Home » 2019 » July » 26

Daily Archives: July 26, 2019

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ ლიტერატურა გადასცეს

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ ლიტერატურა გადასცეს

შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნულ სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ ასტრონომიით დაინტერესებულ ქაიან ბელქანიას საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ ლიტერატურა გადასცა. ფონდი  მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ ბავშვს მომავალშიც გაუწევს დახმარებას, ხელს შეუწყობს, რათა გაიფართოვოს ცოდნა და სამომავლოდ უზრუნველყოფს ნიჭიერი მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო  სამეცნიერო ბაზაზე, სადაც იგი შეძლებს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას. შეხვედრას დაესწრო აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს აუხსნა როგორ გამოიყენოს ტელესკოპი.

Read More »

ალექსანდრ ლუკაშენკო – ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის

ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები დასავლეთ ევროპასთან, საერთოდ ევროპასთან, ევროკავშირთან, აშშ-სთან. მე მესმის რაც არის ევროკავშირი და აშშ, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში და არასდროს, არანაირი ფულის სანაცვლოდ, ჩვენს ურთიერთობებს მოძმე რუსეთთან არ გავწყვეტთ, ბელარუსი რუსეთს ფულზე არ გაცვლის, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედგარ რინკევიჩთან შეხვედრისას მინსკში განაცხადა. მისივე თქმით, ბელარუსში ალმაცერად არ შეხედავენ ქვეყანას, რომელიც ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე – მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან

მამუკა ხაზარაძე - მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან

პროკურატურამ მესამედ ჩატარებული ქვეყნის საწინააღმდეგო ბრიფინგით ქართულ ეკონომიკას დააკარგინა, ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო უნდა გაიმართოს. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბოლო ორ დღეში პროკურატურამ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარით დაუგდო. „პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე ...

Read More »

ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თანამდებობებს ტოვებენ

ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თანამდებობებს ტოვებენ

თიბისი ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში მივიდნენ. ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლის პროექტის გადასარჩენად მომავალ კვირაში ანაკლიის პორტის მმართველთა საბჭო შეიცვლება. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძე და თვითონ უკანა პლანზე გადაიწევენ, რომ სამომავლოდ პორტის განხორციელების ხელის შეშლა მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს არ დაბრალდეს. „5 წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგო ბრიფინგი, რომელმაც 2 ...

Read More »

ბინას ეძებ? – გაიგე, რომელ საცხოვრებელ კომპლექსში უნდა ცხოვრობდე შენ

ბინას ეძებ? - გაიგე, რომელ საცხოვრებელ კომპლექსში უნდა ცხოვრობდე შენ

ბინას ეძებ? უპასუხე რამდენიმე მარტივ კითხვას და გაიგე, რომელ საცხოვრებელ კომპლექსში უნდა ცხოვრობდე შენ. კითხვარის შევსება შესაძლებელია ქვემოთ მითითებული ფეისბუქ ბმულის საშუალებით. https://www.facebook.com/dirsi.ge/app/489107954569299/?app_data=%7B%7D

Read More »

პაატა ბაირახტარი ფრენების სუბსიდირებაზე – ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის დანაკარგების მინიმაზაცია

პაატა ბაირახტარი ფრენების სუბსიდირებაზე - ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის დანაკარგების მინიმაზაცია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი რუსეთიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვაზე სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებას დადებითად აფასებს. პაატა ბაირახტარი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დანაკარგები უნდა შეივსოს და გამოსავალი სწორედ სუბსიდირებაშია, თუმცა ეს არ უნდა განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ,,სუბსიდირება თავისი არსით არ არის კარგი მდგომარეობით განპირობებული ქმედება. როდესაც რაღაც მიმართულებით სუბსიდირებას ვახდენთ, ესე იგი, გვაქვს გარკვეული პრობლემები და ამ პრობლემების დასაძლევად იყენებენ სუბსიდირებას. სუბსიდირება ...

Read More »

„რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ეკონომიკის დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსირებას მოახდენს“

„რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება ეკონომიკის დანაკარგის ნაწილობრივ კომპენსირებას მოახდენს“

საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო რეისებზე ფრენების სუბსიდირებას დადებითად აფასებს. როგორც მან დღეს განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფრენების შეზღუდვამ საქართველოს ეკონომიკა დააზარალა, ყველაზე დიდი დარტყმა კი, მცირე ბიზნესმა მიიღო. ცუცქირიძე ამბობს, რომ სუბსიდირება არის დანაკარგის კომპენსაცია, რაც მისასალმებელია. „ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოსაზრება, რამდენად საჭირო იყო ამ ტიპის ხარჯების გაწევა. როცა გაკეთდა რუსეთის ...

Read More »

გიორგი ჩოგოვაძე – რეისების ხელშეწყობა განსაზღვრულია სამ მიმართულებაზე – ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი

გიორგი ჩოგოვაძე - რეისების ხელშეწყობა განსაზღვრულია სამ მიმართულებაზე - ლონდონი, ბრიუსელი და ერევანი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე განმარტავს, რომ ავიარეისების ხელშეწყობა არა მხოლოდ რუსეთის სატრანზიტო მიმართულებით, არამედ ლონდონიდან და ბრიუსელიდან ხდება. „როგორც იცით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და ჩვენი ეკონომიკისთვის მოულოდნელი დარტყმა იყო რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება. ამან დააზარალა, როგორც ტურისტული ბიზნესი, ასევე საავიაციო ბიზნესიც. მთავრობამ სწრაფად მოახდინა რეაგირება, შეხვდა მოსახლეობას და მოისმინა მათი მოსაზრებები, ასევე შეიმუშავა სტიმულირების პაკეტი. ...

Read More »

ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

ზაფხულის საკურორტო სეზონმა ნაადრევად კრახი განიცადა

“ყველაზე კარგი ინდიკატორი კი ლარის კურსია, რომელიც სამწუხაროდ, სრულიად უმართავი გახდა” მთელ საქართველოში ტურისტების სიმცირეა. ამას ყველა თვალნათლივ ხედავს ტურიზმის დეპარტამენტის გარდა, სადაც ისევ ვიზიტორების მატებაზე საუბრობენ. რუსეთიდან ფრენის აკრძალვამ, საპროტესტო აქციებმა, პოლიტიკურმა დაძაბულობამ, ლარის დევალვაციამ და უამინდობამაც ზაფხულის საკურორტო სეზონს ბოლომდე მოუთავა ხელი. “თიბისის” ინფორმაციით, ივლისის მეორე კვირაში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა. თუ ...

Read More »

წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა და სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა

წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა და სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა

დაბა  მესტიაში მდინარე  მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. პირველი დარტყმა ჰესის წყალმიმღებმა და სადგურმა მიიღო და დამცავი ფუნქცია შეასრულა. დაიტბორა  მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ წყალმოვარდნის დროს ჰესმა მდინარის დინება შეანელა, სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს,  არც სადგურს და არც მიმდებარე დასახლებას სტიქია ...

Read More »