Home » 2019 » July » 19

Daily Archives: July 19, 2019

პაატა სალია – ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, გარკვეული პრობლემები არის

პაატა სალია - ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, გარკვეული პრობლემები არის

ფინანსური მდგომარეობის შესწავლა დავიწყეთ, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, თუმცა როგორც ვხედავთ, ყველა მედიასაშუალებას საქართველოში გარკევული ფინანსური პრობლემები აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმუშავოთ სწორი გზების მოსაძებნად, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა. მისი თქმით, ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილს უკვე შეხვდა, თუმცა გაფართოებული შეხვედრა დღეს საღამოს გაიმართება. „დღეს დილიდან შევხვდი HR-ის ხელმძღვანელს, შევხვდი ფინანსური სამსახურის უფროსს, შიდა აუდიტის უფროსს. შევხვდი სხვადასხვა ადამიანს. ჟურნალისტებთან შეხვედრა ...

Read More »

ფაროსანა მთლიანად კონტროლქვეშ მოექცა და მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია

ფაროსანა მთლიანად კონტროლქვეშ მოექცა და მისი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია

საქართველო იქცა სამოდელო ქვეყნად, რომელმაც მოკლე ვადაში საუკეთესო შედეგი აჩვენა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში საქართველომ წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა. მავნებელი მთლიანად კონტროლის ქვეშ მოექცა და მისი რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირებულია. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ...

Read More »

“როდესაც საბანკო ანგარიშიდან იკარგება თანხა, ეს ცალსახად ნიშნავს ბანკის უპასუხისმგებლობას“ – რატომ ვერ იცავენ საფინანსო ინსტიტუტები მომხმარებლის ფინანსებს

“როდესაც საბანკო ანგარიშიდან იკარგება თანხა, ეს ცალსახად ნიშნავს ბანკის უპასუხისმგებლობას“ - რატომ ვერ იცავენ საფინანსო ინსტიტუტები მომხმარებლის ფინანსებს

არის თუ არა მომხმარებელთა მონაცემები დაცული ბანკებში? შეგვიძლია თუ არა ვანდოთ  ბანკებს ჩვენი ანაბრები? რამდენად გამართულია საფინანსო ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოება დღეს საქართველოში? ვინ გვპარავს ფულს და რატომ არიან ეს ადამიანები დღემდე დაუსჯელნი? რა პასუხისმგებლობა ეკისრება ბანკს და რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო?  ეს კითხვები კიდევ ერთხელ გახადა აქტუალური რ.ა.-ის ისტორიამ, რომელმაც საკუთარი საბანკო ანგარიშიდან დიდი ოდენობით თანხების დაკარვის სქემა  სოციალურ ქსელში ...

Read More »

„მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს მათი გადაწყვეტილება, დასავლურ ინსტიტუტებს არ შეიძლება, დავესხათ თავს”

„მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს მათი გადაწყვეტილება, დასავლურ ინსტიტუტებს არ შეიძლება, დავესხათ თავს”

დასავლურ და თავისუფალი სამყაროს ინსტიტუტებს, მაშინაც კი, როცა არ მოგვწონს მათი გადაწყვეტილება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დავესხათ თავს, ეს არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იგი ემიჯნება ისეთ შეფასებებს, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოს თავს ესხმიან ამ გადაწყვეტილების გამო. „ჩემი აზრით, სამწუხარო და სამოქალაქო თავისუფლებისთვის ძალიან არახელსაყრელი გადაწყვეტილება იყო, ...

Read More »

Volkswagen-ი თურქეთში ქარხანას გახსნის

Volkswagen-ი თურქეთში ქარხანას გახსნის

Volkswagen-ი თურქეთში ქარხანას გახსნის Volkswagen Group-ი თურქეთის რესპუბლიკაში მულტიბრენდული ქარხნის მშენებლობას აპირებს, რაც ერთ ქარხანაში სხვადასხვა ბრენდის ავტომობილების წარმოებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Automobilwoche იუწყება. გამოცემის ცნობით, კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრებმა ქარხნის ქალაქ იზმირის მახლობლად  მშენებლობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით კი, გეგმა საბოლოოდ შეთანხმებული არ არის, თუმცა კომპანიაში ამის მზაობა არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში ავტომობილების წარმოება VW, ...

Read More »

ისრაელში ქართველების ლეგალურად დასაქმების მიზნით, მთავრობებს შორის მოლაპარაკებები იწყება

ისრაელთან, ქართველების ლეგალურად დასაქმების მიზნით, მთავრობებს შორის მოლაპარაკებები იწყება

საქართველოს მთავრობამ 8 ივლისს დადგენილება გამოსცა, რომელიც ისრაელსა და საქართველოს მთავრობებს შორის, ნოტების გაცვლის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისიწნებს ისრაელში საქართველოს მოქალაქებიის დროებით დასაქმების მიზნით. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნოტების გაცვლის მიზნით, გაიმართოს მოლაპარაკება „ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის ...

Read More »

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა

ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა „იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. გიორგი ცხვიტავას თქმით, ის ამ პოსტზე 3 დღის წინ დაინიშნა. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 5 ივლისს შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც და გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა, ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა

Read More »

პაატა სალია – დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია

პაატა სალია - დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი მიუთითებს, ყალბია

„რუსთავი 2“-ს ახალი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, დოკუმენტი, რომელზეც ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს ყალბია. როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, დავა უკვე სასამართლო წარმოებაშია. „ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ სასამართლოში საკითხი, რომ დოკუმენტი არის გაყალბებული. მაშინ ფულადი მოთხოვნა ჰქონდა, თითქოს 7 მილიონი დოლარი ასესხა ქიბარ ხალვაშს. ქიბარ ხალვაში თითქოს ადასტურებდა, რომ  უკან უნდა დაებრუნებინა ეს თანხა პროცენტით. ხელშეკრულების მეორე ნაწილი იყო „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, თითქოს ყველა უფლება ...

Read More »

დამზადებულია საქართველოში – მსოფლიოს McDonalds-ის ქსელი ქართული პურით მომარაგდება

დამზადებულია საქართველოში - მსოფლიოს McDonalds-ის ქსელი ქართული პურით მომარაგდება

ბიზნესმენი თემურ ჭყონია მაკდონალდსის პურის ქარხნის მასშტაბურ გეგმებზე აცხადებს. “დამზადებულია საქართველოში” – ქართული წარმოების მაკდონალდსის პური შესაძლოა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაკდონალდსში მოხვდეს. ქარხანა მაკდონალდსის მართვის ქვეშ იქნება, უშუალოდ მათ დაქვემდებარებაში, ვინც მაკდონალდსის ლოჯისტიკურ ცენტრებს მართავს. “ქარხანა იქნება ჰაბი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებული პური, შესაძლოა მთელ მსოფლიოს მაკდონალდსებში მოხვდეს”, – აცხადებს ბიზნესმენი. თემურ ჭყონია კი ქარხანას ჩაეხსნება. ბიზნესმენი ...

Read More »

IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს

IRI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ...

Read More »