აღება უპროცენტოდ შეუძლიათ. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ფინურმა Nordea Bank-მა, რომელიც დანიის მასშტაბით ოპერირებს, უპროცენტო სესხების გაცემა უკვე დაიწყო. BM.Ge-ის ინფორმაციით, საუბარია, 20 წლის ვადაზე გათვლილ საბანკო სესხებზე, რომლისთვისაც არანაირი სახის დანამატის გადახდა საჭირო არ არის. ხოლო იპოთეკარები, რომლებიც 30-წლიან სესხს გამოიტანენ, 0,5 პროცენტის გადახდა მოუწევთ. როგორც დანიურ სამაკლერო ბიუროებში აცხადებენ, ეს ბანკის მხრიდან ...

Read More »

ბიძინა ივანიშვილი – აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში

ბიძინა ივანიშვილი - აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში

აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო და მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე მიულოცა. „წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ ...

Read More »

„თიბისი რისერჩი“ – ივლისში ტურიზმის სექტორის შემოსავალმა მცირედით იკლო

„თიბისი რისერჩი“ - ივლისში ტურიზმის სექტორის შემოსავალმა მცირედით იკლო

ანალიტიკური კომპანიის „თიბისი რისერჩის“ შეფასებით, ივლისში ტურიზმის სექტორიდან შემოსავალი მცირედით შემცირდა. ანალიტიკური კომპანიის გათვლებით, მიმდინარე წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, შემოსავლის კლებამ 0-დან 5 პროცენტამდე შეადგინა, რაც თანხობრივად 20 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ამასთან, „თიბისი რისერჩში“ მიუთითებენ, რომ იგივე მოცულობის თანხის ლარში გადაყვანით კი, შემოსავლის ზრდამ 11-დან 17 პროცენტამდე შეადგინა. კომპანია ვარაუდობს, რომ შემდეგ 12 თვეში ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავალი შესაძლოა, დაახლოებით 5 ...

Read More »

6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა

6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 6 თვეში ბიუჯეტიდან მივლინებებზე 40 მილიონ ლარზე მეტი, კერძოდ კი 40.7 მლნ ლარი დაიხარჯა. უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინებებზე დახარჯული თანხა 3.4 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უფრო კონკრეტულად, 2018 წელს პირველ 6 თვეში მივლინებეზე ბიუჯეტიდან 37.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება მივლინების ხარჯის მხარჯავი უწყებების მიხედვით გადანაწილებას, ყველაზე ...

Read More »

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი წარედგინება

ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი წარედგინება

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს ...

Read More »

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში ბილაინის განახლებული მაღაზია გაიხსნა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში ბილაინის განახლებული მაღაზია გაიხსნა

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ზუგდიდში, გამსახურდიას გამზ. #8-ში, თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი განახლებული მაღაზია გახსნა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს ბილაინის  ყველა მომსახურება და შეიძინოს სხვადასხვა პროდუქტი და მოწყობილობა. მაღაზიაში აბონენტებს შეუძლიათ, მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება, სასურველი პაკეტების გააქტიურება, სიმ ბარათებისა და სმარტფონების შეძენა. ბილაინი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, ...

Read More »

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა. შსს-ის ინფორმაციით, ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ ექვს ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ოთხ  ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – რვა , ...

Read More »

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს

საქართველომ და დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ”სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და ...

Read More »

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა: ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა: ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ

სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ოქრუაშვილი-ხალვაშის დოკუმენტთან დაკავშირებით დასკვნა დადო. დოკუმენტში წერია, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის. „ხელმოწერა დოკუმენტზე შესრულებულია  არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ“, – აღნიშნულია დოკუმენტში. ოქრუაშვილის პარტიაში ექსპერტიზის დასკვნას გამოეხმაურნენ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა კოტე კემულარიამ განაცხადა, პარტიაში დასკვნას არ ეთანხმებიან და აღნიშნულს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. “ექსპერტიზის ბიუროსაც ანგრევენ, სასამართლოს აყენებენ ცუდ მდგომარეობაში. ...

Read More »