Home » 2019 » July » 23

Daily Archives: July 23, 2019

გაირკვა ვინ გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

გაირკვა ვინ გაავრცელა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პირველწყარო გამოავლინა და ორი პირი დაუსწრებლად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ბრალდებულთა ვინაობა არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია ესენი არიან – რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი მზია დოლბაძე და სომხეთის ციხეში, მკვლელობის ბრალდებით, მყოფი დიმიტრი ანდრეევი. გამოძიებით ირკვევა, რომ ანდრეევმა კადრები პირველმა განათავსა ინტერნეტსივრცეში, რითაც ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-ის სანქციები „ეკონომიკური ტერორიზმია“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ის სანქციები „ეკონომიკური ტერორიზმია“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა. ამის შესახებ მუჰამედ ზარიფმა სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოქვეყნებულ განცხადებაში მუჰამედ ზარიფმა ვაშინგტონის სანქციების პოლიტიკას ძალადობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი ირანელი ხალხის დაშინებაა. „ამას არ შეიძლება ეწოდოს სანქციები, ეს სანქციები არ დაუწესებიათ კანონის აღსრულების დასაცავად. ფაქტობრივად, სანქციები კანონს არღვევს“, – განაცხადა ირანის საგარეო ...

Read More »

„კანადასთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება ორი ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება“

„კანადასთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება ორი ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება“

კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება, რომლის თაობაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოსა და კანადას შორის ეკონომიკური შინაარსის პირველი დოკუმენტია. მისი გაფორმება ხელს შეუწყობს როგორც ქართველ, ისე კანადელ ინვესტორებს განახორციელონ ინვესტიციები ორივე ქვეყნის ...

Read More »

„ჩვენთან ბარელით არავინ ყიდულობს პროდუქციას, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, ასე უცებ არ აისახება საწვავის ფასებზე“

„ჩვენთან ბარელით არავინ ყიდულობს პროდუქციას, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება, ასე უცებ არ აისახება საწვავის ფასებზე“

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი კიდევ ხუთი თეთრით გაძვირდა. პარალელურად კი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ბარელის ფასმა მკვეთრად დაიწია და გაიაფდა. აქედან გამომდინარე,  დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობკომპანიები საწვავს საქართველოში ხელოვნურად აძვირებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსიც აღნიშნულ ბიზნესზე პირდაპირ აისახება, ნებისმიერ შემთხვევაში,  საწვავის გაძვირებას ექსპერტები მაინც არარელევანტურს უწოდებენ. „კომერსანტი“  შეეცადა პროდუქციის გაძვირების ყველა შესაძლო მოცემულობა შეესწვალა და საბოლოოდ დაედგინა – რა ხდება სინამდვილეში საწვავის ფასთან დაკავშირებით? ...

Read More »

საქართველოდან მამაკაცის შარვლების ექსპორტი 47%-ით გაიზარდა

საქართველოდან მამაკაცის შარვლების ექსპორტი 47%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოდან მამაკაცის ან ბიჭების შარვლების, გულსაფრიანი და თასმებიანი კომბინეზონების, ბრიჯებისა და შორტების ექსპორტი მზარდია. თუ 2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 5.1 მილიონ დოლარს შეადგენდა, წელს მაჩვენებელი 7.6 მილიონ დოლარამდე, ანუ 47 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, მზარდია სხვა დასახელების ტანსაცმლისა და ტექსტილის პროდუქციის ექსპორტიც. მაგალითად, მაისურების ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 22 მილიონი დოლარი შეადგინა, ქალის პალტოების – ...

Read More »

აშშ-ს მთავრობა მიგრანტების სწრაფი დეპორტაციის ინიციატივით გამოდის

აშშ-ს მთავრობა მიგრანტების სწრაფი დეპორტაციის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის მთავრობა სწრაფი დეპორტაციის დაწყების ინიციატივით გამოდის. ახალი რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი მიგრანტის დაუყოვნებლივ დეპორტაცია მოხდება, რომელსაც არ ექნება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ვერ დაამტკიცებს, რომ 2 წლის მანძილზე აშშ-ში უწყვეტად ცხოვრობდა. სწრაფი დეპორტაცია გულისხმობს საიმიგრაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით პროცესის დაწყებას. აღნიშნული გადაწყვეტილება სამშაბათს გამოქვეყნდება. „ამერიკის სამოქალაქო თავისუფლების კავშირი“ აღნიშნულის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის ...

Read More »

„როცა ელექტროენერგიას ვერ აწარმოებ, როცა იმპორტი სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ტარიფის მატება გამოიწვიოს“

„როცა ელექტროენერგიას ვერ აწარმოებ, როცა იმპორტი სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ტარიფის მატება გამოიწვიოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფები გაიზარდოს, თუმცა არა ლარის გაუფასურების გამო. როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტარიფების მატება შესაძლოა მოხმარების სწრაფმა ზრდამ და იმპორტის ზედამ გამოიწვიოს. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, როგორც დეპუტატი ამბობს, მას აქვს მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება. „ზოგადად ლარის კურსთან მიმართებაში, განმეორებადი ინფორმაციები ადამიანს ბეზრდება და თითქოს ეფექტურობასაც კარგავს. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ არის გარკვეულწილად მონაწილეობა მოლოდინების, ...

Read More »

„2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ეკონომიკა და დავძლიოთ სიღარიბე“

„2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ეკონომიკა და დავძლიოთ სიღარიბე“

2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონალური განვითარების გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია სიღარიბის დაძლევა. „ეროვნული მნიშვნელობის ...

Read More »

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა. ბორის ჯონსონი ლონდონის ყოფილი მერია, იგი ბრექსითის მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხხმების გარეშე. მის კონკურენტს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი წარმოადგენდა. ბორის ...

Read More »

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

gwp-მვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.  განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 3  მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.   კომპანია დღეიდან,23 ივლისიდან,ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალი მაგისტრალური ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, ეტაპობრივ გადაერთებით სამუშაოებს იწყებს. პირველ ეტაპზე გადაერთებითი სამუშაოები  გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებში ჩატარდება. კომპანიის ტექნიკური ...

Read More »