Home » 2019 » July » 30

Daily Archives: July 30, 2019

“სინოჰიდრო” სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება

"სინოჰიდრო" სასამართლო სხდომაზე არ ცხადდება

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობით დაზარალებული მესაკუთრის საქმე „სინოჰიდროს“ გამოუცხადებლობის გამო გადაიდო   ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის „კორპორაცია სინოჰიდროს ფილიალი საქართველოში“ და კომპანია „DOHWA Cansulting Engineers Co. Ltd”-ის მიმართ სარჩელის განხილვა გონივრული ვადით გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე ჩინური კომპანიის წარმომადგენლების გამოუცხადებლობა გახდა. ამასთან, სასამართლომ მოისმინა პროცესზე გამოცხადებული მხარეების პოზიციები სადავო საკითხებთან დაკავშირებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

ირაკლი კოვზანაძე ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს ბიზნესსა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

საგარეო შოკი საქართველოს საგადასახდელო ბალანსსა და შესაბამისად ლარის კურსზე ნეგატიურად აისახა, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, სავაჭრო დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის მემკვიდრეობითი პრობლემაა, რომელიც, თავის მხრივ, საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის გენერირებას ახდენს. მისი თქმით, აღნიშნული დეფიციტი ტურიზმიდან და უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისგან გადმორიცხული ფულადი გზავნილებით (რემიტენსებით) ბალანსდება. „გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, საიდანაც 650 მილიონი ...

Read More »

აკაკი ცომაია – ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც დავაბრალოთ

აკაკი ცომაია - ლარის გაუფასურება ცოტა ხანში შეიძლება წვიმასაც დავაბრალოთ

ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ლარის გაუფასურების საგარეო შოკებითა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემცირებით ახსნას “არაადეკვატურ შეფასებას“ უწოდებს. როგორც ცომაიამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კობა გვენეტაძე სულ მცირე არაფერს ამბობს იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება. “როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ფაქტს მალავს და საინვესტიციო გარემოს გაუარესებას ლარის გაუფასურების მიზეზად არ მიიჩნევს, ეს სულ მცირე სწორი შეფასება ...

Read More »

ისტორიაში პირველად კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3 ლარი ღირს

ისტორიაში პირველად კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. 31 ივლისს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარი იქნება, 1 ევრო კი 3.2889 ეღირება. პირველად ლარის ისტორიაში, კომერციულ ბანკებში დადგენილი გაცვლითი კურსით 1 დოლარი 3 ლარი ღირს. ჯამში, დღეს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით 2 თეთრით გაუფასურდა. დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “საქართველო განიცდის საგარეო ...

Read More »

2019 წლის ბოლომდე სოჭს, ბათუმსა და ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლა დაიწყება

2019 წლის ბოლომდე სოჭს, ბათუმსა და ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლა დაიწყება

2019 წლის ბოლომდე სოჭს, ბათუმსა და ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლა დაიწყება. პროექტი შემუშავებულია ევროპული კომპანია Atlantic Duty-ის მიერ “სოჭის საზღვაო სავაჭრო პორტთან” თანამშრომლობით და საკურორტო ქალაქის მთავრობის მხარდაჭერით. interfax-ის ინფორმაციით, კომპანია Atlantic Duty Free 2019 წლის ბოლომდე სოჭი-ბათუმი-ტრაბზონს შორის საკრუიზო მიმოსვლის დაწყებას განიხილავს. ბორანი 500-მეე მგზავრზე და 150 ავტომობილზე იქნება გათვლილი. რეისები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. რეისების მომსახურეობისთვის და სერვისის გაყიდვისთვის კომპანია სამივე ქალაქში ოფისების გახსნას გეგმავს.

Read More »

ცემენტის 28 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა

ცემენტის 28 სახეობიდან ევროპული სტანდარტი მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა

ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ევროპული სტანდარტი ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა საქართველოს ცემენტის ასოციაცია მეშვიდე ფარული ტესტირების შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, 2019 წლის ივლისის ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 28 სახეობიდან მხოლოდ ექვსი კომპანიის ცხრა პროდუქტმა (32%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი. ცხრა ნიმუშიდან ოთხი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა. შემოწმებული 28 ნიმუშიდან 19-მა ვერ გადალახა ბარიერი, ...

Read More »

კახა კალაძე – ღამის ეკონომიკის მიმართულებით, ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ

კახა კალაძე - ღამის ეკონომიკის მიმართულებით, ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ

ღამის ეკონომიკის მიმართულებით, ადამიანები მუშაობენ და საქმეს აკეთებენ, ხედავთ როგორ რეჟიმში მუშაობს დედაქალაქის მერია და ვფიქრობ ამაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე კითხვას, თუ რა გაკეთდა „ღამის ეკონომიკის“ ფარგლებში. „ღამის ეკონომიკის ფარგლებში რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რათა განისაზღვოს რა მიმართულებებით მივდივართ, რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რადგან დიდია მოთხოვნა სხვადასხვა საკითხებზე. არის რამდენიმე ...

Read More »

საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროში ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი იწყება

საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროში ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი იწყება

ევროკავშირი საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტს იწყებს ევროკავშირი საბანკო და საგადასახადო მომსახურების სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტს იწყებს. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი 2-წლიანია, რომლის ბიუჯეტი 1.75 მილიონ ევროს შეადგენს და რომელსაც პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ახორციელებს. მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის მექანიზმების გაუმჯობესებაში დაეხმარება, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური სექტორის ...

Read More »

მინისტრის მოადგილე ლარის კურსზე: განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობა არ არის

მინისტრის მოადგილე ლარის კურსზე: განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობა არ არის

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე ლარის კურსზე საუბრისას აცხადებს, რომ რეალური მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზი არ იძლევა განგაშის ზარების შემორტყმის აუცილებლობას. მას მთავრობის და ეროვნული ბანკის კომპეტენციაში ეჭვი არ შეაქვს და ამბობს, რომ ამ ნაწილში ყველა მხარე მუშაობს. „მკითხაობის რეჟიმშია მოკლევადიანი ლარის კურსის შემთხვევაში შეფასებების გაკეთება. მეც მკითხრავი ვიქნები თქვენთან. მთავრობისა და სებ-ის კომპეტენციაში მე ეჭვი არ შემაქვს. ამ ნაწილში ყველა ...

Read More »

რა შემოსავალი მიიღო 2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოებმა

რა შემოსავალი მიიღო 2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოებმა

2018 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6 მლნ. ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში მოქმედ ბაზრებსა და ბაზრობებს ეხება. სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 206 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 32,0 პროცენტი თბილისშია, ხოლო 19,9 პროცენტი – იმერეთის, 12,1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,1 პროცენტი – კახეთის, 7,3 პროცენტი – ქვემო ...

Read More »