Home » 2019 » July » 20

Daily Archives: July 20, 2019

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტი – ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

„საპარტნიორო ფონდის“ პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

“საპარტნიორო ფონდის” პროექტს საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთი წლით გადაუვადეს. საუბარია თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ალექსეევკას დასახლებაში ენერგოეფექტიანი ბლოკის საწარმო „YTONG”-ის მშენებლობასა და წარმოების დაწყებაზე. პროექტის ღირებულება 50 მილიონი ლარია, სადაც “საპარტნიორო ფონდის” თანამონაწილეობა 48%-ია. ენერგოეფექტური ბლოკების საწარმო „იტონგი” – „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი პროექტია. ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2019 ...

Read More »

რა მოგებაზე მუშაობს თემურ ჭყონიას „მაკდონალდსი“ საქართველოში

რა მოგებაზე მუშაობს თემურ ჭყონიას „მაკდონალდსი“ საქართველოში

კახეთის გზატკეცილზე, ფეხსაცმლის ქარხანა „ისნის“ მიმდებარედ შპს „თ და კ რესტორნებისათვის“ Mcdonald’s-ის რიგით მე-16 რესტორანს ააშენებს. „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია კომპანიის შემოსავლები და მოგება. როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება. რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ ...

Read More »

ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში, ბენზინგასამართი სადგურების დიდ ნაწილში საწვავი ხუთი თეთრით გაძვირდა. რეგულარი ტიპის საწვავის ფასი „გალფის“ ქსელში 2.54 ლარი გახდა, „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას“ ქსელში – 2.53 ლარი, „რომპეტროლის“ ქსელში – 2.54 ლარი, „ვისოლის ქსელში“ – 2.59 ლარი. ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა ივლისის დასაწყისშიც. მიზეზად ლარის გაუფასურება და საწვავის საერთაშორისო ფასების გაზრდა დასახელდა.

Read More »

რუსეთსა და აფხაზეთის შორის მეგობრობა ცივდება – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთსა და აფხაზეთის შორის მეგობრობა ცივდება – ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი შეშფოთებას გამოთქვამს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიწინია რუსეთ–აფხაზეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა. „შეშფოთებული ვართ ამ ურთიერთობებით. ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ცივდება. გახსოვთ, 2014 წელს, როდესაც შეთანხმებას მოეწერა ხელი, ჩვენი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ შეთანხმება ჩვენს ურთიერთობას უფრო მაღალ ნიშნულზე აიყვანდა, მაგრამ ამ ნიშნულს ვერ მივაღწიეთ, ვერ ვხედავთ, პირიქით ხდება. შეშფოთებული ვართ ...

Read More »

„ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა“

„ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა“

“ჩემი მთავარი მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმარებისას გავიგო, რასაც სამინისტროებიდან და მუნიციპალიტეტებიდან ფურცელზე მიგზავნიან და რასაც ხალხი ლაპარაკობს, ხომ არ არის მათ შორის შეუსაბამობა”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან რეგიონში – ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე განაცხადა. მაჭავარიანის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ამგვარი დიალოგის უმთავრესი მიზანია, ფინანსთა სამინისტროს, პირადად მას ჰქონდეს ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია იმ პრობლემების ...

Read More »

„7 წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ“

„7 წელი ვისი ფასეულობების დასამკვიდრებლადაც ვიბრძოდით სიკვდილ-სიცოცხლის ფასად, იმისი ხელით დავიხურეთ“

მე რუსთავი2-დან გავედი გამარჯვებული – ნიკა გვარამიას ემოციური პოსტი ფეისბუქზე “ჩემი მისია შევასრულე – 7 წელი (არხის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი დირექტორი) არხი ვამუშავე წარმოუდგენელ რეჟიმში, ფაქტიურად, ბოლო ორი წელი, საოცრების ხარჯზე. სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად, ყველა ხელფასი ყოველთვის გავეცი, თვითონაც არ ვიცი როგორ. ყველას, ვისაც განსაკუთრებულად უჭირდა, დავეხმარე. ...

Read More »

სალომე ზურაბიშვილი – როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია

სალომე ზურაბიშვილი - როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია

როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია. წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ...

Read More »

პაატა სალია – „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა

პაატა სალია - „რუსთავი 2“-ში ძალიან ცუდი ფინანსური მდგომარეობაა

იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე… ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კუთხით არსებული პრობლემები ახალი არ არის, თუმცა შექმნილმა მდგომარეობამ მოლოდინს მეტად გადააჭარბა. „ის, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, ეს არ არის ახალი, როგორც ვხვდები, ...

Read More »

პაატა სალია – 2 თვის შემდეგ გიორგი გაბუნია ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

პაატა სალია - 2 თვის შემდეგ გიორგი გაბუნია ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა. კითხვაზე, ხომ არ გადაიხედება შეზღუდვა, რომელიც გიორგი გაბუნიას აქვს დაწესებული, პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დღეს საუბარი არ ყოფილა. ამასთან, მისი თქმით, ვერ ხედავს საფუძველს, რატომ გაჩნდა ეს მოსაზრება. „ასეთი საკითხი ...

Read More »

„2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის მიმართ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი“

„2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის მიმართ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, იგი დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, ვინაიდან ტრამპს რუსეთთან ნორმალური კავშირების აღდგენა სურდა. ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში, რომელიც 19 ივნისით თარიღდება და კრემლის ვებგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა, პუტინი ამბობს, რომ რუს ჰაკერებს არ შეეძლოთ ამერიკის არჩევნებზე გავლენის მოხდენა. „რომელიმე ჩვენს ბლოგერს – არ ვიცი იქ ინტერნეტში ვინ მუშაობს – ...

Read More »