Home » 2019 » July » 29

Daily Archives: July 29, 2019

თეგეტა მოტორსმა აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო გამართა

თეგეტა მოტორსმა აჭარაში რეგიონალური ცენტრი გახსნა და პირველი მასშტაბური საავტომობილო ექსპო გამართა

ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაზე თეგეტა მოტორსის ახალი, რეგიონული ავტოსერვისის ცენტრი გაიხსნა და რეგიონში ყველაზე დიდი საავტომობილო ექსპო გამართა. ფილიალის სრული ფართობი 40 183 კვ.მ. მოიცავს, ცენტრი აღჭურვილია უახლესი ავტოსერვისის მანქანა-დანადგარებით და მოემსახურება როგორც მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს, ისე სპეცტექნიკას. აღნიშნული ფილიალი თეგეტა მოტორსის ყველაზე მსხვილი მომსახურების ცენტრია საქართვლოში. კომპანიამ პროექტში 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 200-მდე ადგილობრივი ...

Read More »

კვლევა – ბანკებს ქალები უფრო მეტ ჯარიმას უხდიან ვიდრე კაცები

კვლევა - ბანკებს ქალები უფრო მეტ ჯარიმას უხდიან ვიდრე კაცები

გამოცემა Bloomberg-მა აშშ-ში საფინანსო ბაზარი შეისწავლა და დაასკვნა, რომ ბანკებს ქალები უფრო მეტ ჯარიმას უხდიან ვიდრე კაცები. გამოცემამ 500 ათასი ქალის ფინანსური ისტორია  გამოიკვლია და აღმოჩნდა, რომ მათ მიერ გადახდილი წლიური ჯარიმა მხოლოდ ოვერდრაფტის შემთხვევაში $214 შეადგენს. ოვერდრაფტი (მოკლევადიანი კრედიტია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მიიღოს დამატებითი თანხა საბარათე ანგარიშზე და დაფაროს მიმდინარე ხარჯები აღნიშნული ფულადი რესურსით) არის ძირითადი ჯარიმების ...

Read More »

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას – გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია

ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას - გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს.როგორც ვასაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან. „მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ...

Read More »

უკრაინას, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკებების განახლება სურს

უკრაინას, ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, რუსეთთან მოლაპარაკებების განახლება სურს

მინისტრთა კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენლის, ანდრეი გერუსის განაცხადებით, უახლოეს მომავალში რუსეთთან მოლაპარაკებები გაზის ტრანზიტისა და შეძენის შესახებ განახლდება. უკრაინამ 2015 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციიდან გაზის შეძენის შეწყვეტაზე მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების ხელშეკრულება 2019 წლის ბოლოს იწურება. „გაზპრომი“ და რუსეთი მოლაპარაკებების განახლების თაობაზე მზაობას გამოთქვამდნენ. ისინი არჩევნების დასრულებას ელოდებოდნენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ვის ხელში ...

Read More »

კომპანია “თბილისის მოკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თბილისის მოკროავტობუსი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თბილისის მოკროავტობუსის” სპეციალური განცხადება “მოგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც 42 ნომერი მიკროავტობუსის მძღოლი ეწევა სიგარეტს, კომპანიის მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაუყონებლივ შეუჩერა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ერთი თვის ვადით, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე “თბილისის მიკროავტობუსის” შიდა სანქციების მიხედვით მას კონტრაქტის შეწყვეტა ემუქრება. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს მსგავსი ინციდენტების ...

Read More »

მიხეილ ბატიაშვილი – 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს

მიხეილ ბატიაშვილი - 2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასი 1 500-1 800 ლარს მიაღწევს

2022 წლისთვის პედაგოგების ხელფასებმა, შესაძლოა, 1800 ლარს მიაღწიოს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ეს დაპირება გრძელვადიანია, მაგრამ სექტემბერში ყველა იმ პედაგოგს გაეზრდება ხელფასი, რომელთა კვალიფიკაციაც დადასტურებულია. პროცესი გაგრძელდება ყოველ წელს და მინიმუმ 150 ლარი მოემატებათ. ასე, ეტაპობრივად მივალთ 2022 წლამდე და მათი ხელფასი 1.500-1.800 ლარს მიაღწევს. სამწუხაროდ, ქართველებს ორი უკიდურესობა გვაქვს – ...

Read More »

ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი იზრდება

ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი დილიდან იზრდება. ამ დროისთვის ერთი აქციის ფასი 13 გირვანქა სტერლინგს აღემატება. ღირებულება დაახლოებით 5.5 პროცენტით არის გაზრდილი. პარასკევს ერთი აქციის ფასი 12.42 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც 2016 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. გენერალურ პროკურატურაში 24 ივლისს გამართულ ბრიფინგამდე კი, აქციების ფასი დაახლოებით 15 გირვანქა სტერლინგი იყო. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ...

Read More »

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება. რუსეთის „სახელმწიფო უწყებაში მუშაობის შესახებ“ კანონის თანახმად, სახელმწიფო სამსახურში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ 70 წლამდე. ამასთან, რუსული მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ კარასინის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება. ერთ-ერთი მათგანია სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ამჟამინდელი დირექტორი – ივან ვოლინკინი. 60 წლის დიპლომატი სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებებში უცხო ...

Read More »

„ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

„ჯორჯიან ეარვეისი“ ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის

„ჯორჯიან ეარვეისში“ რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შედეგად 25 მილიონი დოლარის ზარალზე საუბრობენ და ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს მთავრობას მადლობას უხდიან. „საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო. ავიაკომპანიას მოუწია უკვე რეალიზებული ავიაბილეთების 80%-ის უკან დაბრუნება. გარდა ამისა, მკვეთრად შემცირდა ავიაბილეთების შეძენის მსურველთა რიცხვი, რითაც ავიაკომპანიამ ჯამში დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ...

Read More »

სტუდენტებს AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გადახდა არ მოუწევთ

სტუდენტებს AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურის გადახდა არ მოუწევთ

სტუდენტის სტატუსის მქონე პირები გათავისუფლდებიან AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საფასურისგან. ამასთან, აღნიშნული კატეგორია საერთოდ არ ითვალისწინებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ანუ სტუდენტის სტატუსის მქონე პირები AM კატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან. ცვლილების თანახმად, პირის სტუდენტის სტატუსის დადასტურება მოხდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების შესაბამისად, რომლის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან გამოთხოვის უფლებაც მიენიჭება სააგენტოს. ცნობისთვის, AM ...

Read More »