Home » 2019 » July » 15

Daily Archives: July 15, 2019

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია. გამარჯვებულ ოთხ ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა. ჩვენი ქვეყნის გარდა. 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია. მიუნხენში კენჭისყრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, კალათბურთის ...

Read More »

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 1 პოლიციელი დააკავეს

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 1 პოლიციელი დააკავეს

20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 1 პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ...

Read More »

ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში სესხების საზაფხულო აქცია დაიწყო

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3-თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ. ფინკა ბანკის საზაფხულო შეთავაზება მომხმარებელს საშუალებას აძლევს 3 თვის განმავლობაში გადაიხადოს მხოლოდ სესხის საპროცენტო ნაწილი, ხოლო სესხის ძირის თანხის გადახდა დაიწყოს 3 თვის შემდეგ. ფინკა ბანკის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი აბაშიძე ამბობს, რომ აქციის დაწყების ...

Read More »

ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ბათუმის ბულვარში პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთები განთავსდა

ბათუმის ბულვარში კამპანიის “გადაარჩინე სიცოცხლე” ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარების 30 ყუთი განთავსდა. პროექტის მიზანი სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა და მოქალაქეებში პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლაა. სწორედ ამიტომ აჭარაში 1000-მდე მოხალისის უფასოდ გადამზადება 1 ივლისიდან დაიწყო და ეტაპობრივად ჩატარდება. ამ პროექტთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარსა და ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმების დროს ითქვა, რომ 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, ...

Read More »

შემოსავლების სამსახური შპს „მაკნატუნას“ ამოწმებს

შემოსავლების სამსახური შპს „მაკნატუნას“ ამოწმებს

შპს „მაკნატუნაში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შევიდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, „მაკნატუნას“ მიმართ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობს. უწყების განცხადებით, „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია გასული წლის 26 ნოემბერს დაიწყო, ახლა კი შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ეს პროცესი სრულად შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. “საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის ...

Read More »

საფრანგეთმა „გუგლს“, „ფეისბუქსა“ და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა

საფრანგეთმა „გუგლს“, „ფეისბუქსა“ და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა

საფრანგეთმა ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული მომსახურების გადასახადი დაუწესა. კრიტიკოსების ცნობით, გადასახადის სამიზნე ამერიკული კომპანიებია, რაც უსამართლობაა და რამაც შესაძლოა ვაშინგტონსა და პარიზს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს. საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა მაგალითად, „გუგლი“ და „ფეისბუქი“,  საფრანგეთში გაყიდვების 3 პროცენტს გადაიხდიან. საფრანგეთის მთავრობას მიაჩნია, რომ მსგავსი კომპანიები, რომელთაც ქვეყნის გარეთ აქვთ სათავო ოფისი, ძალიან მცირე გადასახადს იხდიან საფრანგეთში, ან საერთოდ არ იხდიან. ახალი ...

Read More »

რა პროფესიის და აკადემიური ხარისხის მქონე პარლამენტარები არიან საქართველოში

რა პროფესიის და აკადემიური ხარისხის მქონე პარლამენტარები არიან საქართველოში

რა პროფესიის და აკადემიური ხარისხის მქონე პარლამენტარებია საქართველოში საქართველოს პარლამენტის წევრთა შორის ერთდროულად ორი სპეციალობით განათლება მიღებული აქვს 34 დეპუტატს. ინფორმაცია ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული. პარლამენტის წევრებს შორის: 2 აკადემიკოსი; 15 დოქტორი; 5 მეცნიერებათა კანდიდატია. პარლამენტის წევრთა უმეტესობა, ისევე როგორც წინა მოწვევის პარლამენტში, იურისტები არიან (56). პარლამენტში არის სამედიცინო სფეროს 18 წარმომადგენელი და ეკონომიკის სფეროს 15 წარმომადგენელი. ...

Read More »

„გაზგამანაწილებელმა“ ჭავჭავაძეზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყო 

„გაზგამანაწილებელმა“ ჭავჭავაძეზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყო 

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის I კორპუსიდან ატენის ქუჩის კუთხემდე არსებული 200 მილიმეტრიანი დიამეტრის ამორტიზირებული, 1960 წელს აშენებული ფოლადის გაზსადენი 315 მილიმეტრიანი დიამეტრის პოლიეთილენის მილსადენით შეიცვლება, რომლის სიგრძე 1000 მეტრია. არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში იცვლება ცენტრალური გაზსადენი და არსებულ გაზსადენზე დაერთებული ყველა განშტოება.

Read More »

„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს – V CARD-ს სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს - V CARD-ს სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ მომხარებელს სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათს – V CARD-ს სთავაზობს. ვითიბის ინფორმაციით, V CARD – ით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით – 16,9%, ხოლო ეფექტური 19,7%. ყოველთვიური შენატანი ათვისებული ძირითადი თანხის მხოლოდ 2% – ს შეადგენს. „V CARD -ის კიდევ ერთ უპირატესობას ბანკომატში განაღდების ყველაზე დაბალი საკომისიო წარმოადგენს. ბანკომატში განაღდებისას მომხმარებლებს 3-ჯერ ნაკლების გადახდა მოუწევთ, ვიდრე ...

Read More »

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, რუსული პოლიტიკის გამო საქართველომ 400 მილიარდი დოლარი იზარალა“

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, რუსული პოლიტიკის გამო საქართველომ 400 მილიარდი დოლარი იზარალა“

„ზარალი, რომელიც საქართველოს რუსული პოლიტიკის გამო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მიადგა, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ფარგლებშია“. ამის შესახებ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა როგორც თავად აღნიშნა, ქართველების პატივისცემის გამო, დუმის მიერ მხარდაჭერილ სანქციებს ჯერჯერობით უარი უთხრა. საუბარია, საქართველოდან რუსეთში ღვინის, მინერალური წყლების იმპორტის შეზღუდვასა და რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებაზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზარალი, რომელიც ...

Read More »