Home » 2019 » August » 01

Daily Archives: August 1, 2019

“საქართველოში ყველაზე კორუმპირებული მედიაა, გადაუხდი ფულს და რასაც გინდა, ათქმევინებ“

“საქართველოში ყველაზე კორუმპირებული მედიაა, გადაუხდი ფულს და რასაც გინდა, ათქმევინებ“

„მედია საქართველოში კონტროლირებადი და კორუმპირებულია“ „ქართული ოცნების“ დეპუტატის კახა ოქრიაშვილის შეფასებით, საქართველოში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს. ის კონტროლირებადი და კორუმპირებულია. „საქართველოში ყველაზე კორუმპირებული მედიაა. გადაუხდი ფულს და რასაც გინდა, იმას ათქმევინებ. ჟურნალისტების 90% გაყიდულები არიან და კონტროლირდებიან. ზოგი სუს-ის კონტროლს დაქვემდებარებულია, ზოგი პარტიებიდან, სამთავრობო მედიას მთავრობა აკონტროლებს და ა.შ. ახლა დამოუკდიებელი მედია აღარ არის, ან ძალიან მცირე დოზით არის წარმოდგენილი“, ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

2019 წლის 1 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 32 800 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9283  შეადგინა.

Read More »

„ტავ ჯორჯია“, როგორც ქართული ავიაციის განვითარების მუხრუჭი

„ტავ ჯორჯია“, როგორც ქართული ავიაციის განვითარების მუხრუჭი

„ტავ ჯორჯიას“ პოლიტიკა  თურქეთის ჰაბის განვითარებაა და არა ქართული ავიაციის“ “ტავ ურბან ჯორჯიას” მისამართით პრეტენზიები და კაბალურ ტარიფებზე საუბარი კომპანიის საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყო და თემა აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ავიაციის დარგის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად მიმდინარეობს აპელირება კომპანიის იმ კონტრაქტთან დაკავშირებით, რომელიც „ტავ ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში გაფორმდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მომქედი ხელისუფლების ...

Read More »

ლადო პაპავა – ლარის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ავად არის

ლადო პაპავა - ლარის მდგომარეობა მიგვანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ავად არის

ყველაზე მთავარი პრობლემა რაც ლარს სჭირს არის არა ლარის, არამედ საქართველოს ეკონომიკის პრობლემა. უკვე წლებია, რაც საქართველოში ჩამოყალიბდა ეკონომიკა, რომელიც ორიენტირებულია მოხმარებაზე და არა წარმოებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით მომხმარებელი და არა მწარმოებელი ერი, – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ „ინტერპრესნიუსთან“ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურების შეჩერების მიზნით საქართველოს მთავრობას ორი მთავარი ამოცანა უნდა ჰქონდეს – საშუალოვადიანი ...

Read More »

რატომ დააკავეს “ფრეგოს” დამფუძნებლები? – საგამოძიებო უწყების განმარტება

რატომ დააკავეს "ფრეგოს" დამფუძნებლები? – საგამოძიებო უწყების განმარტება

“ფრეგოს” დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს: „2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ...

Read More »

ცუცქირიძე – კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს

ცუცქირიძე - კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს

“კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს”, – ამის შესახებ საფინანსო-საბანკო საქმის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცლვლელად გთავაზობთ: “კომერციული რისკების დაზღვევა მთავრობის მიერ არ უნდა განხორციელდეს ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული ისტორია, როგორც ჩანს წმინდა საინფორმაციო ომის ტალღაზე გადადის. ამას მოწმობს თუნდაც ანაკლიის კონსორციუმის ბოლო განცხადებები, სადაც პროექტის ხელისშეშლაში ხელისუფლებაა დადანაშაულებული. გასაგები მიზეზზების გამო, ...

Read More »

როგორ სძალავენ ფულს ქართველ ემიგრანტებს – თაღლითური სქემა

როგორ სძალავენ ფულს ქართველ ემიგრანტებს - თაღლითური სქემა

აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს საქართველოდან მამაკაცი სხვადასხვა რაოდენობის თანხას თაღლითურად სძალავს. როგორც აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი შორენა მოსიძე ამბობს, დახმარების თხოვნის სხვადასხვა შინაარსის შეტყობინებები მან, მისმა რამდენიმე მეგობარმა და სხვა ემიგრანტებმა ახალგაზრდა მამაკაცისგან ბევრჯერ მიიღეს. მან წლების წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და ემიგრანტების შემოწირულობებით ის საქართველოში სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება. როგორც თავად ამბობს, უკვე მეორედ გაება თაღლითების დაგებულ მახეში და სანამ გამოძიება ...

Read More »

ერთი ტომარა ფქვილის ფასი, სავარაუდოდ, 2 ლარით იზრდება

ერთი ტომარა ფქვილის ფასი, სავარაუდოდ, 2 ლარით იზრდება

ფქვილის ფასი, ერთ ტომარაზე, შესაძლოა, 2 ლარით გაიზარდოს. ამის შესახებ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ფასის შესაძლო ცვლილება დოლარის მატებას უკავშირდება. „ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პერიოდულად პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან ხორბლის იმპორტი ჩვენთან დოლარზე ხორციელდება. ფქვილის ფასი დღესდღეობით დოლართან მიმართებაში 2,75-2,80 კურსზეა გაანგარიშებული. აქედან გამომდინარე, დღეს არის სიტუაცია, როდესაც დოლარი თუ არ დასტაბილურდა, ...

Read More »

რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს

რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს

რუსული მედიის ინფორმაციით, „რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს“. „სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის მიმართვას, 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის შესახებ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა. აღნიშნული მიმართვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პარლამენტმა ათი დღის წინ გაუგზავნა. „სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის განცხადებას ...

Read More »

„ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი დააკავეს

„ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი დააკავეს

ნავთობკომპანია „ფრეგოს“ დამფუძნებლები გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი სამართალდამცავებმა დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. თუ რას ედავება სახელმწიფო ბრალდება ბიზნესმენებს, ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიზეზი შესაძლოა დღგ-ს გადასახადების დაფარვის სქემა იყოს.

Read More »