Home » 2019 » July » 25

Daily Archives: July 25, 2019

მესტიაჭალა ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა

კომპანია სვანეთი ჰიდროს სპეციალური განცხადება

დაბა  მესტიაში მდინარე  მესტიაჭალა ადიდდა, რასაც მოყვა უეცარი ტალღური წყალმოვარდნა. წყალდიდობა ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის მიმდებარე ხეობაში მოხდა. დატბორილია მესტიაჭალა 1-ის ტერიტორია, თუმცა პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძობს ფუნქციონირებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ჰესმა სტიქიის შემაკავებელი ფუნქცია შეასრულა და დასახლებული პუნქტი დაიცვა. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 2-ს,  არც სადგურს და არც მიმდებარე ტერიტორიებს სტიქია ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება

ვაჟა ბერიძე - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება

“მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება”, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ვაჟა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს. “ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაჭერა სერიოზული შეცდომა იქნება ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ აშშ–ს საელჩო შეშფოთებულია კონტექსტის და დროის გამოო, ბრძანეს. სასურველი იქნებოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლობას დაეზუსტებინა კონტექსტი და ჩვენთვის მისი ...

Read More »

ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.8 მლრდ ლარით, 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.8 მლრდ ლარით, 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ივნისში კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.8 მლრდ ლარით, 43.1 მლრდ ლარამდე გაიზარდა. კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.8 მლრდ ლარით, ანუ 4.5 ...

Read More »

კონკურენციის სააგენტომ TAV Georgia-სგან ინფორმაცია გამოითხოვა

კონკურენციის სააგენტომ TAV Georgia-სგან ინფორმაცია გამოითხოვა

კონკურენციის სააგენტომ „ტავ ურბან საქართველოსგან“ ინფორმაცია გამოითხოვა. სააგენტოს ცნობით, მათთვის ინტერნეტ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ „ტავ ურბან საქართველომ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესი გამოთქვა. „გამომდინარე იქედან, რომ საკითხი მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას ეხება, კონკურენციის სააგენტოს მიზანია – შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად იყოს დაცული. თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი ...

Read More »

აშშ-ის საელჩო – შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით

აშშ-ის საელჩო - შეშფოთებას გამოვთქვამთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. „ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით. მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა ...

Read More »

საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო

საქართველოს საბანკო სექტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩაერთო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს 12 უმსხვილესი ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გაფორმდა კონტრაქტი საკრედიტო-საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ კონტრაქტს სახელმწიფოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა. საკრედიტო-საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, ის განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70 პროცენტამდე გარანტირებას, რაც გაამარტივებს ...

Read More »

„ტურისტული სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის“ პოლიტიკამ, ეკონომიკური ზარალი თვალშისაცემია“

„ტურისტული სეზონს სერიოზული დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის“ პოლიტიკამ, ეკონომიკური ზარალი თვალშისაცემია“

რეალობა ითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რომ თავიდან ავიცილოთ მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი, რომელმაც საკმაოდ დიდი კრედიტები აიღეს ბანკებიდან, მოემზადნენ ტურისტული სეზონისათვის, რომლსაც სერიოზული დარტყმა მიაყენა „ნაცსექტის“ პოლიტიკამ​​, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ეკონომიკური ზარალი, უკვე თვალშისაცემია და ეს ზარალი განაპირობა მაოხრებელმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. „საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და ...

Read More »

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა  მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს  გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება. ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ...

Read More »

„სოციალურ ქსელში ფასდაკლების ან თამაშის მიმზიდველი შეთავაზებებისგან თავი შორს დაიჭირეთ, თითქმის ყველა შემთხვევა თაღლითობაა“

„სოციალურ ქსელში ფასდაკლების ან თამაშის მიმზიდველი შეთავაზებებისგან თავი შორს დაიჭირეთ, თითქმის ყველა შემთხვევა თაღლითობაა“

სოციალურ ქსელში თუ სარეკლამო ბანერი რამე პოპულარული პროდუქტის მეტისმეტად ხელსაყრელ ფასს ან მომგებიან თამაშს გთავაზობთ, თითქმის ყველა ასეთი შემთხვევა კიბერდანაშაულის ე.წ. ფიშინგის ფორმაა და უმჯობესია, მოერიდოთ, – აღნიშნული გაფრთხილება მოქალაქეებს საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს მისცა. გადაცემაში საბანკო ანგარიშებზე გახშირებული კიბერთავდასხმების პრობლემა და მათი პრევენციის მექანიზმები განიხილეს. დისკუსიის დროს აქცენტი ე.წ. ფიშინგზე გაკეთდა, რომელიც კიბერშეტევის ერთ-ერთი ყველაზე ...

Read More »

Euronews საქართველოში შემოდის

Euronews საქართველოში შემოდის

Euronews საქართველოს ტელესივრცეში დაიწყებს მაუწყებლობას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო საინფორმაციო არხსა და კომპანია „სილქნეტს“ შორის უკვე გაფორმდა. „Euronews საქართველოს“ მაუწყებლობა, ქართულ ენაზე, Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად, 20 % საქართველოს ამბებს დაეთმობა. მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს.  Euronews ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხია, რომელიც 150-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს და ყოველთვიურად, თითქმის, 400 მილიონ ოჯახს აწვდის ინფორმაციას. არხი თორმეტ სხვადასხვა ენაზე ...

Read More »